თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3352,
კომენტარები: 22
ვან გაალი 100 მილიონს მიიღებს
ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობისგან 100 მლნ. ევროს მიიღებს.
ვან გაალი 100 მილიონს მიიღებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლუი ვან გაალს მომდევნო სეზონის დაწყების წინ სატრანსფერო ბაზრისთვის 100 მლნ. ევროს მისცემს, იტყობინება De Telegraaf, რომლის მტკიცებითაც, კლუბის მთავარ სამიზნეს რომელუ ლუკაკუ წარმოადგენს.

"წითელმა ეშმაკებმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვან გაალის დანიშვნის შემდეგ რამდენიმე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელეს, მაგრამ გუნდი მაინც ვერ აღწევს სასურველ შედეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედთან" დაკავშირებული ვან გაალის მომავალი ბუნდოვანია და თვითონაც აღნიშნა, რომ მომდევნო სეზონში შეიძლება კლუბში აღარ იმუშაოს, "წითლების" ხელმძღვანელობა ჰოლანდიელს სატრანსფერო ხარჯებისთვის დიდძალ თანხას გამოუყოფს.

"ევერტონის" თავდამსხმელმა ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში გატანილი 18 გოლით "იუნაიტედის" ყურადღება მიიპყრო და როგორც მოსალოდნელია, ვან გაალი "კანფეტებს" სოლიდურ თანხას შესთავაზებს.

ბელგიელის კონტრაქტი 2019 წლამდე არის გათვლილი, რაც იმის მაუწყებელია, რომ მერსესაიდელები მას იაფად არ განშორდებიან. "ევერტონი" ფეხბურთელში მინიმუმ 70 მლნ. ევროს მოითხოვს.

წყარო: goal.com
ახალი ამბები, ჭორები
22 კომენტარი
№11
ავტორი: scholes
7 აპრილი 2016 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
ციტატა: bastian777
შენ საერთოდ აზრზე ხარ ფეხბურთის? რას ამბობ რო ვანგაალი მაურინიოზე კარგი მწვრთნელია? რითი რა ტიტულები აქვს მითხარი აბა. ტიპი სუფთა დაუნია და თუ ეს დარჩა გუნდში ნახავ რასაც ააშენებს. ორი წელია უკვე კარგად ააშენა.

გარტყმაში არ ხარ ფეხბურთის. იმენა გუშინდელი ხარ გეტყობა ეხლა უყურე

მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ამსტერდამული კლუბი ჰოლანდიის თასს იგებს (1993), ასევე ჰოლანდიის სუპერთასს (1993, 94, 95), სამჯერ იმარჯვებს ქვეყნის ჩემპიონატში (1994, 1995, 1996,). ევროპულ არენაზე კლუბს უეფა-ს თასი (1992), ჩემპიონთა ლიგა (1995), უეფას სუპერ თასი (1995) და საკონტინენტთაშორისი თასი (1995) ერგება. ვან გაალმა "აიაქსი" 1996 წელსაც გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "იუვენტუსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. კლუბსა და ნაკრებში მიერ აღზრდილი, პატრიკ კლუივერტი, მარკ ოვერმარსი, დენის ბერგკამპი, ძმები დ ებურები, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი, მიხაელ რაიციგერი და ედვინ ვან დერ სარი დომინირებდნენ. 1997 წელს "აიქსთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ვან გაალი ნასაუს ნარინჯისფერი რესპუბლიკის კავალერის ორდენოსანი გახდა, რომელიც ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის ნიდერლანდების დედოფალმა გადასცა.

1997 წელს ვან გაალი ესპანეთში გადავიდა, სადაც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბობი რობსონი ჩაანაცვლა. კატალონიელებთან ერთად იგი უეფას თასს (1997), ესპანეთის ორ ჩემპოიონატს (1997-98 და 1998-99) და სამეფო თასს (1998) იგებს

2004 წელს ვან გაალი "აიქსს" მცირე ხნით დაუბრუნდა, სადაც ტექნიკური დირექტორის პოსტი დაიკავა, რის შემდეგაც 2005 წელს "ალკმაარ ზანსტერკს" (იგივე აზ) ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძრვანელობის პირველსავე წელს კლუბი ჩემპიონატში მეორე ადგილოსანი გახდა. 2006-07 წლების სეზონში 3 . ვან გაალმა პოსტის შენარჩუნება მოახერხა და 2007-08 წლების ეზონში "ალკმაარმა" თავის ისტორიაში მეორედ მოგიო ჰოლანდიის ჩემპიონატი. ალკმაარი როიცოდე ბიჭუნა ლესტერი როა ეგეთი პონტი იყო დაახლოებით

