"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
დაცვა:
ესეც მეექვსე, "იუნაიტედმა" თითქოსდა ურთულესი კალენდრის პირობებში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, თანაც როგორი: 2 ბურთიანი სხვაობით დამარცხებული "ქალაქელები". "ეშმაკებმა" იდეალურთან მიახლოებული ფეხბურთი ითამაშეს და შედეგმაც არ დააყოვნა, 90 წუთიდან მხოლოდ 12 წუთი იყო, რომელმაც "ოლდ ტრაფორდის" აუდიტორია დაამწუხრა: საშინელი საწყისი 8 წუთი, აგუეროს მეორე გოლოს მომენტი და ჩემი აზრით ყველაზე სამწუხარო 2 წუთი, როდესაც მაიკლ კერიკმა მინდორი დატოვა. ერთგული ჯარისკაცის მდგომარეობა უცნობია, თუმცა არის იმის საშიშროება, რომ მაიკლმა ლიდერთან შეხვედრა გამოტოვოს, სწორედ ეს ფაქტი თუ მაიძულებს შემადგენლობაში ცვლილების შეტანას და ბლინდის ადგილას როხოს გამწესებას. არგენტინელმა ტრავმის შემდეგ ითამაშა და ლუკ შოუსგან განსხვავებით სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის.
ნახევარდაცვა:
ყველაზე ნაკლები პრეტენზია "იუნაიტედის" გულშემატკივარს ალბათ ნახევარდაცვის 5-ეულის მიმართ უნდა ჰქონდეთ, კერიკმა და ერერამ მოახერხეს და მთლიანად გაანეიტრალეს სილვა-ტურე-ფერნანდინიოს ტრიო, ხოლო მატამ და იანგმა ფლანგის მცველები გააწამეს, ამ უკანასკნელმა ჩემი აზრით კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და როგორც იქნა დამაჯერა, რომ დი მარიას ნაცვლად სწორედ ის უნდა ავირჩიო. კერიკის შესაძლო ტრავმა,ნახევარდაცვის ცენტრში აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებას, იდეალურ შემცვლელად კი ბლინდი მესახება. არის ვარიანტი ფელაინის უკან დახევისა, თუმცა ეს შეტევას სიმწვავეს მოაკლებს და იმ სამკუთხედებსაც მოშლის, რომლებიც ასეთ ხიფათს უქმნის მეტოქეს.
თავდასხმა:
მანჩესტერული დერბი, რუნისთვის ყოველთვის სეზონში ყოველთვის მნიშვნელოვანი შეხვედრაა ხოლმე და თითოეულ მათგანში ძალიან აქტიურია ხოლმე, გამონაკლისი იყო კვირას გამართული შეხვედრა, რომელშიც უეინი ბურთს მხოლოდ 37-ჯერ შეეხო, თუმცა ყოველი მისი ბურთთან "ურთიერთობა" შედეგიანი იყო. თითქოსდა შეუმჩნეველი რუნი მცველებს აიძულებდა მასთან ახლოს ყოფილიყვნენ, რაც საბოლოოდ დიდ სივრცეს ქმნიდა და "იუნაიტედს" უპირატესობას აძლევდა. იმედი მაქვს ვაზა "არისტოკრატებთანაც" პროდუქტიული და საკვანძო ფიგურა იქნება.
სრული შემადგენლობა:
დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, როხო, ერერა, ბლინდი, მატა, ფელაინი, იანგი, რუნი.
აირჩიე შენი შემადგენლობა