თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3543,
კომენტარები: 21
"იუნაიტედი" სანჩესის შეძენას მიუახლოვდა
რენატო სანჩეში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოსაა.
პორტუგალიური გაზეთი A Bola იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბენფიკას" ნახევარმცველის, რენატო სანჩესის შეძენას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ლუი ვან გაალის გუნდი პორტუგალიელ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება. სანჩესის დებიუტი ნაკრებში 25 მარტს ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩში შედგა, ხოლო რამდენიმე დღეში პორტუგალიელები ბელგიელებს დაუპირისპირდნენ, რასაც "წითელი ეშმაკების" სკაუტები დაესწრნენ.

გამოცემა იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერი 40 მლნ. ფუნტი დაჯდება.

თუმცა "ბენფიკას" დამატებით 8 მილიონიანი ბონუსების მიღება სურს, რის შეთავაზებაც პსჟ-ს შეუძლია, ეს კი შეიძლება მიზეზი აღმოჩნდეს 18 წლის ნახევარმცველის ფრანგულ კლუბში გადასვლისა.

წყარო: goal.com
ჭორები
21 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
5 აპრილი 2016 18:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Lee Sharpe


გეთანხმები რომ ნიჭიერია, მაგრამ ზედმეტად რომ აპიარებენ მაგ ფეხბურთელს მგონი მაგაზე არც უნდა ვიდაოთ. ახალგაზრდაა და ბევრი ახალაგზრდა ყოფილა რომელსაც დიდი მომავალი უნდა ჰქონოდა და თუნდაც ტრავმებს უმსხვერპლია. გასაგებია არ მიდის ჩვენი ჯიბიდან, ეგ ჩვენც ვიცით მარა მთლად ბომჟ გუნდს არ უნდა დავემსგავსოთ მგონი
0
№12
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2016 18:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
18 წლის 40 მილონი დიდი რისკია ესეც მარციალივით თუა არ ვიცი და არამგონია იყოს. ჯერ ჩამოუყალიბებეილია ბოლო ბოლო ამ ასაკში იმდენ ტალანტზე ამბობდნენ მომავალი ვარსკვლავიაო მრა ყველა ვერ ამართლებს აი დაახლოებით 22 -23 წლის ასაკში თუ ისევ მომავალ ვარსკვლავად თვლიან მაშინ მესმის ეგრე იანუზაზეც ამბობდნენ უნიჭიერესია და დიდი მომავალი აქო მარა წარმოიდგინეთ მაგაში ვინმეს 40 მილიონი როგადაეხადა )))) კაი რა სისულელეა სუკ გაფუჭდა პეხბურთი ცარიელი ბიზნესია
0
№13
ავტორი: RojoDiablo
5 აპრილი 2016 18:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Lee Sharpe
Lee Sharpe

მე ვფიქრობ, მეტისმეტად აქებ, მაგრამ ბევრი რამე, რაც მასზე თქვი, ნამდვილად ეგრეა. ძალიან გამოცდილივით თამაშობს, პასზე და მოქმედებებზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. ყველაზე მეტად კი მისი ასაკისთვის არადამახასიათებელი თამაშის წაკითხვის უნარი მომწონს ამაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Lee Sharpe
5 აპრილი 2016 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
არ ვიცი ზედმეტად ფრთხილ მიდგომა რატო აქვთ ზოგ საკითხზე აქ, თანამედროვე ფეხბურთში თუ არ გარისკედა ფული არ გადაიხადე ჩამორჩები წარამტებას, ზენიტს ცენზურა რო თავის დროზე ჰალკში 60 მილიონი გადაიხადა და დაიწყო ფეხბურთში ფულის ტრიალი მარა რა ვქნათ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ფეხბურთს? არავინ აღარ უყურებს დღეს ლიდსისთვის მიცემულ 40 მილიონს, ამოიღო ფერდინანდმა ეგ თანხა, ნეტა 2 რიო ყოლოდათ და 80 მიგვეცა ))) მარსიალზეც შეეცვალა ბევრს დამოკიდებულება არ მინდა გავიხსენო რეები იწერებოდა. არვიცი რა ზოგი საერთოდ არ იცნობს ზოგი დაბალ დონეს ეძახის, პრველი შემთხვევა არაა ვიღაცის ყიდვა უნდათ და ნახევარი კომენტარები იმაზე ვინააო ნახევარი იმაზე არ შეესაბამება ჩვენ დონესო, აკადემიის ტალანტებს რომ ქონდეთ გავლენა და იმათი თამაში ერჩივნოთ უცხოელების ჩამოყვანას კიდე ხო, მარა ხო ვიცი ზოგი აკადემიის გარტყმაშიც არაა, არცერთი კლუბი მირჩევნია იუნაიტედს, და რაც კავშირშია მანჩესტერთან ისტორიით დაწყებული გულშემატკივრებთ დამთავრებული დიდ პატივს ვცემ ყველაფერს, უბრალოდ , იუვენტუსის და ბაიერნის ფანკლუბზე შევდივარ და მსიამოვნებს მსჯელობენ რასაც ქვია, აზრთა თანხვედრა აქვთ, ტაქტიკაზე,ტრანსფერებზე,შედეგებზე ყველაფერზე აბსოლიტურად. აქ ინგლისსაც კი არ გულშემატკივრობენ, ვის რა*ლეზე კიდია იმათი წარმატებაო, არადა პირდაპრ კავშირშია რას იზამს ინგლისი და რას იზამს ინგლისური კლუბები
0
№15
ავტორი: RojoDiablo
5 აპრილი 2016 19:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Lee Sharpe
Lee Sharpe

