ჟოზე მოურინიო ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ზაფხულში ჩაიბარებს, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
The Sun-ი იტყობინება, რომ პორტუგალიელი სამწლიანი კონტრაქტის შედეგად 60 მლნ. ფუნტს მიიღებს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე "იუნაიტედის" ნებისმიერი ფეხბურთელის ხელფასი.
ამბები იმის შესახებ, რომ "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობა რაიან გიგზს მხარს უჭერს, გრძელდება, მაგრამ ლუი ვან გაალის შემცვლელის კანდიდატად მოურინიო ყოველთვის ფავორიტად ითვლებოდა.
როგორც M.E.N. იტყობინებოდა, "იუნაიტედი" მოურინიოსთან რეგულარულ მოლაპარაკებებს მართავდა და თებერვალში ჯენტლმენურ შეთანხმებასაც მიაღწია, მიმდინარე თვეში კი შეთანხმებამ ოფიციალური სახე მიიღო.
ვუდვორდი მოურინიოს გასულ წელს ლონდონში შეხვდა
რენატუ სანჩესი, რომლის აგენტიც იგივე პიროვნებაა, რომელიც მოურინიოსი, "იუნაიტედს" ასევე სურს და მასში 46 მლნ. ფუნტს გადაიხდის.
"ბენფიკას" პრეზიდენტი ლუის ფილიპე ვიეირა მიმდინარე კვირაში ინგლისში ჩაფრინდა, რათა 18 წლის პორტუგალიელის თაობაზე მოლაპარაკებები გაემართა.
წყარო:
M.E.N.