ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობისგან 100 მლნ. ევროს მიიღებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლუი ვან გაალს მომდევნო სეზონის დაწყების წინ სატრანსფერო ბაზრისთვის 100 მლნ. ევროს მისცემს, იტყობინება De Telegraaf, რომლის მტკიცებითაც, კლუბის მთავარ სამიზნეს რომელუ ლუკაკუ წარმოადგენს.
"წითელმა ეშმაკებმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვან გაალის დანიშვნის შემდეგ რამდენიმე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელეს, მაგრამ გუნდი მაინც ვერ აღწევს სასურველ შედეგებს.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედთან" დაკავშირებული ვან გაალის მომავალი ბუნდოვანია და თვითონაც აღნიშნა, რომ მომდევნო სეზონში შეიძლება კლუბში აღარ იმუშაოს, "წითლების" ხელმძღვანელობა ჰოლანდიელს სატრანსფერო ხარჯებისთვის დიდძალ თანხას გამოუყოფს.
"ევერტონის" თავდამსხმელმა ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში გატანილი 18 გოლით "იუნაიტედის" ყურადღება მიიპყრო და როგორც მოსალოდნელია, ვან გაალი "კანფეტებს" სოლიდურ თანხას შესთავაზებს.
ბელგიელის კონტრაქტი 2019 წლამდე არის გათვლილი, რაც იმის მაუწყებელია, რომ მერსესაიდელები მას იაფად არ განშორდებიან. "ევერტონი" ფეხბურთელში მინიმუმ 70 მლნ. ევროს მოითხოვს.
წყარო:
goal.com