თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2015, 20:11
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2454,
კომენტარები: 25
აირჩიე შენი შემადგენლობა
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
დაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


ესეც მეექვსე, "იუნაიტედმა" თითქოსდა ურთულესი კალენდრის პირობებში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, თანაც როგორი: 2 ბურთიანი სხვაობით დამარცხებული "ქალაქელები". "ეშმაკებმა" იდეალურთან მიახლოებული ფეხბურთი ითამაშეს და შედეგმაც არ დააყოვნა, 90 წუთიდან მხოლოდ 12 წუთი იყო, რომელმაც "ოლდ ტრაფორდის" აუდიტორია დაამწუხრა: საშინელი საწყისი 8 წუთი, აგუეროს მეორე გოლოს მომენტი და ჩემი აზრით ყველაზე სამწუხარო 2 წუთი, როდესაც მაიკლ კერიკმა მინდორი დატოვა. ერთგული ჯარისკაცის მდგომარეობა უცნობია, თუმცა არის იმის საშიშროება, რომ მაიკლმა ლიდერთან შეხვედრა გამოტოვოს, სწორედ ეს ფაქტი თუ მაიძულებს შემადგენლობაში ცვლილების შეტანას და ბლინდის ადგილას როხოს გამწესებას. არგენტინელმა ტრავმის შემდეგ ითამაშა და ლუკ შოუსგან განსხვავებით სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის.

ნახევარდაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


ყველაზე ნაკლები პრეტენზია "იუნაიტედის" გულშემატკივარს ალბათ ნახევარდაცვის 5-ეულის მიმართ უნდა ჰქონდეთ, კერიკმა და ერერამ მოახერხეს და მთლიანად გაანეიტრალეს სილვა-ტურე-ფერნანდინიოს ტრიო, ხოლო მატამ და იანგმა ფლანგის მცველები გააწამეს, ამ უკანასკნელმა ჩემი აზრით კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და როგორც იქნა დამაჯერა, რომ დი მარიას ნაცვლად სწორედ ის უნდა ავირჩიო. კერიკის შესაძლო ტრავმა,ნახევარდაცვის ცენტრში აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებას, იდეალურ შემცვლელად კი ბლინდი მესახება. არის ვარიანტი ფელაინის უკან დახევისა, თუმცა ეს შეტევას სიმწვავეს მოაკლებს და იმ სამკუთხედებსაც მოშლის, რომლებიც ასეთ ხიფათს უქმნის მეტოქეს.

თავდასხმა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


მანჩესტერული დერბი, რუნისთვის ყოველთვის სეზონში ყოველთვის მნიშვნელოვანი შეხვედრაა ხოლმე და თითოეულ მათგანში ძალიან აქტიურია ხოლმე, გამონაკლისი იყო კვირას გამართული შეხვედრა, რომელშიც უეინი ბურთს მხოლოდ 37-ჯერ შეეხო, თუმცა ყოველი მისი ბურთთან "ურთიერთობა" შედეგიანი იყო. თითქოსდა შეუმჩნეველი რუნი მცველებს აიძულებდა მასთან ახლოს ყოფილიყვნენ, რაც საბოლოოდ დიდ სივრცეს ქმნიდა და "იუნაიტედს" უპირატესობას აძლევდა. იმედი მაქვს ვაზა "არისტოკრატებთანაც" პროდუქტიული და საკვანძო ფიგურა იქნება.

სრული შემადგენლობა:დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, როხო, ერერა, ბლინდი, მატა, ფელაინი, იანგი, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

კი
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
25 კომენტარი
№21
ავტორი: nik-beckham777
17 აპრილი 2015 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
Samcuxarod bevri cvlilebis shetama ucevs van gaals,Tu shouc AR iqneba albar es shemadgenloba jobia:
. de gea
Valencia. McNair. smoling. young
Mara. fellaini Herrera. di maria
. Rooney falcao
0
№22
ავტორი: Jorbe-Jorbe
17 აპრილი 2015 18:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
კარგი ვარიანტია, ბრავო ავტორ !
0
№23
ავტორი: RojoDiablo
17 აპრილი 2015 18:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისე შეიცვალა სიტუაცია, რომ შემადგენლობიდან დაწყებული, მოლოდინზე დასრულებული ყველაფერი შეიცვალა. საინტერესო იქნება ფელაინის პოზიცია. ნეტავ რუნის გადასწევს ისევ ნახევარდაცვაში და ფალკაოს დააყენებს თუ ფელა გადავა უკან და რუნის მის ადგილზე. მარცხენა მცველი სამი გვყავს გუნდში და ახლა არც ერთი არაა მწყობრში. სავარაუდოდ იანგი დადგება იქ და დი მარიას ვნახავთ. მოკლედ, იმდენი რამ მოხდა, რომ თავსატეხი გაუჩნდა ლუის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№24
ავტორი: AkkRed
17 აპრილი 2015 18:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

შოუ მწყობრშია და ის დაიწყებს, ჯონსის მაგივრად მაკნეირი დადგება, აი ნახევარდაცვა და თავდასხმაა ყველაზე დიდი თავსატეხი. ჩემი აზრით, ფელაინი ჩამოიწევს ქვემოთ რუნი მის ადგილას დაიკავებს და ფალკაო ან უფრო ვან პერსი მის ადგილას, ანუ ისევ წავა საზიზღარი თამაში.
0
№25
ავტორი: NUGI
17 აპრილი 2015 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
ჯონსი როხო ვალენსია ბლინდი კერრიკი ვერ იქნებიან ტრამვა აქვთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top