თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2569,
კომენტარები: 27
ვალენსია "ტოტენჰემთან" მატჩის წინ
ანტონიო ვალენსია "დეზებთან" დაპირისპირებაზე საუბრობს.
ვალენსია
ანტონიო ვალენსია მოუთმენლად ელის ტიტულისთვის მებრძოლ "ტოტენჰემთან" თამაშს და აღნიშნავს, რომ მატჩი გარკვეულწილად სამწუხარო დატვირთვას ატარებს.

ტრავმის მოშუშების შემდეგ ვალენსიამ "ევერტონთან" მატჩში ბოლო რვა წუთი ითამაშა, რაც მისი ზედიზედ მესამე შეხვედრა გამოდგა, რომელშიც შეცვლაზე შევიდა.

ეკვადორელმა აღნიშნა, რომ გუნდის უმთავრეს მიზანს ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება წარმოადგენს და ამის კარგი შანსი არსებობს.

"ჩვენთვის ამაღელვებელი მატჩი იქნება, რადგანაც მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას ვცდილობთ. და როცა ეთამაშები ისეთ მოწინააღმდეგეს, რომელიც ტიტულისთვის იბრძვის, მაგალითად "ტოტენჰემი" ან "ლესტერი", დიდი მატჩი გაქვს.

საინტერესო, მაგრამ ოდნავ სამწუხარო იქნება, რადგანაც ტიტულისთვის ჩვენც უნდა ვიბრძოდეთ. თუმცა ჯერ იმაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოგებათა სერიას გავაგრძელებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად.

ვიცით, როგორ ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს აქ ჩემპიონთა ლიგა, როგორ გააბედნიერებს გულშემატკივრებს მომდევნო სეზონში ამ ტურნირზე მოხვედრა. ასე რომ, მთავარი ბრძოლა ოთხეულში დაბრუნებაა",
- განაცხადა ვალენსიამ.

ოქტომბრიდან მარტამდე ოპერაციის გამო უქმად მყოფი ვალენსია თავს უფრო მხნედ გრძნობს, ვიდრე სეზონის ამ ეტაპზე შეიძლებოდა ყოფილიყო.

"თამაში მწყურია. ხუთთვიანი უქმად ყოფნის შემდეგ ბედნიერი ვარ უკან დაბრუნების შესაძლებლობით.

სრულიად გამოვჯანმრთელდი და, როცა ვთამაშობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, თუ რაოდენ მომწონს აქ ყოფნა და როგორ მიყვარს ეს გუნდი".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
27 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
8 აპრილი 2016 21:37
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: shotkin
ამას რო მანჩესტერი ფანი შეაგინებს ის მანჩეს ფანი არაა , ტიპი თავგადაკლულია ყველაფერს დებს , მშვენიერი ფლანგელია და დარმიანის მაგივრად რატო ნატრობთ ძირითადში???? ხოარ გაგიჟდით????? ლინგარდს არ ჯობია დავიჯერო?? კარგით რა ჯანზეა სწრაფია მშვენიერი პრასტრელი აქვს + დაცვასაც ეხმარება თავის ფლანგზე ამის დაცვაში თამაში მარტო საცოდაობაა , მე ძირითადში დავაყენებდი ლინგარდის მაგივრად


100% მართალი ხარ. ძაან მინდა ნახევარდაცვაში დააყენოს.

მარჯვენა ფლანგი ვაფშე მკვდარია, ლინგარდი რაღაცას წვალობს და არც დარმიანი იკლავს თავს დიდად შეტევაში თამაშით.
ვალენსიას არც წინ წასვლა ავიწყდება და არც უკან ჩამოსვლა და ეგ კაცი არ მინახავს მე დაღლილი. შეცვლაზე მაინც შემოიყვანოს.
0
№22
ავტორი: zeg
8 აპრილი 2016 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ციტატა: bastian777
ციტატა: zeg
განა მაგაზეა მარტო,3000ათასი და5000ათასი კომენტარი აქვთ იმაზე რო ვალენსია არ ვარგა,რუნი უნდა წავიდეს,კერიკი გაათრიეთ,გიგზი მწვრთნელობა როგორ შეიძლებაო?ბაზარი არაა მარა ვინ დარჩეს?ის ხალხი ვისაც მანჩესტერის ისტორია და ტრადიციები ცენზურაზე კიდია დღეს აქ არიან ხვალ სადღაც წავლენ და ჭორაობას იწყებენ?ერთგულებას და ვეტერანებს მანჩესტერში ყოველთვის პატივს ცემდნენ,ეს თუ მოიშალა რაღა განსხვავებაა რეალთან ბაიერნთან.ეს იმის ბრალია ბუბლიკ რო 50 მილიონებს იხდიან ვიღაც ცენზურაებში და მერე უნდა ეფერო რო ათამაშდეს

მარტალს ამბობ მაგრამ კერიკი ნამდვილად უნდა ჩამოწერო, არაფერი აღარ აქვს არც სისწრაფე არც გამძლეობა და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. რაც შეეხება რუნის მინიმუმ 3 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს

რას ეძახი ჩამოწერას?რა პოზიციაზე თამაშობდა გახსოვს?ახლა დაცვაში ათამაშებს ეგრე გიგზიც რო დაგეყენებინა დაცვაში როცა დაბერდა მაშინ იმაზეც იტყოდი უნდა ჩამოწეროო,მე იმას არ ვამბობ რო თამაში ააწყო კერიკზე მაგრამ ბებერი ძაღლივით არ უნდა გააგდო სახლიდან.იყოს თადარიგში და ბოლო 10-15წუთს ბევრზე უკეთესად ითამაშებს.უნდა დაუფასო ძმაო რაც გაუკეთებია გუნდისთვის
0
№23
ავტორი: Mufc7
8 აპრილი 2016 22:06
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვაახ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№24
ავტორი: bastian777
8 აპრილი 2016 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
[quote=Mufc7]ვაახ feel[/qგეთანხმები მართალი ხარ, უნდა ათამაშო მაგრამ არა ძირითადში
0
№25
ავტორი: chudikone
9 აპრილი 2016 01:45
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვინც ამას ფეხბურთის თამაში ურჩია იმის სუყვლეაფერი მოვ*** მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№26
ავტორი: ilker
9 აპრილი 2016 09:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
რო ვუფიქრდები ვალენსიას კარგ თამაშზე შეტევაში "შალკესთან" მატჩი მახსენდება მარტო. გასაგებია სწრაფია და შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში უსწრაფესიც, მარა აზროვნება უნდა შეეძლოს ფეხბურთელს. ამას რაც თავი მახსოვს ბურთის გაგდების მეტი არაფერი შეუძლია, ფინტი არ იცის და არაფერი. ლინგარდი არც მე მეხატსბა გულზე, მარა კაი ხანია ეგ 10ზე თამაშობს და არა ფლანგზე, ამიტომ მარჯვენა ფლანგის ჩავარდნა მატას ბრალია.
მაქსიმუმ ვალენსიამ ითამაშოს დაცვაში, მარა არ ვარგა ეს ძალით უნივერსალები. მისთვის საუკეთესო პოზიცია 3-5-2 ტაქტიკაში ფლანგზეა. მთელი ფლანგს ჩაიბარებს და ჩააწოდებს ბურთს მეტი არც იცის და
0
№27
ავტორი: AkkRed
9 აპრილი 2016 10:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არ ვიცი რა დავწერო და ისევ შევარდნაძეს მოუ***ნ ყველაფერი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top