თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2015, 09:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2708,
კომენტარები: 21
ვან გაალი მატჩის შემდეგ
ვან გაალის კომენტარი "ბორნმუთთან" დამარცხების შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მე-16 ტურის მატჩში "ბორნმუთთან" 2-1 დამარცხდა, იმედგაცრუებულმა ლუი ვან გაალმა კი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შედეგის შესახებ: "ძალიან სამწუხაროა, რადგან მიუხედავად სწრაფად გაშვებული გოლისა, მატჩს კარგად ვატარებდით, გავათანაბრეთ ანგარიში და უფრო მეტი შანსი გვქონდა მეორე გოლის გასატანად. პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მოთამაშეებს, ხელმძღვანელობასა და შტაბს გვჯეროდა, რომ მატჩს მოვიგებდით. შემდეგ სტანდარტულმა მდგომარეობამ "ბორნმუთის" მეორე გოლი გამოიწვია და ამას ვერ უარყოფს ვერც მოთამაშე და ვერც მწვრთნელი. ეს მოხდა და შემდეგ, ასეთ თამაშებში კლუბი, რომელიც მეორე გოლს იტანს, ძირითადად გამარჯვებული რჩება და ბურთზე ყოველთვის ზეწოლას ახდენს, ამიტომ ძალიან რთული იყო მატჩში დაბრუნება. აი როგორ დავინახე ეს თამაში."

ფელაინის მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მეორე გოლის ვერ გატანის შესახებ: "დიახ, უნდა ვთქვა, რომ მეორე ტაიმი უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ვერ ვდომინირებდით, რადგან მათი თავდამსხმელი ჯოშუა კინგი ყოველთვის ახერხებდა დასხლტომას. სამწუხარო იყო. მეორე ტაიმში შანსებს მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობის შედეგად გვიქმნიდნენ, ჩვენ კი თამაშიდან ვქმნიდით. ფელაინის ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ უნდა გაეტანა.

რა ჩანაფიქრი იმალებოდა ფელაინის ნიკ პაუელით ჩანაცვლებაში: "რაღაც უნდა სცადო და ჩვენ ვერ ვდომინირებდით, ასე რომ, რაღაც უნდა შემეცვალა მოთამაშეთა პოზიციაში, რადგან გოლის გასატანი პირობების შექმნის იმედი გაქვს და ჩვენც ამას ვეცადეთ.

ბოლო კვირებში "იუნაიტედის" ფორმის შესახებ:
"ყოველთვის ერთი და იგივეა, მაშინაც კი, როცა იგებ - იგივე რამ უნდა გააკეთო, როცა აგებ, თუმცა ასეთ დროს უფრო რთულია, რადგან თითოეული ფეხბურთელი იმედგაცრუებულია. გასახდელ ოთახში დიდი სიჩუქე იდგა. რა თქმა უნდა, უკვე ვესაუბრე მათ, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება. უნდა ვივარჯიშოთ, "ნორვიჩ სიტისთვის" მოვემზადოთ და უნდა დავამარცხოთ ისინი. ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო რთულია, როცა ზედიზედ ორჯერ მარცხდები. წასაგებად ძალიან ცუდი მომენტი იყო. თავები მაღლა უნდა ავწიოთ და საკუთარი თავის ვირწმუნოთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ამ მატჩისთვისაც ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც მანამდე ყოველი შეხვედრისთვის".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2015 10:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა ჩანაფიქრი იმალებოდა ფელაინის ნიკ პაუელით ჩანაცვლებაში: "რაღაც უნდა სცადო და ჩვენ ვერ ვდომინირებდით, ასე რომ, რაღაც უნდა შემეცვალა მოთამაშეთა პოზიციაში, რადგან გოლის გასატანი პირობების შექმნის იმედი გაქვს და ჩვენც ამას ვეცადეთ.



ამის მერე კაცის როგორ მჯეროდეს? თვითონ არ იცის რა გადაწყვეტილებას ღებულობს, არ იცის რატომ გამოჰყავს ფეხბურთელი და არ იცის რატომ ცვლის იმ სხვას.


ძაან უაზრო პასუხები იყო, აი ძალიიან უაზრო. მე კი ამის წინათ აღვნიშნე, რომ სეზონის ბოლომდე დარჩეს, მაგრამ მგონი შევცდი ჯობია გაუშვან ახლავე. ამ კომენტარის მერე რაც თვითონ გააკეთა საერთოდ დასაჭერია და უნდა წაერთვას მწვრთნელის ლიცენზია
0
№2
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2015 10:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რამ გაგაცოფა, კაცო. შეეშალა კაცს, რა ქნას. მოხუცია და ვეღარ ხვდება რას აკეთებს. თან მაგარი ის იყო, რომ სამივე ცვლილების წინ ლუი, გიგზი და სტივენბერგი ერთად განიხილავდნენ კანდიდატს და ერთად მიიღეს ასეთი გადაწყვეტილებები.

