ვან გაალის კომენტარი "ბორნმუთთან" დამარცხების შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მე-16 ტურის მატჩში "ბორნმუთთან" 2-1 დამარცხდა, იმედგაცრუებულმა ლუი ვან გაალმა კი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
შედეგის შესახებ: "ძალიან სამწუხაროა, რადგან მიუხედავად სწრაფად გაშვებული გოლისა, მატჩს კარგად ვატარებდით, გავათანაბრეთ ანგარიში და უფრო მეტი შანსი გვქონდა მეორე გოლის გასატანად. პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მოთამაშეებს, ხელმძღვანელობასა და შტაბს გვჯეროდა, რომ მატჩს მოვიგებდით. შემდეგ სტანდარტულმა მდგომარეობამ "ბორნმუთის" მეორე გოლი გამოიწვია და ამას ვერ უარყოფს ვერც მოთამაშე და ვერც მწვრთნელი. ეს მოხდა და შემდეგ, ასეთ თამაშებში კლუბი, რომელიც მეორე გოლს იტანს, ძირითადად გამარჯვებული რჩება და ბურთზე ყოველთვის ზეწოლას ახდენს, ამიტომ ძალიან რთული იყო მატჩში დაბრუნება. აი როგორ დავინახე ეს თამაში."
ფელაინის მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მეორე გოლის ვერ გატანის შესახებ: "დიახ, უნდა ვთქვა, რომ მეორე ტაიმი უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ვერ ვდომინირებდით, რადგან მათი თავდამსხმელი ჯოშუა კინგი ყოველთვის ახერხებდა დასხლტომას. სამწუხარო იყო. მეორე ტაიმში შანსებს მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობის შედეგად გვიქმნიდნენ, ჩვენ კი თამაშიდან ვქმნიდით. ფელაინის ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ უნდა გაეტანა.
რა ჩანაფიქრი იმალებოდა ფელაინის ნიკ პაუელით ჩანაცვლებაში: "რაღაც უნდა სცადო და ჩვენ ვერ ვდომინირებდით, ასე რომ, რაღაც უნდა შემეცვალა მოთამაშეთა პოზიციაში, რადგან გოლის გასატანი პირობების შექმნის იმედი გაქვს და ჩვენც ამას ვეცადეთ.
ბოლო კვირებში "იუნაიტედის" ფორმის შესახებ: "ყოველთვის ერთი და იგივეა, მაშინაც კი, როცა იგებ - იგივე რამ უნდა გააკეთო, როცა აგებ, თუმცა ასეთ დროს უფრო რთულია, რადგან თითოეული ფეხბურთელი იმედგაცრუებულია. გასახდელ ოთახში დიდი სიჩუქე იდგა. რა თქმა უნდა, უკვე ვესაუბრე მათ, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება. უნდა ვივარჯიშოთ, "ნორვიჩ სიტისთვის" მოვემზადოთ და უნდა დავამარცხოთ ისინი. ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო რთულია, როცა ზედიზედ ორჯერ მარცხდები. წასაგებად ძალიან ცუდი მომენტი იყო. თავები მაღლა უნდა ავწიოთ და საკუთარი თავის ვირწმუნოთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ამ მატჩისთვისაც ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც მანამდე ყოველი შეხვედრისთვის".
წყარო:
manutd.com