თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2016, 12:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3130,
კომენტარები: 21
სქოულზი: "დეპრესიაში ვიქნებოდი"
პოლ სქოულზი "იუნაიტედს" აკრიტიკებს.
სქოულზი:
პოლ სქოულზი აცხადებს, რომ დეპრესიაში ჩავარდებოდა, "შეფილდ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩში რომ მიეღო მონაწილეობა.

უეინ რუნის მიერ გატანილი 11-მეტრიანის წყალობით "იუნაიტედმა" ასოციაციის თასის მესამე რაუნდში გაიმარჯვა. ვან გაალის გუნდი 69-ე წუთამდე კარში დარტყმას ვერ ახერხებდა, მემფის დეპაის შემოსვლის შემდეგ კი გულშემატკივარმა კარისკენ რამდენიმე დარტყმა იხილა.

სქოულზი ფიქრობს, რომ გულშემატკივართან ერთად ფეხბურთელები და მწვრთნელიც მოწყენილია გუნდის თამაშით.

"როგორც ჩანს, ამ ცუდ თამაშს ეგუებიან. ყოველთვის, როცა "ოლდ ტრაფორდზე" გამოდიხარ, ნეგატიურ ფეხბურთს ხედავ.

როგორც ფეხბურთელმა, შენ ხალხის აყოლიება უნდა სცადო - ჩვენ ვნახეთ, როგორ აიყოლია მემფისმა ხალხი 70–ე წუთზე დარტყმით, მართალია კარში არ წასულა, მაგრამ მუხტს გაძლევს. ამ კლუბის ფეხბურთელმა რაღაც უნდა ჩაიდინო.

ფეხბურთელები კი თავისი თამაშით არიან მოწყენილები. მათ არ აქვთ სულისკვეთება, არავინ ეხუმრება ერთმანეთს, არავინ იცინის, არავინ ერთობა. ვფიქრობ, ვან გაალიც კი მოწყენილი იჯდა სკამზე, თუმცა გამოდის და ამბობს, რომ ბედნიერია.

ხალხს რაღაც ახალი სჭირდება. იმისთვის, რომ ცვლილება მოხდეს, რაღაც მაინც უნდა გააკეთო.

თავი ხელებში მქონდა ჩარგული, დეპრესიაში ვიქნებოდი, ორი-სამი დღე დამჭირდებოდა, რომ ასეთი თამაშის შემდეგ გონს მოვსულიყავი.

რა არის ახლა მათი შთაგონება? ჩვენ მხოლოდ 90-წუთიან მოსაწყენ, დაცვით ფეხბურთს ვხედავთ. ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ვცდილობ ამ გუნდის დაცვას, მაგრამ ამის გაკეთება უფრო რთულდება. ერთ მატჩში 31 დარტყმაზე ლაპარაკობ, რომლისგანაც მხოლოდ 2 აქციეს გოლად.

ერთი მომენტიც კი არ შეუქმნიათ, მაგრამ მესამე დივიზიონის გუნდი 94-ე წუთზე გატანილი პენალტით დაამარცხეს. ჩემთვის ეს საკმარისი არ არის,
- განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.

წყარო: bbc
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 იანვარი 2016 12:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კარისკენ დარტყმა ისე უხაროდა გულშემატკივარს, თითქოს ლივერპულისთვის გოლი გაგვეტანოს. დეპაი თუ არ თამაშობს ხომ შორიდან საერთოდ არ უტყამენ, დეპაი თუ თამაშობს, შორიდან დარტყმის მეტს ვერაფერს აკეთებენ. სკამიდან წამოხტომის მიზეზიც არ გაქვს კაცს, როცა ფეხბურთს უყურებ. უბრალოდ ზიხარ და ცდილობ გამოიცნო, რომელს მიაწვდიან მომდევნო ჯერზე პასს და იშვიათია, რომ შეცდე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: rene harrison_
10 იანვარი 2016 12:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ზუსტი არის პოლი. ჩემპიონშიფში უნდა გავარდეს გუნდი რომ წავიდეს ჩვენი პატივცემული გუნდიდან?
0
№3
ავტორი: abrama
10 იანვარი 2016 12:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Im imedit vcocxlob, rom magitom ar ushveben van gaals, rom zapxulshi gvardiola moyAvt.
Mxolod egga meimedeba
0
№4
ავტორი: RedGirl
10 იანვარი 2016 13:10
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Vegar vfiqrobdi gamxareboda tu ara goli. Ki gamixarda magram sixaruls faravda is ugimgamo tamashi. Araferia dzveli unitedisgan darchenili. Is silamaze da xibli mtlianad dakarga. Paulmac martali tqva. Sashineleba kidev is aris rom verc brdzolas vxedavt. Wagvigia tamashebic, magram es ufro mtkivneulia, imitom rom gudi gunds ar hgavs da arc arafers aketeben imisttvis rom daemsgavsos.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: Mufc7
10 იანვარი 2016 13:14
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
როგორ გინდა,არ დაეთანხმო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
10 იანვარი 2016 13:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რა თქვა არასწორი ? ყველაფერი სიმართლე ილაპარაკა.
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 იანვარი 2016 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაფერი ზუსტად აღწერა პოლმა. კარში დარტყმა გვენატრება და ვან გაალი გამოდის მერე და იძახის ზედიზედ ორი თამაში მოვიგეთ რა მაგრები ვართო. ესეთ მოგებას როგორც გუშინ მოვიგეთ რა აზრი აქ??? საცოდავ ფეხბურთსაც აღარ ვთამაშობთ უკვე, რასაც ქვია ვტანჯავთ ბურთს rage
0
№8
ავტორი: I L C
10 იანვარი 2016 15:32
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
გუარდიოლა მოვა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
10 იანვარი 2016 15:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
I L C,
ვითომ?
0
№10
ავტორი: I L C
10 იანვარი 2016 15:37
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Jorbe-Jorbe,

სხვა მიზეზს ვერვხედავ ამის გუდში დატოვების. ფიქრობენ რომ იქნებ ოთხეულში მაინც შევიდეს და შემდეგ გუარდიოლას ჩააბარონ გუნდი.. გიგზს არენდოიან როგორც ჩანს. თან ასე რომ არ იყოს მოურინიოს მოიყვანდნენ აქამდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top