2009 წლის 1 ივლისს "ბაიერნი" ჩაიბარა. 2009-10 წლების სეზონში მან ოქროს დუბლი გაიფორმა, რამეთუ გერმანიის ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე იმარჯვა. მის ხელში გუნდში "რეალიდან" შეძენილი არიენ რობენი გაიფურჩქნა, ძირითადის მყარ ფეხბურთელებად იქცნენ მიულერი შვაინშტაიგერი და ბადშტუბერი. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ვან გაალმა "ბაიერნი" ფინალში გაიყვანა. გზად "მანჩესტერ იუნაიტედი" დამარცხა და ფინალში "ჩელსისთან" მთელი მატჩში უპირატესობის ქონის მიუხედავად პენალტების სერიაში დამარცხდა. 2010-11 წლების სეზონი ვან გაალმა გერმანიის სუპერთასის გამარჯვებით დაიწყო, რომელიც კლუბს 14 წლის განმავლობაში არ მოეგო.

2012 წლის 6 ივლისს, ვან გაალმა ჰოლანდიის ნაკრები ჩაიბარა იმ მიზნით, რომ "ნარინჯისფრები" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაეყვანა. მან დავალებას წარმატებით გაართვა თავი - თავის ჯგუფში 9 მოგება და ერთი დააგროვა და ბურთების საერთო შეფარდებით 34-5 პირველი ადგილი დაიკავა.
0
№12
ავტორი: GeorgeBest
7 აპრილი 2016 20:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ გისურვო ვან გაალის მწვრთნელობა თორე გისურვებდი derpwhy
0
№13
ავტორი: Memphis_Depay
7 აპრილი 2016 22:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
me jozes mosvla mirchevnia tore katastrofashia gundi aseti mwvrtnelit
0
№14
ავტორი: TOSHIBA
8 აპრილი 2016 01:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
მაგრად არ მევასება ვან გაალი მაგრამ მგონია, რომ თუ ოთხეულში შეიყვანს გუნდს და თასსაც მოიგებს, რისი დიდი შანსიც აქვს დატოვებენ და სწორიც იქნება, რადგან ახალი მწვრთნელი კიდე ერთ უქმად გატარებულ სეზონს ნიშნავს და რატომღაც მგონია რო ვან გაალი თუ დატოვეს გაისად წარმატებას მიაღწევს, რადგან ჭკვა ნასწავლი ექნება და პრემიერ ლიგაში ასეთი პატარა ზამენით აღარ ითამაშებს
0
№15
ავტორი: RojoDiablo
8 აპრილი 2016 09:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვახ, მოუ რომ გვინდა, იუნაიტედს პატივს არ ვცემთ და ვან გაალის დარჩენა პატივისცემაა? აბა, ისეთ ფეხბურთს ათამაშებს ლუი, რომ როგორ არ უნდა ინატრო მისი დატოვება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: scholes
8 აპრილი 2016 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
ციტატა: RojoDiablo
ვახ, მოუ რომ გვინდა, იუნაიტედს პატივს არ ვცემთ და ვან გაალის დარჩენა პატივისცემაა? აბა, ისეთ ფეხბურთს ათამაშებს ლუი, რომ როგორ არ უნდა ინატრო მისი დატოვება.