ჟურნალისტის ადგილას რომ ვყოფილიყავი, იანგზე ვკითხავდი, რატომ არ შეიყვანა მოედანზე, როცა ჯექსონი და დეპაი კაცს ვერ ატყუებდნენ. ეგ უფრო მაინტერესებდა, ვიდრე პაუელის და ჯონსის შეყვანა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2015 10:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

როცა დაცვის ხაზში 4დან 3 რეზერვისტია ის მეოთხე კიდე ბლინდი, მაშინ რატომ აყენებ საყრდენ ზონაში კერიკ/ფელაინს, როდესაც იცი თაცუცქია ფელაინი სულ საჯარიმოსკენ გარბის და კერიკს თავის კლასის მიუხედავად ვერ გაუძლებს დატვირთვას ამ ყველაფერთან ერთად შნეიდერლინი სკამზე გიზის. ან როდესაც თამაში უკვე მიდის ჩაწოდედებზე გამოგყავს მოედნიდან ფუჩეჩა და 1235151 წლის დაკარგული პაუელი შემოგყავს აი არ ვიცი რა, როგორ მქონდეს ამის იმედი არ ვიცი
0
№4
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2015 10:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
თუ გინდა, მე გეტყვი, რას იტყოდა ლუი შნეიდერლინის არ დაყენებაზე: "მან ბოლოს დიდი ხნის წინ ითამაშა, ჯერ მატჩის რიტმს ვერ გრძნობს, ამიტომ 90 წუთი თამაში არ შეუძლია. მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ჩვენ ვგეგმავდით, ამიტომ სხვა ტიპის ფეხბურთელი მჭირდებოდა და მორგანი არ შევიყვანე".
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2015 10:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

70 წუთი ეთამაშებინა, დარწმუნებული ვარ სულ სხვანაირად ვითამაშებდი ისევ 0-0 მერჩივნა, მაგრამ თუ გაუშვებენ ახლა ამ კაცს, მაშინ ეს შედეგი მაწყობს.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2015 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დავიწყოთ იქიდან, რომ შემადგენლობა თავიდნავე არასწორად იყო დაყენებული. ეს ჯეკსონი შემოგზავნილივით დარბოდა, ვერ გაეგო საერთოდ სად იყო და რას აკეთებდა, იგივეს თქმა შეიძლება მაკნეირზეც. ფაქტია იანგი უფრო კარგად ითამაშებდა მარცხნივ ვიდრე ჯეკსონი ან თუნდაც მემფისი თამაშობდნენ. ნუ თამაშის ხარისხზე ხო არაფერს არ ვამბობ და ცვლილებებემა ხო საერთოდ "დაგლიჯა", განსაკუთრებით ჯონსის შემოყვანამ derpwhy

AkkRed,
ვეღარ ხვდება უკვე რა გააკეთოს და რა ქნას აბა, რაღაც ხო უნდა შეეცვალა??? areyoukiddingme მარტო მაგას რო იტყვი, რომ პაუელი იმიტო შემოვიყვანე, რომ რაღაც შემეცვალაო იქაა მოსაკლავი. ამას სიტუაციის შეცვლა გვარების გამოცვლა გონია. rage
0
№7
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2015 10:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ვან გაალს არავინ გაუშვებს და კარგად იცი. არც უნდა გაუშვან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: hypervenom
13 დეკემბერი 2015 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
არა ძმაო ეს კაცი სასწრაფოდ გასაგდებია ესეთი თამაშებით რომ კმაყოფილდება მანჩესტერი პროგრეს ვერ განიცდის უფრო რეგრესიკენ მიდის სეზონის ბოლომდეც არ უნდა დატოვონ თორე კოშმარული შედეგები ექნება უნაიტედს
0
№9
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2015 11:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

გჯერა მისი მერე? ან რის იმედათ ვტოვებთ გუნდში?
0
№10
ავტორი: temo-scholes
13 დეკემბერი 2015 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Ai dumbo namdvilad ver dagetanxmebi raa.... Am gamosirebulma rom vicode ro aseti fexburtit premierligas moigebs, (rac gamoricxulia...) mainc kategoriulad ar minda amis datoveba gundshi ra... Tipi imena fexburts klavs da chven kide dzalit vimshvidebt tavs rom ragaca iqneba... Kargit ra... Me piradad minda ro saswrafod daatovebinon posti da gigzma gaagrdzelos sezonis bolomde, tan gamochndeba ris maqnisia chveni legenda da tu gaqachavs ki gaagrdzelebs da tu vera mashin mainc gvecodineba uechveli ro sezonis bolos papa karolo an peps unda davechalichot iechveli....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top