თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3352,
კომენტარები: 22
ვან გაალი 100 მილიონს მიიღებს
ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობისგან 100 მლნ. ევროს მიიღებს.
ვან გაალი 100 მილიონს მიიღებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლუი ვან გაალს მომდევნო სეზონის დაწყების წინ სატრანსფერო ბაზრისთვის 100 მლნ. ევროს მისცემს, იტყობინება De Telegraaf, რომლის მტკიცებითაც, კლუბის მთავარ სამიზნეს რომელუ ლუკაკუ წარმოადგენს.

"წითელმა ეშმაკებმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვან გაალის დანიშვნის შემდეგ რამდენიმე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელეს, მაგრამ გუნდი მაინც ვერ აღწევს სასურველ შედეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედთან" დაკავშირებული ვან გაალის მომავალი ბუნდოვანია და თვითონაც აღნიშნა, რომ მომდევნო სეზონში შეიძლება კლუბში აღარ იმუშაოს, "წითლების" ხელმძღვანელობა ჰოლანდიელს სატრანსფერო ხარჯებისთვის დიდძალ თანხას გამოუყოფს.

"ევერტონის" თავდამსხმელმა ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში გატანილი 18 გოლით "იუნაიტედის" ყურადღება მიიპყრო და როგორც მოსალოდნელია, ვან გაალი "კანფეტებს" სოლიდურ თანხას შესთავაზებს.

ბელგიელის კონტრაქტი 2019 წლამდე არის გათვლილი, რაც იმის მაუწყებელია, რომ მერსესაიდელები მას იაფად არ განშორდებიან. "ევერტონი" ფეხბურთელში მინიმუმ 70 მლნ. ევროს მოითხოვს.

წყარო: goal.com
ახალი ამბები, ჭორები
22 კომენტარი
№21
ავტორი: RojoDiablo
8 აპრილი 2016 11:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: scholes
scholes

ზუსტად ერთ წელიწადში შეგვეძლება მაგის შეფასება, თუ მოუ მოვიდა, რა თქმა უნდა. უფრო სწორად, მოვიდა კი არა, თუ მოიყვანეს. მანამდე კამათი მაინც აზრების სროლაა და მეტი არაფერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№22
ავტორი: scholes
8 აპრილი 2016 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: scholes
scholes

ზუსტად ერთ წელიწადში შეგვეძლება მაგის შეფასება, თუ მოუ მოვიდა, რა თქმა უნდა. უფრო სწორად, მოვიდა კი არა, თუ მოიყვანეს. მანამდე კამათი მაინც აზრების სროლაა და მეტი არაფერი.


+
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top