თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3534,
კომენტარები: 21
"იუნაიტედი" სანჩესის შეძენას მიუახლოვდა
რენატო სანჩეში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოსაა.
პორტუგალიური გაზეთი A Bola იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბენფიკას" ნახევარმცველის, რენატო სანჩესის შეძენას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ლუი ვან გაალის გუნდი პორტუგალიელ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება. სანჩესის დებიუტი ნაკრებში 25 მარტს ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩში შედგა, ხოლო რამდენიმე დღეში პორტუგალიელები ბელგიელებს დაუპირისპირდნენ, რასაც "წითელი ეშმაკების" სკაუტები დაესწრნენ.

გამოცემა იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერი 40 მლნ. ფუნტი დაჯდება.

თუმცა "ბენფიკას" დამატებით 8 მილიონიანი ბონუსების მიღება სურს, რის შეთავაზებაც პსჟ-ს შეუძლია, ეს კი შეიძლება მიზეზი აღმოჩნდეს 18 წლის ნახევარმცველის ფრანგულ კლუბში გადასვლისა.

წყარო: goal.com
ჭორები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Memphis_Depay
5 აპრილი 2016 14:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
psgshi gadavides :v guli ar damwydeba :v
0
№2
ავტორი: t123123
5 აპრილი 2016 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
კარგად თამაშობს მაგრამ დზვირია ცოტა
0
№3
ავტორი: JuanMata
5 აპრილი 2016 14:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
18 წლის 40 მილიონი რა ამბავია, ერთი 10-15 მილიონს მეც დამადებენ ალბათ ცოტა ხანში.
0
№4
ავტორი: Iunaitedi
5 აპრილი 2016 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
სუ ძვირად რატო ვყიდულობთ არ მესმის areyoukiddingme დაგვიჭირეს ჰარიფები wink
0
№5
ავტორი: Mike
5 აპრილი 2016 16:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ბევრი არაფერი ვიცი ამ მოთამაშეზე, ვინმე კომპეტენტურმა შეგიძლიათ გამარკვიოთ რა პოზიციაზე თამაშობს , ძლიერი და სუსტი მხარეები , რა გაუკეთებია ისეთი რო ამდენი ღირს , საინტერესო იქნება
0
№6
ავტორი: GeorgeBest
5 აპრილი 2016 16:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზოგადად მაგრად არ მევასება ზედმეტად გაპიარებული ახალგაზრდები, მაგრამ ამის პოზიციის გათვალისწინებით საჭირო კაცია, დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ. ეცდებიან რაც შეიძლება დიდი თანხა გამოსტყუონ ამის მყიდველს და ამის ფასი არავის უნდა გაუკვირდეს

ციტატა: Mike
ბევრი არაფერი ვიცი ამ მოთამაშეზე, ვინმე კომპეტენტურმა შეგიძლიათ გამარკვიოთ რა პოზიციაზე თამაშობს , ძლიერი და სუსტი მხარეები , რა გაუკეთებია ისეთი რო ამდენი ღირს , საინტერესო იქნება


დიდად არ ვუყურებ ამის თამაშებს მარა პოზიციას გეტყვი, ცენტრალური ნახევარმცველია winked ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდად მოიხსენიებენ, მაგრამ ტრადიციულად ამეტებენ. ნიჭიერი არის, მაგრამ არც ეგეთი (ნუ ჩემი აზრით)
0
№7
ავტორი: Lee Sharpe
5 აპრილი 2016 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
[quote=Mike]/quote]
მოვლენაა, ნახევარდაცვაში ყველაფერს თამაშობს საყრდენზე ნაკლებად, მაგრამ არის მომენტი შავსაქმესაც აკეთებს, მთავარი პლიუსები მაინც ბურთის ფლობა და შეტევის წარმართვაა, ძალიან გამძლე სწრაფი,ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელია ფიზიკურადაც კარგადაა თავის ასაკთან შედარებით. კიდე იციან ვინმე 18 ლის ასაკში ბენფიკას დონის გუნდში ერთერთი ლიდერი იყოს?18 წლის ბიჭს გატანენ რომელიც მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა, მაგან თუ გაამართლა ვინ დაეძეს 40 მილიონს ერთ სეზონში ამოიღებს გუნდი, ან თქვენი ჯიბიდან მიდის?

ამათ გრიზმანი პოგბა და ვერატები გონიათ მარტო ტალანტები ეგენი დაღვინების გზაზე არიან და მალე მაგათი განვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული რა გამოცდილებას მიიღებენ და რა რანგის მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას, ვსო არც სისწრაფე მოემატებათ არც ტექნიკა, და რენატოს შეხედეთ 18 წლისაა შიდა ჩემპიონატს რეგულარულად თამაშობს ლიგის მეოთხედფინალშია და გუნდის ერთერთი მთავარი იმედია. კიდე ბევრი რამით გააოცებს მის შემდეგ გუნდს ასალში მატებასთან ერთად
0
№8
ავტორი: Count Alucard
5 აპრილი 2016 17:08
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
18 წლის ასაკში იანუზაიც მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი იყო და იმასაც დაახლოებით იგივე ფასს ადებდნენ... მაგრამ ახლა სადაც არის ვხედავთ... 18 წლის ფეხბურთელში 40 მილიონი ძალიან ბევრია...
0
№9
ავტორი: Lee Sharpe
5 აპრილი 2016 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
არვიცი, სხვანაირად უყურებთ ფეხბურთს...
არაფერს ვამტკიცებ, არ ვიძახი რომ ჩვენთან ან სხვა ძლიერ ჩემპონატში გაამართლებს, მაგას არათუ რენატოზე არამედ მესიზეც ვერ ვიტყვი.

უბრალოდ ხანდახან შეხედავ და ჩანს ვინ რას წარმოადგენს, შეხედეთ მიწაზე რა მყარად დგას, როგორი პასის კულტურა აქვს,რა სწრაფია,როგორ კომბინაციურ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს, ზენიტთან ვინ უყურეთ გამეორებას ან ჰაილაითებს ჰალკს რა უქნა დაინახეთ? ერთ მომენტში დააგდო მხრით ერთშიც რა გაუჩალიჩა ვერ მიხვდა თვითონ ჰალკი, სუ რამოდენიმე გოლი აქვს გატანილი მაგრამ ეტყობა რა დაყენებული დარტყმაც აქვს, ტყვიასავით უშვებს. რაც მთავარია ესეთი ფეხბურთელები რომლებსაც მე Next Big Thing ვეძახი იმ ნიჭთან ერთად რაც სხვებისგან გამოარჩევთ ძალიან მშროელები არიან, ესეც ეგეთ კატეგორიაში გადის მშვიდია ბუნებით, და მარტო თამაშზეა კონცენტრირებული დარწმუნებული ვარ დიდ წარმატებას მიაღწევს სადც არუნდა წავიდეს, ამიტომ მინდა ჩვენთან. სულ ეს არის
0
№10
ავტორი: zorge58
5 აპრილი 2016 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მანჩესტერის სკაუტები გამოსირდნენ? ერთი იყიდეთ და ნორმალური რა შეიდეს ამ ჭ კლასის ფეხბურთელებით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top