თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2016, 12:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3131,
კომენტარები: 21
სქოულზი: "დეპრესიაში ვიქნებოდი"
პოლ სქოულზი "იუნაიტედს" აკრიტიკებს.
სქოულზი:
პოლ სქოულზი აცხადებს, რომ დეპრესიაში ჩავარდებოდა, "შეფილდ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩში რომ მიეღო მონაწილეობა.

უეინ რუნის მიერ გატანილი 11-მეტრიანის წყალობით "იუნაიტედმა" ასოციაციის თასის მესამე რაუნდში გაიმარჯვა. ვან გაალის გუნდი 69-ე წუთამდე კარში დარტყმას ვერ ახერხებდა, მემფის დეპაის შემოსვლის შემდეგ კი გულშემატკივარმა კარისკენ რამდენიმე დარტყმა იხილა.

სქოულზი ფიქრობს, რომ გულშემატკივართან ერთად ფეხბურთელები და მწვრთნელიც მოწყენილია გუნდის თამაშით.

"როგორც ჩანს, ამ ცუდ თამაშს ეგუებიან. ყოველთვის, როცა "ოლდ ტრაფორდზე" გამოდიხარ, ნეგატიურ ფეხბურთს ხედავ.

როგორც ფეხბურთელმა, შენ ხალხის აყოლიება უნდა სცადო - ჩვენ ვნახეთ, როგორ აიყოლია მემფისმა ხალხი 70–ე წუთზე დარტყმით, მართალია კარში არ წასულა, მაგრამ მუხტს გაძლევს. ამ კლუბის ფეხბურთელმა რაღაც უნდა ჩაიდინო.

ფეხბურთელები კი თავისი თამაშით არიან მოწყენილები. მათ არ აქვთ სულისკვეთება, არავინ ეხუმრება ერთმანეთს, არავინ იცინის, არავინ ერთობა. ვფიქრობ, ვან გაალიც კი მოწყენილი იჯდა სკამზე, თუმცა გამოდის და ამბობს, რომ ბედნიერია.

ხალხს რაღაც ახალი სჭირდება. იმისთვის, რომ ცვლილება მოხდეს, რაღაც მაინც უნდა გააკეთო.

თავი ხელებში მქონდა ჩარგული, დეპრესიაში ვიქნებოდი, ორი-სამი დღე დამჭირდებოდა, რომ ასეთი თამაშის შემდეგ გონს მოვსულიყავი.

რა არის ახლა მათი შთაგონება? ჩვენ მხოლოდ 90-წუთიან მოსაწყენ, დაცვით ფეხბურთს ვხედავთ. ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ვცდილობ ამ გუნდის დაცვას, მაგრამ ამის გაკეთება უფრო რთულდება. ერთ მატჩში 31 დარტყმაზე ლაპარაკობ, რომლისგანაც მხოლოდ 2 აქციეს გოლად.

ერთი მომენტიც კი არ შეუქმნიათ, მაგრამ მესამე დივიზიონის გუნდი 94-ე წუთზე გატანილი პენალტით დაამარცხეს. ჩემთვის ეს საკმარისი არ არის,
- განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.

წყარო: bbc
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Qavtara
12 იანვარი 2016 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
როგორც ყოველთვის მართალიხარ :*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top