თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2569,
კომენტარები: 27
ვალენსია "ტოტენჰემთან" მატჩის წინ
ანტონიო ვალენსია "დეზებთან" დაპირისპირებაზე საუბრობს.
ვალენსია
ანტონიო ვალენსია მოუთმენლად ელის ტიტულისთვის მებრძოლ "ტოტენჰემთან" თამაშს და აღნიშნავს, რომ მატჩი გარკვეულწილად სამწუხარო დატვირთვას ატარებს.

ტრავმის მოშუშების შემდეგ ვალენსიამ "ევერტონთან" მატჩში ბოლო რვა წუთი ითამაშა, რაც მისი ზედიზედ მესამე შეხვედრა გამოდგა, რომელშიც შეცვლაზე შევიდა.

ეკვადორელმა აღნიშნა, რომ გუნდის უმთავრეს მიზანს ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება წარმოადგენს და ამის კარგი შანსი არსებობს.

"ჩვენთვის ამაღელვებელი მატჩი იქნება, რადგანაც მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას ვცდილობთ. და როცა ეთამაშები ისეთ მოწინააღმდეგეს, რომელიც ტიტულისთვის იბრძვის, მაგალითად "ტოტენჰემი" ან "ლესტერი", დიდი მატჩი გაქვს.

საინტერესო, მაგრამ ოდნავ სამწუხარო იქნება, რადგანაც ტიტულისთვის ჩვენც უნდა ვიბრძოდეთ. თუმცა ჯერ იმაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოგებათა სერიას გავაგრძელებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად.

ვიცით, როგორ ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს აქ ჩემპიონთა ლიგა, როგორ გააბედნიერებს გულშემატკივრებს მომდევნო სეზონში ამ ტურნირზე მოხვედრა. ასე რომ, მთავარი ბრძოლა ოთხეულში დაბრუნებაა",
- განაცხადა ვალენსიამ.

ოქტომბრიდან მარტამდე ოპერაციის გამო უქმად მყოფი ვალენსია თავს უფრო მხნედ გრძნობს, ვიდრე სეზონის ამ ეტაპზე შეიძლებოდა ყოფილიყო.

"თამაში მწყურია. ხუთთვიანი უქმად ყოფნის შემდეგ ბედნიერი ვარ უკან დაბრუნების შესაძლებლობით.

სრულიად გამოვჯანმრთელდი და, როცა ვთამაშობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, თუ რაოდენ მომწონს აქ ყოფნა და როგორ მიყვარს ეს გუნდი".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
27 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
8 აპრილი 2016 18:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ნუ შეილება არც ხარ მარა ზოგადად როგორც მარჯვენა ნახევარმცველი რო ავიღოთ პოზიცია და ამ პოზიციაზე ვისაც ლინგარდი ურჩევნია ვალენსიას პირში ვეტყვი რო პეხბურთი არიცის ))) ვერცერთ ასპექტში ჯობია ვერც ინდივიდუალურად ვერც გუნდურად
0
№12
ავტორი: Iunaitedi
8 აპრილი 2016 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: shotkin
ამას რო მანჩესტერი ფანი შეაგინებს ის მანჩეს ფანი არაა , ტიპი თავგადაკლულია ყველაფერს დებს , მშვენიერი ფლანგელია და დარმიანის მაგივრად რატო ნატრობთ ძირითადში???? ხოარ გაგიჟდით????? ლინგარდს არ ჯობია დავიჯერო?? კარგით რა ჯანზეა სწრაფია მშვენიერი პრასტრელი აქვს + დაცვასაც ეხმარება თავის ფლანგზე ამის დაცვაში თამაში მარტო საცოდაობაა , მე ძირითადში დავაყენებდი ლინგარდის მაგივრად

გეტანხმები ძირითადში მირჩევნია მეც რო იყოს ლინგარდის მაგივრად.
0
№13
ავტორი: shotkin
8 აპრილი 2016 19:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ვან გაალი როარ ვარ მაგიტო ვაყენებ :D

ციტატა: zeg
ვალენსიას რო შეაგინებ რაზეა საუბარი.აქ ბევრი საერთოდ აზრზე არ არის და მაგრა ტეხავს რომ არ აფასებენ ისეთ მუშა ფეხბურთელებს როგორიც ვალენსიაა.გუნდს რო ჩავარდნა აქვს ხოლმე გემოვნებასაც მაგრა ენძრევა ალბათ,მე ბედნიერი თაობიდან ვარ მაგ მხრივ ორი ჩემპიონთა ლიგის თასის აღებას და ამღები ხალხის ლაივებს ვხედავდი ხოდა მაგრა მიკვირს აქაური საუბრები რო თურმე რა მაგარია დეპაი,ერერა შნეიდერლინი ხო ვაფშე თურმე დონეა და მატა კიდე გუნდის გულია ალბათ?