იმის გამო, რომ იუნაიტედის ფანი ვარ, ვერ ვუგულშემატკივრებ ინგლისის ნაკრებს, მაგრამ მათი წარმატება არ მეწყინება. გულშემატკივრობა ასე მარტივი საქმე არ არის ჩემთვის. არ შემიძლია, ამოვიღო ვიღაც სამიზნედ და იმაზე გული შემტკიოდეს. ამის გამო ადამიანის დაძრახვა რატომ ხდება, არ მესმის. მე სანაკრებო ფეხბურთის გულშემატკივარი საერთოდაც არ ვარ და ჩემი ერთადერთი საზრუნავი იქ წასული ფეხბურთელების ჯანმრთელად დაბრუნებაა.

რაც შეეხება აკადემიას, აქ არის გასამართლებელი და "გასამართლებელი" მიზეზებიც. პირველი ის, რომ არც ისე ბევრ ადამიანს მიუწვდება ხელი იმდენად კარგ პირობებზე, რომ აკადემიის ყველა წვრილმანს ადევნოს თვალი. მეორე ის, რომ დროის უქონლობას იმიზეზებენ. რას იზამ, ყველას თავისებურად ესმის კლუბის სიყვარული.

შენს აზრს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვკითხულობ და ჩემთვის ისედაც ნათელი იყო შენი დამოკიდებულება კლუბისადმი, ამის გამო არა მარტო შენი ნიკის შთაგონების, არამედ შენდამიც გამიჩნდა პატივისცემის გრძნობა, მაგრამ რაღაც მაინც მინდა გთხოვო: ნუ შეადარებ ორ სხვადასხვა ფან-კლუბს ერთმანეთს. ამის მიზეზი მრავლად გვაქვს და იმიტომ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: Lee Sharpe
5 აპრილი 2016 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ციტატა: RojoDiablo


გაიხარე, ასევე manunited არა პირიქით რედარმი მაინც ყველა ფანკლუბს მირჩევნია, სწრაფი, უტყუარი და საჭირო სიახლეები იდება გამართული დიზაინი აქვს შემოვდივარ თუ არა ვხვდები რომ იუნაიტედის ფანკლუბზე ვარ,მაგას რომ თავი დავანებო არის საიტზე რამოდენიმე მომხმარებელი რომლის აზრიც ყურადსაღებია.
0
№17
ავტორი: RojoDiablo
5 აპრილი 2016 19:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Lee Sharpe
გაიხარე, ასევე არა პირიქით რედარმი მაინც ყველა ფანკლუბს მირჩევნია, სწრაფი, უტყუარი და საჭირო სიახლეები იდება გამართული დიზაინი აქვს შემოვდივარ თუ არა ვხვდები რომ იუნაიტედის ფანკლუბზე ვარ,მაგას რომ თავი დავანებო არის საიტზე რამოდენიმე მომხმარებელი რომლის აზრიც ყურადსაღებია.

იმდენად მაგის გამო არ მითქვამს, რამდენადაც იმიტომ, რომ ეს შედარებით ახალი საიტია მაგათთან და არ უნდა გაგიკვირდეს fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№18
ავტორი: GeorgeBest
5 აპრილი 2016 20:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს ძააან კომენტარები როდის უნდა დამთავრდეს ამ საიტზე. 2 კაცი დაწერს რაღცას და ქვემოთ აუ აქ სასტავი რეებს ბაზრობს და რაღაცები. თუ განსხვავებული აზრი გაქვს არ ნიშნავს რომ უეჭველი მართალი ხარ. არის ხალხი ვინც მართლა არ უყურებს და ისე აკეთებს კომენტარს

პირადად მე როცა ხელი მიმიწვდება ყოველთვის ვადევნებ აკადემიის თამაშებს, იმიტომ არა მერე აქ სასტავს რო ვეპროფესორო, უბრალოდ მაინტერესებს და მაგიტომ. ეს ჩემ გულშემატკივრობას არ განსაზღვრავს

მეორე საკითხია რომ მართლა ცენზურა ინგლისის ნაკრებს. არც ნაკრებებსის გულშემატკივარი ვარ და მითუმეტეს ინგლისის რატომ უნდა ვიყო

პატივი ვცეთ ერთმანეთს მეგობრებო, თუ არადა არის საიტები სადაც დედის ცენზურას მეტს ვერაფერს წაიკითხავ და შეიძლება იქ იდაო ბევრ რამეზე
0
№19
ავტორი: mamuka 4
5 აპრილი 2016 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ფიზიკურად ძლიერია, კარგი დარტყმა აქ და კარგი პასიც, ოგონდ ცოტა ძვირია 20 მილიონი ეყოფა
0
№20
ავტორი: Mike
6 აპრილი 2016 01:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
გაიხარეთ რებიატა )) ისე ჯანსაღი კამათიც რო შეგვეძლოს საერთოდ მაგარი იქნებოდა, ისე კაი იქნებოდა "იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზზნები განვიხილოთ ხოლმე ესე, მემგონი საინტერესოა არა??? )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top