თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2015, 20:11
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2454,
კომენტარები: 25
აირჩიე შენი შემადგენლობა
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
დაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


ესეც მეექვსე, "იუნაიტედმა" თითქოსდა ურთულესი კალენდრის პირობებში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, თანაც როგორი: 2 ბურთიანი სხვაობით დამარცხებული "ქალაქელები". "ეშმაკებმა" იდეალურთან მიახლოებული ფეხბურთი ითამაშეს და შედეგმაც არ დააყოვნა, 90 წუთიდან მხოლოდ 12 წუთი იყო, რომელმაც "ოლდ ტრაფორდის" აუდიტორია დაამწუხრა: საშინელი საწყისი 8 წუთი, აგუეროს მეორე გოლოს მომენტი და ჩემი აზრით ყველაზე სამწუხარო 2 წუთი, როდესაც მაიკლ კერიკმა მინდორი დატოვა. ერთგული ჯარისკაცის მდგომარეობა უცნობია, თუმცა არის იმის საშიშროება, რომ მაიკლმა ლიდერთან შეხვედრა გამოტოვოს, სწორედ ეს ფაქტი თუ მაიძულებს შემადგენლობაში ცვლილების შეტანას და ბლინდის ადგილას როხოს გამწესებას. არგენტინელმა ტრავმის შემდეგ ითამაშა და ლუკ შოუსგან განსხვავებით სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის.

ნახევარდაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


ყველაზე ნაკლები პრეტენზია "იუნაიტედის" გულშემატკივარს ალბათ ნახევარდაცვის 5-ეულის მიმართ უნდა ჰქონდეთ, კერიკმა და ერერამ მოახერხეს და მთლიანად გაანეიტრალეს სილვა-ტურე-ფერნანდინიოს ტრიო, ხოლო მატამ და იანგმა ფლანგის მცველები გააწამეს, ამ უკანასკნელმა ჩემი აზრით კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და როგორც იქნა დამაჯერა, რომ დი მარიას ნაცვლად სწორედ ის უნდა ავირჩიო. კერიკის შესაძლო ტრავმა,ნახევარდაცვის ცენტრში აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებას, იდეალურ შემცვლელად კი ბლინდი მესახება. არის ვარიანტი ფელაინის უკან დახევისა, თუმცა ეს შეტევას სიმწვავეს მოაკლებს და იმ სამკუთხედებსაც მოშლის, რომლებიც ასეთ ხიფათს უქმნის მეტოქეს.

თავდასხმა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


მანჩესტერული დერბი, რუნისთვის ყოველთვის სეზონში ყოველთვის მნიშვნელოვანი შეხვედრაა ხოლმე და თითოეულ მათგანში ძალიან აქტიურია ხოლმე, გამონაკლისი იყო კვირას გამართული შეხვედრა, რომელშიც უეინი ბურთს მხოლოდ 37-ჯერ შეეხო, თუმცა ყოველი მისი ბურთთან "ურთიერთობა" შედეგიანი იყო. თითქოსდა შეუმჩნეველი რუნი მცველებს აიძულებდა მასთან ახლოს ყოფილიყვნენ, რაც საბოლოოდ დიდ სივრცეს ქმნიდა და "იუნაიტედს" უპირატესობას აძლევდა. იმედი მაქვს ვაზა "არისტოკრატებთანაც" პროდუქტიული და საკვანძო ფიგურა იქნება.

სრული შემადგენლობა:დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, როხო, ერერა, ბლინდი, მატა, ფელაინი, იანგი, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

კი
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
25 კომენტარი
№11
ავტორი: Goginashvili777
16 აპრილი 2015 21:43
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
Wardell,
არა ლაშა wink მატა რისთვისაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№12
ავტორი: Wardell
16 აპრილი 2015 22:00
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Goginashvili777,
მატას არ თამაში იქნება "ჩელსის" წინააღმდეგ, თანაც ბრიჯზე? არა მაგის გაკეთება ცუდია, ხიხიაა wink
0
№13
ავტორი: VaRdo
16 აპრილი 2015 22:03
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნუ 90% ეს სასტავი იქნება თუ კერიკი არ გვეყოლება თუ არა და ისევ ის თერთმეტეული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: RojoDiablo
16 აპრილი 2015 23:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა კარგია, რომ სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით შემადგენლობაზე თავის მტვრევა აღარ გვიწევს და თითქმის წინასწარ იცი რა გუნდი გამოვა. ეს თითქოს სიურპრიზებს მოკლებულია და მოწინააღმდეგე ასე თუ ისე ამოგიცნობს, მაგრამ მეორეს მხრივ სტაბილურ შემადგენლობას ნიშნავს. რაღა დავამატოთ ამას. კერიკი თუ იქნება თავისთავად ლაშას ტაქტიკაც გადაეწყობა და თუ წინა თამაშის წინ ჯერ კიდევ იდგა იანგის ძირითადში ყოფნის საკითხი, ალბათ, ახლა აღარ დგას. არ ვამბობ, რომ უდავოდ უნდა იყოს და ა.შ. მაგრამ როცა წინა თამაში ასე ჩაატარა, მომდევნოში რატომ უნდა დარჩეს სკამზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: Goginashvili777
17 აპრილი 2015 07:45
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
აუ რატო არ იწერება კერიკზე არაფერი რა recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№16
ავტორი: temo-scholes
17 აპრილი 2015 07:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
maikli dzaan magrad dagvakldeba, magram imedia fres mainc gavagorebt da esec kai shedegi iqneba chventvis brijze...
0
№17
ავტორი: AkkRed
17 აპრილი 2015 11:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
როგორც გავრცელდა ჭორების თანახმად კერიკს არაფერი სჭირს და ჩვეულებრივად ვარჯიშობს, ასე რომ ისევ იგივე სასტავი გამოვა.
0
№18
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 აპრილი 2015 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კერიკი თუ ვერ ითამაშებს მაშინ იდეალური შემადგენლობაა, თუ არადა როგორც წინა თამაშებზე გამოვდიოდით იგივე შემადგენლობით გამოვალთ.
0
№19
ავტორი: I L C
17 აპრილი 2015 13:08
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ამ შემადგენლობამ მოუგო ლივერპულს ტოტენჰემს და სიტის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№20
ავტორი: nikomari
17 აპრილი 2015 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
დი მარიათი რომ დაიწყოს კარგი იქნება... ისნგის დასვენებული შემოყვანა უფრო შედეგიანი იქნება... დროა უკვე დი მარიასი დაამტკიცოს!!! <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top