თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2016, 12:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3232,
კომენტარები: 32
"იუნაიტედმა" მოურინიოსთან რეკორდულ შეთანხმებას მიაღწია
ჟოზე მოურინიო ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ზაფხულში ჩაიბარებს, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

The Sun-ი იტყობინება, რომ პორტუგალიელი სამწლიანი კონტრაქტის შედეგად 60 მლნ. ფუნტს მიიღებს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე "იუნაიტედის" ნებისმიერი ფეხბურთელის ხელფასი.

ამბები იმის შესახებ, რომ "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობა რაიან გიგზს მხარს უჭერს, გრძელდება, მაგრამ ლუი ვან გაალის შემცვლელის კანდიდატად მოურინიო ყოველთვის ფავორიტად ითვლებოდა.

როგორც M.E.N. იტყობინებოდა, "იუნაიტედი" მოურინიოსთან რეგულარულ მოლაპარაკებებს მართავდა და თებერვალში ჯენტლმენურ შეთანხმებასაც მიაღწია, მიმდინარე თვეში კი შეთანხმებამ ოფიციალური სახე მიიღო.

"იუნაიტედმა" მოურინიოსთან რეკორდულ შეთანხმებას მიაღწია

ვუდვორდი მოურინიოს გასულ წელს ლონდონში შეხვდა


რენატუ სანჩესი, რომლის აგენტიც იგივე პიროვნებაა, რომელიც მოურინიოსი, "იუნაიტედს" ასევე სურს და მასში 46 მლნ. ფუნტს გადაიხდის.

"ბენფიკას" პრეზიდენტი ლუის ფილიპე ვიეირა მიმდინარე კვირაში ინგლისში ჩაფრინდა, რათა 18 წლის პორტუგალიელის თაობაზე მოლაპარაკებები გაემართა.

"იუნაიტედმა" მოურინიოსთან რეკორდულ შეთანხმებას მიაღწია


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
32 კომენტარი
№11
ავტორი: de gea1
29 აპრილი 2016 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
მე მჯერა რო უსჰველის კიარა გუნდს გააშემპიონებს
0
№12
ავტორი: matemate
29 აპრილი 2016 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
გაუმარჯოს.ამაზე რა აზრის ხართ? მადრიდის "ატლეტიკოს" ასეთი შესანიშნავი თამაშის მთავარი შემომქმედი, გენიალური არგენტინელი მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გახლავთ.

"ატლეტიკო" წლების განმავლობაში კარგავდა ლიდერებს და მიუხედავად ამისა, სიმეონე კვლავ ახერხებდა გუნდის შეკრებას. მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში არიან და მიუნხენის "ბაიერნს" ვისენტე კალდერონე 1-0 მოუგეს. თავის მხრივ, "ბარსელონასთან" ერთად პრიმერა დივიზიონს ლიდერობენ და 76 ქულა აქვთ.

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა Sport-ი, რომლის მიხედვითაც, სიმეონე კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს წარუმატებლობის ან წარმატების შემთხვევაშიც ლიგაზე.

დიეგოს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა არამგონია ამ ფაქტორმა მას ხელი შეუშალოს.

ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სიმეონეს კანდიდატურა განიხილება. ასევე, მენტორს მილანის "ინტერსაც" უკავშირებენ, სადაც 2 წლის განმავლობაში თამაშობდა.
0
№13
ავტორი: The Special One
29 აპრილი 2016 14:14
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
თუ მოვიდა მოუ სავარაუდოდ დავემშვიდობებით ფოსუებს და რეშფორდებს.. recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№14
ავტორი: dybbuk
29 აპრილი 2016 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ოფიციალურად დადასტურდაო?
0
№15
ავტორი: gilmour
29 აპრილი 2016 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
პირველ რიგში იმიტომ არის კარგი ამის მოსვლა, რომ ბორტვიკ ჯექსონებს, ლავებს, ვარელებს, ლინგარდებს დაკიდევ ბევრ არაპროფესიონალ ბავშვს აღარ ვიხილავთ გადამწყვეტ მატჩებში, ნახევრად ფეხბურთელებით ვთამაშობთ მთელი სეზონია, რეშფორდი გასაგებია რომ კარგია და გაამართლა, მაგრამ 10 დან ერთი რომ ამართლებს მთელი სეზონი მაგას არ უნდა შეწირო, შედეგიც უნდა დაიდოს და ახალგაზრდებიც.
ამ იუნაიტედს რომ ჰაერივით ჭირდება მინიმუმ 3 შემდგარი ვარსკვლავი მგონი ყველა ვხვდებით.
0
№16
ავტორი: MANUTD1878
29 აპრილი 2016 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
უბედურებაც ეგ არის რო მანჩესტერში ნაყიდი ვარსკვლავი ვერ გაამართლებს ვერასდროს, იქ უნდა დაიბადონ ვარსკვლავები, და მოურინიო თუ მოვა აგარც ვარსკვლავები დაიბადებიან და ვერც შედეგს დადებს ვერაფერს
0
№17
ავტორი: PaLoMo
29 აპრილი 2016 14:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Ueidi
Unai emeri roa sevilias mwvrtneli mag kacs rato aravin afasebs tvinia carieli too ra magrad atamashebs gunds meramdene sezonia tan mcire resursit magas ro amdeni tanxebi mivcet rasac chven sezonze vxarjavt gunds chamoayalibebs dzalian magars tan shemtevi stilis mimdevaria rac iunaitedis titoeuli fanis ocneba gagvixda ukve lamis

გუშინ მეც მაგაზე გავიფიქრე მეთქი რატო არავინ აქცევს ყურადღებასთქო.საკიფო მწვრთნელია და მე მგონია რო გაამართლებს ჩვენთან ეგ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№18
ავტორი: hemi
29 აპრილი 2016 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ეე კარგი რა სიტი გავხდით ბოლო ბოლო რა არის ეს ამდენი ფული თუ დახარჯა იუნაიტედმა ვიღაც ღლაპებში პლუს რა ამბავია მოუ რამდენს ითხოვს, არ იქნება კაი ამბავი მე ის იუნაიტედი მომწონდა რომლის ყველა ფეხბურთელი, უმეტესობა მაინც პროფესიონალი იყო და არა სუპერვარსკვლავი და ფულის ხამი გუნდიდან გადმოსული ან თვითონ გაყეყეჩებული ცენზურაი, კარგი რა მანჩესტერის ისტორიას ხო უნდა სცენ პატივი

იტყვით ახლა ფული შენი ჯიბიდან ხო არ მიდისო მარა არ არი ეგ გამართლება იუნაიტედის ჯიბიდან მიდის ეგეთ ფასებში რამდენიმე ნორმალურ ფეღბურთელს იყიდი და მერე მფლობელებმა რო ფული ამოიღონ ფასებს გაზრდიან დასწრებაზე ან უფრო გადაერთვებიან სპონსორებზე და მერე გუნდი კი არა კაზინო გახდება
0
№19
ავტორი: Malboro463
29 აპრილი 2016 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვან გალმა რომ არ დაიკიდოს ყველაფერი ძეილება იმიტო არ აფორმებენ ჯერ კონტრაქტს. ისე ჟოზესაც უყვარს მეორე ხარისხოვანი ფეხბურთელების ყიდვა და იმედია კიდე უაზროდ არ გადაყრის ფულს
0
№20
ავტორი: PLANeta
29 აპრილი 2016 15:58
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
რა იყო შეჩემა სელფს იღებ ტუჩები რო დაგიპრუწავს areyoukiddingme
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top