პორტუგალიური გაზეთი A Bola იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბენფიკას" ნახევარმცველის, რენატო სანჩესის შეძენას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
ლუი ვან გაალის გუნდი პორტუგალიელ ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდება. სანჩესის დებიუტი ნაკრებში 25 მარტს ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩში შედგა, ხოლო რამდენიმე დღეში პორტუგალიელები ბელგიელებს დაუპირისპირდნენ, რასაც "წითელი ეშმაკების" სკაუტები დაესწრნენ.
გამოცემა იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერი 40 მლნ. ფუნტი დაჯდება.
თუმცა "ბენფიკას" დამატებით 8 მილიონიანი ბონუსების მიღება სურს, რის შეთავაზებაც პსჟ-ს შეუძლია, ეს კი შეიძლება მიზეზი აღმოჩნდეს 18 წლის ნახევარმცველის ფრანგულ კლუბში გადასვლისა.