მოურინიოს ყოლის სირვილი ნიშნავს გუშინდელობას!
მოურინიოს ყოლის სურვილი ნიშნავს მანჩესტერის ტრადიციების კულტურის წესების უარყოფას ანუ პატივის არ ცემას!
ნიშნავს დაცვაში დგომის სურვილს ნიშნავს სანახაობრიივი ფეხბურტის არ სურვილს და ვაბშე მაგრად არ მევასება გუშინდელები იმიტომ რომ აზზე არ არიან და პრ ო ჭზე იხევიან იმდენს გეკამათებიან კრისტიანოს პონნნტტში დაწყებულიი ბალელშიკები ეგბ კი არ ტეხავს მაგრამ გამოცდილი რო არ ხარ ხო უნდა მიაყენო ისეთ მომენთში სადაც გამოცდილება ქმნის ამინდს და იმმენად გამოცდილების ამბავი რომაა
0
№17
ავტორი: RojoDiablo
8 აპრილი 2016 10:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: scholes
მოურინიოს ყოლის სირვილი ნიშნავს გუშინდელობას!
მოურინიოს ყოლის სურვილი ნიშნავს მანჩესტერის ტრადიციების კულტურის წესების უარყოფას ანუ პატივის არ ცემას!
ნიშნავს დაცვაში დგომის სურვილს ნიშნავს სანახაობრიივი ფეხბურტის არ სურვილს და ვაბშე მაგრად არ მევასება გუშინდელები იმიტომ რომ აზზე არ არიან და პრ ო ჭზე იხევიან იმდენს გეკამათებიან კრისტიანოს პონნნტტში დაწყებულიი ბალელშიკები ეგბ კი არ ტეხავს მაგრამ გამოცდილი რო არ ხარ ხო უნდა მიაყენო ისეთ მომენთში სადაც გამოცდილება ქმნის ამინდს და იმმენად გამოცდილების ამბავი რომაა

ყველა რაღაცის გამო იწყებს გულშემატკივრობას და იმ რაღაციდან იღებს მერე გამოცდილებას. ადამიანი რომ გეკამათება, იმას არ ნიშნავს, რომ "არ აყენებს". თუ კამათობ, აზრის მოსმენაც უნდა შეგეძლოს და შეურაცხყოფის გარეშე უპასუხო. თუმცა ეს ჩემი საქმე არაა, შენ უკეთ იცი.

რაც შეეხება მოუს გუშინდელობას, არ ვიზიარებ შენს აზრს და არა იმიტომ, რომ მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ალტერნატივა არ არის. ვან გაალიც საშინელ ფეხბურთს გვათამაშებს. პატარა გუნდებთან უაზროდ გვიჭირავს ბურთი, დიდ გუნდებთან არ გვიჭირავს და ამის ხარჯზე ვაღწევთ შედეგს, ხანდახან. მოუ კი, როგორც უკვე იცი, თამაშობს ცუდ ფეხბურთს, მაგრამ აქვს შედეგი. და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვან გაალის თამაში იქნება ჩემთვის ამაზრზენი თუ მოურინიოსი. მთავარი შედეგია, ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. რა, ჩელსის ვინმე წაართმევს ტიტულს იმის გამო, რომ ცუდ ფეხბურთს თამაშობდა? ან ფერგის დროს არ გინახავს ცუდი ფეხბურთი რომ გვითამაშია?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№18
ავტორი: Lee Sharpe
8 აპრილი 2016 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: scholes

ფერგიუსონს მეტი სეზონი ჰქონდა ჩაგდებულიო, მაშინ სხვა დრო იყო მაშინ არ გვქონდა გამარჯვებული მენტალიტეტი. ერთი პოლისჯოხი უყიდეს მოიესს დროც არავინ მისცა, მაშინ დაეტოვათ ფერგის მაგალითზე, ბოლობოლო ბოლო ტრადიცია იყო ბრიტანელების და ვან გაალს დაარღვევინეს . მოსვლისას მაგან თქვა 3 წლიანი პროექტი მაქვს და გუნდი ეტაპობრივად განვითარდებაო, და განვითარდა კიარა არეგრესი დაიწყო. 6-7 წელი არც თვითონ აპირებს მწვრთნელობას და არც ვინმე გააჩერებს მაგას, რომელი კრიზისის აღმოფხვრაზეა ლაპარაკი უარეს ჭაობში ჩაგვაგდო, მეორე წელია გუნდს წვრთნის და 11 ფეხბურთელი ვერ დაამთხვია ერთმანეთს დაცვაში სხვა ხალხია ნახევარზე სხვა წინ სხვა და ეხლ ამარტო ტრავმებს ნუ დააბრალებთ, პოზიციების ცვლა ცალკეთემაა გამოსდისთუ არ გამოსდის ყველას ახალი ამპუა მოუძებნა, ტიპი მედროვეა თამაშამდ ე ერთს იძახის მეორეზე გადათქვამ, ლიგიდან გამოვარდა და ევროპა ლიგაა პრიორიტეტიო, იქიდანაც გამოვარდა და პრემიერლიგაო ეხლა ამ ბოლო დროს თასიო ხვდება უკვე შანსები უმცირდება შიდა ჩემპიონატში, ფული უაზროდ დახარჯა, არც დეპაის,არც როხოს,არც ერერას,არც შნაიდერლინს რეგულარულად არცერთს არ ათამაშებს, განსაკუთრებით დეპაი აითვლაწუნა ვინ ვინ და ლინგარდი ნაღდად არ ჯობია. მარსიალზე სანამ იყიდიდა დიდი ინფორმაცია მქონდა და თვალს ვადევნებდი ხოლმე, ქინძი ვიყო ვან გაალმა ეგ ვალენსიასთნ პლეიოფის მატXებში თუ არ ნახა პირველად, მერე ფანჯარაზე ვერავინ გადმოიბირა და სასოწარკვეთილმა 50 მილიონი შესთავაზა მონაკოს, პირველ ხანებში თავს იზღვევდა 19 წლისაა ნურაფერს მოვთხოვთო და გუნდის ლიდერად იქცა თუარა სხვანაირად აჭიკჭიკდა ვიცოდი რაც იყოო და მსგავსები, სიტყვის კაცია არაა როცა ნდობას დავკარგავ თვითონ წავალო თქვა ფაქტია აღარც გუნდური სულისკვეთება იგრძნობა რაც პირდაპირ ვან გაალის ბრალია და გულშემატკივრის ნდობაც დაკარგა, სუ თუ არაფერი ყველა გავლენიაი გამოცემა მაგას წერს, და პრესკომფერენციაზეც პოლემიკებში შედის ჟურნალისტებთან.

