თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2016, 12:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3232,
კომენტარები: 32
"იუნაიტედმა" მოურინიოსთან რეკორდულ შეთანხმებას მიაღწია
ჟოზე მოურინიო ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ზაფხულში ჩაიბარებს, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

The Sun-ი იტყობინება, რომ პორტუგალიელი სამწლიანი კონტრაქტის შედეგად 60 მლნ. ფუნტს მიიღებს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე "იუნაიტედის" ნებისმიერი ფეხბურთელის ხელფასი.

ამბები იმის შესახებ, რომ "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობა რაიან გიგზს მხარს უჭერს, გრძელდება, მაგრამ ლუი ვან გაალის შემცვლელის კანდიდატად მოურინიო ყოველთვის ფავორიტად ითვლებოდა.

როგორც M.E.N. იტყობინებოდა, "იუნაიტედი" მოურინიოსთან რეგულარულ მოლაპარაკებებს მართავდა და თებერვალში ჯენტლმენურ შეთანხმებასაც მიაღწია, მიმდინარე თვეში კი შეთანხმებამ ოფიციალური სახე მიიღო.

"იუნაიტედმა" მოურინიოსთან რეკორდულ შეთანხმებას მიაღწია

ვუდვორდი მოურინიოს გასულ წელს ლონდონში შეხვდა


რენატუ სანჩესი, რომლის აგენტიც იგივე პიროვნებაა, რომელიც მოურინიოსი, "იუნაიტედს" ასევე სურს და მასში 46 მლნ. ფუნტს გადაიხდის.

"ბენფიკას" პრეზიდენტი ლუის ფილიპე ვიეირა მიმდინარე კვირაში ინგლისში ჩაფრინდა, რათა 18 წლის პორტუგალიელის თაობაზე მოლაპარაკებები გაემართა.

"იუნაიტედმა" მოურინიოსთან რეკორდულ შეთანხმებას მიაღწია


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
32 კომენტარი
№31
ავტორი: dachi_mu
30 აპრილი 2016 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Ra varskvlavebi yavdao maurinioso? Reebs mied moedebit tvini gaa****iert cota ra da morchit am laybobas.. Da awyobili gundi daxvdao uvelgano.. Saidan igonebt eset ragaceebs? Romeli yavda awyobili gundi portu? Tu chelsi? Chelsishi drogba magan iyida.. Romeli varskvlavi drogba iyo? Mauriniom mcire droshi shekra udzaanmagresi gundi da dado shedegic... Realshi xo rekerduli qulebi da golebi daugrovda.. Aseve aqvs chelsishic rekorduli qulebi dagrovebuli da golebi ... Ra unai emeri da teamvai da troleibusi... Meti avtobusi ra ginda ? Lesters da totenhems imdeni goli aq gatanili chven magdeni karshi dartyma ar gveqneba darwmunebuli var.. Esaa avtobusi
0
№32
ავტორი: Memphis_Depay
30 აპრილი 2016 10:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
მაურინიო არის გასაღები ან დამაქცევარი !!! wink თუმცა თუ აგვაშენებს ყველაზე მაგარა აგვაშენებს !!! და რავი უკვე დაქცეულები ვართ და გავრისკოთ მაგის... wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top