თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2568,
კომენტარები: 27
ვალენსია "ტოტენჰემთან" მატჩის წინ
ანტონიო ვალენსია "დეზებთან" დაპირისპირებაზე საუბრობს.
ვალენსია
ანტონიო ვალენსია მოუთმენლად ელის ტიტულისთვის მებრძოლ "ტოტენჰემთან" თამაშს და აღნიშნავს, რომ მატჩი გარკვეულწილად სამწუხარო დატვირთვას ატარებს.

ტრავმის მოშუშების შემდეგ ვალენსიამ "ევერტონთან" მატჩში ბოლო რვა წუთი ითამაშა, რაც მისი ზედიზედ მესამე შეხვედრა გამოდგა, რომელშიც შეცვლაზე შევიდა.

ეკვადორელმა აღნიშნა, რომ გუნდის უმთავრეს მიზანს ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება წარმოადგენს და ამის კარგი შანსი არსებობს.

"ჩვენთვის ამაღელვებელი მატჩი იქნება, რადგანაც მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას ვცდილობთ. და როცა ეთამაშები ისეთ მოწინააღმდეგეს, რომელიც ტიტულისთვის იბრძვის, მაგალითად "ტოტენჰემი" ან "ლესტერი", დიდი მატჩი გაქვს.

საინტერესო, მაგრამ ოდნავ სამწუხარო იქნება, რადგანაც ტიტულისთვის ჩვენც უნდა ვიბრძოდეთ. თუმცა ჯერ იმაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოგებათა სერიას გავაგრძელებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად.

ვიცით, როგორ ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს აქ ჩემპიონთა ლიგა, როგორ გააბედნიერებს გულშემატკივრებს მომდევნო სეზონში ამ ტურნირზე მოხვედრა. ასე რომ, მთავარი ბრძოლა ოთხეულში დაბრუნებაა",
- განაცხადა ვალენსიამ.

ოქტომბრიდან მარტამდე ოპერაციის გამო უქმად მყოფი ვალენსია თავს უფრო მხნედ გრძნობს, ვიდრე სეზონის ამ ეტაპზე შეიძლებოდა ყოფილიყო.

"თამაში მწყურია. ხუთთვიანი უქმად ყოფნის შემდეგ ბედნიერი ვარ უკან დაბრუნების შესაძლებლობით.

სრულიად გამოვჯანმრთელდი და, როცა ვთამაშობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, თუ რაოდენ მომწონს აქ ყოფნა და როგორ მიყვარს ეს გუნდი".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
27 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
8 აპრილი 2016 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ჩემი აზრით ტოტენჰემთან ამის სისწრაფე გამოგვადგება და საერთოდ მინდა რო ითამაშოს ძირითადში recourse
0
№2
ავტორი: bastian777
8 აპრილი 2016 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
მარტო ტოტენჰემთან კი არა საერთოდ ძირითადში უნდა ათამაშოს, დარმიანზე ერთი თავით მაღლა დგას.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2016 17:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნეტა ფეხი მოგტყდეს love
0
№4
ავტორი: chudikone
8 აპრილი 2016 17:41
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
შენი დედას ცენზურა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: t123123
8 აპრილი 2016 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
ერთი მაინტერესებს მის პოზიციაზე ახლა როგორ ითამაშებს
0
№6
ავტორი: shotkin
8 აპრილი 2016 17:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამას რო მანჩესტერი ფანი შეაგინებს ის მანჩეს ფანი არაა , ტიპი თავგადაკლულია ყველაფერს დებს , მშვენიერი ფლანგელია და დარმიანის მაგივრად რატო ნატრობთ ძირითადში???? ხოარ გაგიჟდით????? ლინგარდს არ ჯობია დავიჯერო?? კარგით რა ჯანზეა სწრაფია მშვენიერი პრასტრელი აქვს + დაცვასაც ეხმარება თავის ფლანგზე ამის დაცვაში თამაში მარტო საცოდაობაა , მე ძირითადში დავაყენებდი ლინგარდის მაგივრად
0
№7
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2016 18:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: shotkin

მიხარია რო შენ არ ხარ მწვრთნელი derphappycry
0
№8
ავტორი: zeg
8 აპრილი 2016 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ვალენსიას რო შეაგინებ რაზეა საუბარი.აქ ბევრი საერთოდ აზრზე არ არის და მაგრა ტეხავს რომ არ აფასებენ ისეთ მუშა ფეხბურთელებს როგორიც ვალენსიაა.გუნდს რო ჩავარდნა აქვს ხოლმე გემოვნებასაც მაგრა ენძრევა ალბათ,მე ბედნიერი თაობიდან ვარ მაგ მხრივ ორი ჩემპიონთა ლიგის თასის აღებას და ამღები ხალხის ლაივებს ვხედავდი ხოდა მაგრა მიკვირს აქაური საუბრები რო თურმე რა მაგარია დეპაი,ერერა შნეიდერლინი ხო ვაფშე თურმე დონეა და მატა კიდე გუნდის გულია ალბათ?
0
№9
ავტორი: shotkin
8 აპრილი 2016 18:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: General
ციტატა: shotkin
ამას რო მანჩესტერი ფანი შეაგინებს ის მანჩეს ფანი არაა , ტიპი თავგადაკლულია ყველაფერს დებს , მშვენიერი ფლანგელია და დარმიანის მაგივრად რატო ნატრობთ ძირითადში???? ხოარ გაგიჟდით????? ლინგარდს არ ჯობია დავიჯერო?? კარგით რა ჯანზეა სწრაფია მშვენიერი პრასტრელი აქვს + დაცვასაც ეხმარება თავის ფლანგზე ამის დაცვაში თამაში მარტო საცოდაობაა , მე ძირითადში დავაყენებდი ლინგარდის მაგივრად

მიხარია რო შენ არ ხარ მწვრთნელი derphappycry

ხოდა უყურე ლინგარდის საცოდაობას მარჯვენა ფლანგზე :DD პ.ს წესით შენ ვან გაალის დიდი გულშემატკივარი ხარ )))))))
0
№10
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2016 18:55

ვალენსიას შენ გვიყენებ ნახევარდაცვაში და ვან გაალის ფანი მე ვარ? wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top