მიღწევები გაიკეთოს უკან, ძღაპარივით რომ მოყევი, ჰოლანდიაში ისე ამოუყვანა ფანებს ყელში გარდაცვლილი ცოლს აგინებდნენ შუა თამაშზე, ბარსელონადანაც გააგდეს არავინ იხსენებს იმ პერიოდის ბარსელონადან მაგის ნამოღვაწარზე, ძაან გაგიკვირდა მაურინიო ჯობიაო და ვისაც გინდა კითხე 80 % გეტყვის რომ ჯობია, ბევრათ შთამბეჭდავი მიღწევები აქვს და დიდ მწვრთნელებს უტოლდება ვან გაალისგან განსხვავებით
0
№19
ავტორი: RojoDiablo
8 აპრილი 2016 11:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Lee Sharpe
Lee Sharpe

ნება მომეცი, ტაში დაგიკრა შენი მეხსიერების და აზრის ასე ჩამოყალიბების გამო 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№20
ავტორი: scholes
8 აპრილი 2016 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
[quote=RojoDiablo][quote=scholes]?[/quote]


არ გეთანხმები მაგრამ კარგად აყალიბებ შენს აზრს და არ დაგიწყებ კამათს შენ გიყურებ სხვა კატეგორია ხარ მე მატზე მაქვს საუბარი ქართველობას გვართმევენ ტიპები რომ არიან და რუსეთი რო უნდათ აი ეგარის კაკრას განათლლების დაბალი დონის ბრალი ფეხბურთში კიდე რომ გადმოვიტანოთ დაბალი სპორტული განათლების ბრალია და უნდათ მოურინიო ანუ რუსეთი მახინჯი ჩაბანძებული ქუჩEბითა და ხედებით ხედვებით როგორიც მაურინიოს ტაკტიკაა. ხოდა მე მირჩევნიე გვიან შევიდეთ ეუროპაში და Gაჭირვებით დავალაგოთ ქვეყანა-გუნდი ვიდრე წლის ბოლოს რუსეთში ძლიერში როგორჩ ქვეყანაში მაგრამ ინტრიგანი აგრესორი , უსინდისო ყველაფერზე სპასობნი - მოურინიო ძლიერი ტრენერი უსინდისო ინტრიგანი ყველაფერზე სპასობნი დიეგო კოსტას გამპრავებელი და ფანატი ეგ გინდათ? ფერგიუსონი დიოეგო კოსტას ამბებზე მაგის ადგილზე რო ყოფილიყო დე დის სიყვარულს იმასუზავდა და რავიცი ალბათ გაყიდიდა მოკლედ აგერ თქვენ და აგერ მე მე ამსაიტზე ხშირად შემოვდივარ და ვნახავთ მაურინიო თუ მოვიდა ან თუ არ მოვიდა რაიქნება . შარფს კიდე არვუპასუხებ არ მომწონს ეგეთი მიტინგი ნაწერების კომენტირება )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top