თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2015, 09:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2709,
კომენტარები: 21
ვან გაალი მატჩის შემდეგ
ვან გაალის კომენტარი "ბორნმუთთან" დამარცხების შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მე-16 ტურის მატჩში "ბორნმუთთან" 2-1 დამარცხდა, იმედგაცრუებულმა ლუი ვან გაალმა კი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შედეგის შესახებ: "ძალიან სამწუხაროა, რადგან მიუხედავად სწრაფად გაშვებული გოლისა, მატჩს კარგად ვატარებდით, გავათანაბრეთ ანგარიში და უფრო მეტი შანსი გვქონდა მეორე გოლის გასატანად. პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მოთამაშეებს, ხელმძღვანელობასა და შტაბს გვჯეროდა, რომ მატჩს მოვიგებდით. შემდეგ სტანდარტულმა მდგომარეობამ "ბორნმუთის" მეორე გოლი გამოიწვია და ამას ვერ უარყოფს ვერც მოთამაშე და ვერც მწვრთნელი. ეს მოხდა და შემდეგ, ასეთ თამაშებში კლუბი, რომელიც მეორე გოლს იტანს, ძირითადად გამარჯვებული რჩება და ბურთზე ყოველთვის ზეწოლას ახდენს, ამიტომ ძალიან რთული იყო მატჩში დაბრუნება. აი როგორ დავინახე ეს თამაში."

ფელაინის მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მეორე გოლის ვერ გატანის შესახებ: "დიახ, უნდა ვთქვა, რომ მეორე ტაიმი უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ვერ ვდომინირებდით, რადგან მათი თავდამსხმელი ჯოშუა კინგი ყოველთვის ახერხებდა დასხლტომას. სამწუხარო იყო. მეორე ტაიმში შანსებს მხოლოდ სტანდარტული მდგომარეობის შედეგად გვიქმნიდნენ, ჩვენ კი თამაშიდან ვქმნიდით. ფელაინის ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ უნდა გაეტანა.

რა ჩანაფიქრი იმალებოდა ფელაინის ნიკ პაუელით ჩანაცვლებაში: "რაღაც უნდა სცადო და ჩვენ ვერ ვდომინირებდით, ასე რომ, რაღაც უნდა შემეცვალა მოთამაშეთა პოზიციაში, რადგან გოლის გასატანი პირობების შექმნის იმედი გაქვს და ჩვენც ამას ვეცადეთ.

ბოლო კვირებში "იუნაიტედის" ფორმის შესახებ:
"ყოველთვის ერთი და იგივეა, მაშინაც კი, როცა იგებ - იგივე რამ უნდა გააკეთო, როცა აგებ, თუმცა ასეთ დროს უფრო რთულია, რადგან თითოეული ფეხბურთელი იმედგაცრუებულია. გასახდელ ოთახში დიდი სიჩუქე იდგა. რა თქმა უნდა, უკვე ვესაუბრე მათ, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება. უნდა ვივარჯიშოთ, "ნორვიჩ სიტისთვის" მოვემზადოთ და უნდა დავამარცხოთ ისინი. ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო რთულია, როცა ზედიზედ ორჯერ მარცხდები. წასაგებად ძალიან ცუდი მომენტი იყო. თავები მაღლა უნდა ავწიოთ და საკუთარი თავის ვირწმუნოთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ამ მატჩისთვისაც ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც მანამდე ყოველი შეხვედრისთვის".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: Berba 9
13 დეკემბერი 2015 11:42
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ტიპი რა ნაგლია, დაუფიქრდით აგებს და მაინც თავს იქებს, კარგად ვითამაშეთო და ასე შემდეგ, კომენტარის გაკეთებაც კი ძალიან რთული, ბორმუთი რომ მოგიგებს შენით უნდა წახვიდე და სამარცხვინო ის კი არაა, რომ თამაში წავაგეთ, ისაა რომ ამ ფეხბურთს კარგ ფეხბურთს ეძახის და აქეთს აქვს პრეტენზიები, როგორ თუ არ მოგწონთო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№12
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2015 12:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
temo-scholes,
AkkRed,
გიგზისნაირი გამოუცდელი მწვრთნელი გვეყოლება თუ ვან გაალისნაირი თვითკმაყოფილი, რა მნიშვნელობა აქვს? თქვენი აზრით, გიგზი გაართმევს თავს ასეთ დავალებას? გუნდი არეულია, ტრავმები ხელს უწყობს ამ ყველაფერს და უცებ გიგზი მოევლინება მხსნელად? პირიქით, ახლა რომ მწვრთნელი წავიდეს, მოვა ახალი ვინმე, ვინც უფრო რთულად გაერკვევა მდგომარეობაში ვერაფერს მოუხერხებს. მე ვეთანხმები იმას, რომ სეზონის შუა ნაწილში მწვრთნელის გამოცვლა გუნდს ვერ უშველის. სეზონის დასაწყისში კიდევ ჰო, რადგან უფრო მეტი დროა პრობლემაში გასარკვევად და მის გამოსასწორებლად.

