თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2016, 12:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3131,
კომენტარები: 21
სქოულზი: "დეპრესიაში ვიქნებოდი"
პოლ სქოულზი "იუნაიტედს" აკრიტიკებს.
სქოულზი:
პოლ სქოულზი აცხადებს, რომ დეპრესიაში ჩავარდებოდა, "შეფილდ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩში რომ მიეღო მონაწილეობა.

უეინ რუნის მიერ გატანილი 11-მეტრიანის წყალობით "იუნაიტედმა" ასოციაციის თასის მესამე რაუნდში გაიმარჯვა. ვან გაალის გუნდი 69-ე წუთამდე კარში დარტყმას ვერ ახერხებდა, მემფის დეპაის შემოსვლის შემდეგ კი გულშემატკივარმა კარისკენ რამდენიმე დარტყმა იხილა.

სქოულზი ფიქრობს, რომ გულშემატკივართან ერთად ფეხბურთელები და მწვრთნელიც მოწყენილია გუნდის თამაშით.

"როგორც ჩანს, ამ ცუდ თამაშს ეგუებიან. ყოველთვის, როცა "ოლდ ტრაფორდზე" გამოდიხარ, ნეგატიურ ფეხბურთს ხედავ.

როგორც ფეხბურთელმა, შენ ხალხის აყოლიება უნდა სცადო - ჩვენ ვნახეთ, როგორ აიყოლია მემფისმა ხალხი 70–ე წუთზე დარტყმით, მართალია კარში არ წასულა, მაგრამ მუხტს გაძლევს. ამ კლუბის ფეხბურთელმა რაღაც უნდა ჩაიდინო.

ფეხბურთელები კი თავისი თამაშით არიან მოწყენილები. მათ არ აქვთ სულისკვეთება, არავინ ეხუმრება ერთმანეთს, არავინ იცინის, არავინ ერთობა. ვფიქრობ, ვან გაალიც კი მოწყენილი იჯდა სკამზე, თუმცა გამოდის და ამბობს, რომ ბედნიერია.

ხალხს რაღაც ახალი სჭირდება. იმისთვის, რომ ცვლილება მოხდეს, რაღაც მაინც უნდა გააკეთო.

თავი ხელებში მქონდა ჩარგული, დეპრესიაში ვიქნებოდი, ორი-სამი დღე დამჭირდებოდა, რომ ასეთი თამაშის შემდეგ გონს მოვსულიყავი.

რა არის ახლა მათი შთაგონება? ჩვენ მხოლოდ 90-წუთიან მოსაწყენ, დაცვით ფეხბურთს ვხედავთ. ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ვცდილობ ამ გუნდის დაცვას, მაგრამ ამის გაკეთება უფრო რთულდება. ერთ მატჩში 31 დარტყმაზე ლაპარაკობ, რომლისგანაც მხოლოდ 2 აქციეს გოლად.

ერთი მომენტიც კი არ შეუქმნიათ, მაგრამ მესამე დივიზიონის გუნდი 94-ე წუთზე გატანილი პენალტით დაამარცხეს. ჩემთვის ეს საკმარისი არ არის,
- განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.

წყარო: bbc
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
10 იანვარი 2016 15:39
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
I L C,
მეც ასე მგონია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: Lee Sharpe
10 იანვარი 2016 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ღმერთმა ქნას გააგდონ ეს უნიჭო არაპროფესიონალი *****ი-->ცენზურა პედანტი, და გუარდიოლა დანიშნონ, ძალიან კარგი ვარიანტია გიგზიც თან ვიცი თანაშემწედ ვისაც მოიყვანს manunited
0
№13
ავტორი: I L C
10 იანვარი 2016 15:44
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№14
ავტორი: Jorbe-Jorbe
10 იანვარი 2016 16:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
I L C,
არაა ეგ აზრი ლოგიკას მოკლებული და იმედია არ ცდები bully
0
№15
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2016 16:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინ ეძინა ხალხს სტადიონზე areyoukiddingme
0
№16
ავტორი: LizarD
10 იანვარი 2016 16:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
სქოულზი მწვრთნელად! :3
0
№17
ავტორი: Malboro463
10 იანვარი 2016 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
რავიცი არამგონია ლუის ხელში ოთხეულში შევიდეს გუნდი. დანიშნონ სეზონის ბოლომდე ვინმე შეიძლება ევროპა მაინც მოიგოს.
0
№18
ავტორი: I L C
10 იანვარი 2016 19:09
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Jorbe-Jorbe,

ხო მარა ისიც ლოგიკურია რომ თუ ლიგაზე ვერგავედით გუარდიოლა სიტიში არგაგვცვლის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№19
ავტორი: ViDa
10 იანვარი 2016 19:26
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Meechveba ukve rom daitxovon van gali. Sezonis bolos tu ase moxda, minimum kidev ori sezoni verafers vizamt da gamodis rom unda sheveguot yvelafers, sxva araferi dagvrchenia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№20
ავტორი: Jorbe-Jorbe
10 იანვარი 2016 23:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
I L C,
ბარსელონა-ტიტულოვანი გუნდია, ასევე ბაიერნიც. იმედი მაქვს რომ ტრადიციას არ დაარღვევს და ამჯერადაც ტიტულოვან გუნდს აირჩევს და არა ფულის ტომარას.
არმგონია, გუარდიოლა იმას არ ფიქრობდეს, სად უფრო მნიშვნელოვანი და ისტორიული ფიგურა იქნება, იუნაიტედში თუ სიტიში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top