100% შენ გეტყობა სტჟიანი და საღად მოაზროვნე გულშემატკივარი ხარ
0
№14
ავტორი: abrama
8 აპრილი 2016 19:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Ver vxvdebi ratom ar giyvart valensia.
Nanize da chicharitozec ase ambobdit xolme magram ki genatrebat axla.
0
№15
ავტორი: zeg
8 აპრილი 2016 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
განა მაგაზეა მარტო,3000ათასი და5000ათასი კომენტარი აქვთ იმაზე რო ვალენსია არ ვარგა,რუნი უნდა წავიდეს,კერიკი გაათრიეთ,გიგზი მწვრთნელობა როგორ შეიძლებაო?ბაზარი არაა მარა ვინ დარჩეს?ის ხალხი ვისაც მანჩესტერის ისტორია და ტრადიციები ცენზურაზე კიდია დღეს აქ არიან ხვალ სადღაც წავლენ და ჭორაობას იწყებენ?ერთგულებას და ვეტერანებს მანჩესტერში ყოველთვის პატივს ცემდნენ,ეს თუ მოიშალა რაღა განსხვავებაა რეალთან ბაიერნთან.ეს იმის ბრალია ბუბლიკ რო 50 მილიონებს იხდიან ვიღაც ცენზურაებში და მერე უნდა ეფერო რო ათამაშდეს
0
№16
ავტორი: bastian777
8 აპრილი 2016 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ციტატა: zeg
განა მაგაზეა მარტო,3000ათასი და5000ათასი კომენტარი აქვთ იმაზე რო ვალენსია არ ვარგა,რუნი უნდა წავიდეს,კერიკი გაათრიეთ,გიგზი მწვრთნელობა როგორ შეიძლებაო?ბაზარი არაა მარა ვინ დარჩეს?ის ხალხი ვისაც მანჩესტერის ისტორია და ტრადიციები ცენზურაზე კიდია დღეს აქ არიან ხვალ სადღაც წავლენ და ჭორაობას იწყებენ?ერთგულებას და ვეტერანებს მანჩესტერში ყოველთვის პატივს ცემდნენ,ეს თუ მოიშალა რაღა განსხვავებაა რეალთან ბაიერნთან.ეს იმის ბრალია ბუბლიკ რო 50 მილიონებს იხდიან ვიღაც ცენზურაებში და მერე უნდა ეფერო რო ათამაშდეს

მარტალს ამბობ მაგრამ კერიკი ნამდვილად უნდა ჩამოწერო, არაფერი აღარ აქვს არც სისწრაფე არც გამძლეობა და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. რაც შეეხება რუნის მინიმუმ 3 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს
0
№17
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 აპრილი 2016 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მაგარი კაცია ვალენსია, ეს მევასება და მეორე კიდე ობამა trolldad
0
№18
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2016 20:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ ვიცი მე ფეხბურთი და ვერ ვიკამათებ თქვენთან მომიტევეთ
0
№19
ავტორი: RojoDiablo
8 აპრილი 2016 21:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
უყურე, კაცო, რამდენი ქომაგი ჰყოლია. მეგონა მარტო ვიყავი ამ საქმეში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№20
ავტორი: Lady in red
8 აპრილი 2016 21:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ვალენსიას, როგორც ძველი იუნაიტედის მოთამაშეს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს,მაგრამ რაც შეეხება თამაშს აშკარად სანამ ფეხს მოიტეხავდა უკეთესი იყო,ფეხბურთელი თუ სწრაფია ამ სისწრაფესთან ერთად აზროვნებაც უნდა შეეძლოს და რამე ჭკვიანური მოიფიქროს, კი ბევრი სარგებელი მოუტანია იუნაიტედისთვის,მაგრამ ეხლა არის ვითომ მისი ძირითადში დაყენებოს დრო? დიდიხანია არ უთამაშია და უკვე ისეა გუნდი თითოეული ფეხბურთელის შეცდომა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top