დავუშვათ და მოვიდა კარლო ან პეპი, შუა ნაწილში მოვა თქვენი აზრით? შანსი არ არის. პეპი არ დატოვებს ბაიერნს, რომელთან ერთადაც ჩლ-ს მოგება გეგმავს, კარლომ კი უკვე თქვა, რატომ არ მოვა. ჰოდა ეს სეზონის დარჩენილი ნაწილი გიგზთან ერთად გვექნება ცუდი თუ ვან გაალთა, სულერთი არ არის?

თანაც მგონია, რომ ტრავმების რაოდენობის შემცირებასთან ერთად გუნდის თამაშიც გამოსწორდება და შედეგიც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: United-Legend
13 დეკემბერი 2015 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
RojoDiablo,
შენ ნორმალური თუ ხარ რეებს წერ რა არ უნდა გაუშვან არა ისა კიდე ნერვებს რატო მიშლი შენს გარდა ვინმეს უნდა რო დარჩეს :@ :@ :@ angry
0
№14
ავტორი: Best 7
13 დეკემბერი 2015 13:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Sezonis bolomde ar gaagdeben iasnia manamde viwamot
0
№15
ავტორი: ilker
13 დეკემბერი 2015 13:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
RojoDiablo,
მართალი ხარ ლუი არ უნდა გაუშვან, მარა პირადად მე, არა მგონია, ტრამვების შემცირებასთან ერთად ხარისხმა მოიმატოს. წელს იმედია 3ეულში მოვხვდებით.

საერთოდაც მგონია რო, იუნაიტედს 3-4 წელი დაჭირდება რეაბილიტაციისა და წარმატებისთვის, საუკეთესო შემთხვევაში 2-3 წელი. ლუის კონტრაქტი რო ამოეწურება შესაძლოა 1 წლით გაუხანგრძლივონ კიდე
0
№16
ავტორი: Martial
13 დეკემბერი 2015 13:54
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ლუი გასაშვებია ოღონდ წლის ბოლოს. ეხლა რო გიგზს ჩაბარონ უკეთესობისკენ ვერაფერს შეცვლის :))
0
№17
ავტორი: REVIVO
13 დეკემბერი 2015 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
გუშინ ვუდვორდს თუ აკვირდებოდით რა სახე ქონდა
0
№18
ავტორი: dachi_mu
13 დეკემბერი 2015 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გააგდონ ჯიბია რა..ყავდა ხალხი დარას თამაშობდა? გუნდში მოთამაშეები არ არიან...აი მაგეების გაყიდვა რო მოითხოვა მაშინ უნდა გაეგდოთ ეგ... რაფაელის.ნანის..ჩიჩარიტოსი.ვა
0
№19
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2015 18:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
United-Legend,
ჯერ ერთი, სიტყვებს დაუკვირდი რას ლაპარაკობ და მგონი, არანორმალურის შთაბეჭდილებას არ ვტოვებ. მეორეც, მე თუ აზრი გამოვთქვი, ეს მხოლოდ აზრია და სულაც არ არის ვინმეს ნერვების მოსაშლელად გამიზნული. არ მოგწონს აზრი, არ დაეთანხმო, ნერვებს კი ნუ იშლი, კაცო. ჩემი აზრი ჩემი აზრია და თუ მინდა იმას ვიტყვი, მანჩესტერი ასეთ კარგ მდგომარეობაში არასდროს მინახავს-მეთქი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№20
ავტორი: Jorbe-Jorbe
13 დეკემბერი 2015 19:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ერთი კითხვა მაქვს ყველასთან:)

გუნდში რო ახალი მწვრთნელი მოდის, საბუთების წარდგენის დროს, ჯანმრთელობის ცნობა წარადგინა ბატონმა ''დომინირებამ''??
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top