თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2015, 22:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2353,
კომენტარები: 22
შირერი: "რაიან, ლუი, დაეხმარეთ ფალკაოს!"
ალან შირერი ფალკაოს შესახებ.
შირერი:
"ნიუკასლის" ლეგენდა, ალან შირერი თვლის, რომ მოწინააღმდეგე გუნდების მცველებს ძალიან უიოლდებათ ფალკაოს წინააღმდეგ თამაში და ამას თავად კოლუმბიელი "აღწევს".

"მონაკოდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ რადამელ ფალკაომ ჩატარებულ 20 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

"სანდერლენდთან" მატჩის განხილვისას ალან შირერმა ლუი ვან გაალსა და რაიან გიგზს დახმარებისთვის "მიმართა", რადგან ფალკაოს ბედი ძალიან აღელვებს.

"ჩემთვის ვფიქრობდი, "მიდი რაიან გიგზ, მიდი ლუი ვან გაალ, ცოტათი მაინც დახმარეთ ფალკაოს".

ვერ ვხედავდი, რომ მისთვის ეყვირათ, რაღაც უფრო განსხვავებულის კეთება დაევალებინათ, რათა უკან ერბინა.

ეჭვგარეშეა, თამაშებს შორის გამართულ ვარჯიშებზე არაფერს ეუბნებიან, რადგან ასეთი რამ ყოველ მატჩში ხდება. ის ვერ იღებს დახმარებას, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უნდა იღებდეს.

მცველების ზურგს უკან არ გარბის და მცველებს მასთან თამაშს უადვილებს.

ფალკაო ბურთს კარისკენ ზურგით მდგომი იღებს, ამიტომ მცველები მას მარტივად ეთამაშებიან და ართმევენ.

ის უნდა გარბოდეს და ამას მცველების ზურგს უკან გაქცევით უნდა აკეთებდეს, რაც ძალიან არ მოსწონთ მცველებს. უფრო მეტი კითხვების დასმა უნდა დაიწყოს.

საკუთარ თავს ვეუბნებოდი, "გთხოვ, გაინძერი". მთელი თამაშის განმავლობაში ასე ხდებოდა და ყოველ თამაშში ასე ხდება.
- განაცხადა შირერმა.

წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
22 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2015 22:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მიმოხილვა - შირერის სიტყვების უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის სანდერლენდთან თამაშის მიმოხილვის მიწურულს უყურეთ, სადაც ნათლად ჩანს, თუ რას გულისხმობს ალანი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: love united
1 მარტი 2015 22:46
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
როდესაც თამაში უნდა წასვლოდა ზუსტად მაშინ გაიყვანა და ხელაინი შემოაგდო, რა დახმარებაზეა საუბარი.
0
№3
ავტორი: Wardell
1 მარტი 2015 22:48
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ალან ვერ დაგეთანხმები და ვერ დავიჯერებ, რომ ფალკაო ძალით, თავისი სურვილით ჩადის მოედნის ცენტრამდე და იქ დე ხეას დარტყმულს იღებს 3 მცველში. :/ ეს მწვრთნელის დავალებაა და სწორედ ეს დავალებაა არასწორი. თუ ასე უნდა გამოიყენოს მომავალშიც ჯობს გაუშვან. ვერც იმაში დაგეთანხმები რო თითქოს სივრცეებს არ ქმნის, პირიქით თუ კარგად გახსოვთ პირველ ტაიმში დი მარია რო წავიდა კონტრ შეტევაზე და მარცხნივ იანგი რო დარჩა მარტო, სწორედ ფალკაოს დამსახურება იყო, რომელიც მარჯვნივ გაიქცა და მცველიც გადაიყოლა. სივრცის შექმნაში მარტო საკუთარი თავისთვის კარგის გაკეთება არ ითვლება. ფალკაო არის საჯარიმოს თავდამსხმელი და რამდენიც არ უნდა მეკამათოთ აზრს არ შევიცვლი, იმიტომ რო ეს ასეა. რამდენჯერ მიუვიდა გუშინ საჯარიმოში ბურთი რადამელს? ერთხელ !!! მხოლოდ ერთხელ და პენალტი გამოიმუშავა. იდეალურად იმოქმედა და რომ არა ოშის და ბრაუნის ცემა-ტყეპა აუცილებლად გაიტანდა.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2015 22:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
აქცენტს სხვა რამეზე აკეთებს შირერი. ეგ არაფერ შუაშია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Wardell
1 მარტი 2015 22:56
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
love united,
ზუსტად, ყველაზე ცუდ მომენტში გაიყვანა და თითქმის გადაიწურა ყველა იმედი, რომ ფალკაო ფორმას აკრეფს. ეგეთი რაღაც ამხელა მწვრთნელი რო ხარ არ უნდა გააკეთო, ელემენტარული ფსიქოლოგიაა.

RojoDiablo,
აბა რაზე აკეთებს აქცენტს? ფალკაო არ დარბის და არ შრომობს? რავი მაგას თუ ვერ ხედავს ალბათ თვალდახუჭული უყურებს.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2015 22:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
რა შუაშია კაცო შრომა და სირბილი? მინახე 10 კრიტიკოსი, ვინც ფალკაოს მაგას უწუნებს და ხმას არ ამოვიღებ. მიმოხილვაშია ნაჩვენები რაზეც აკეთებს აქცენტს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: ALEXFERGUSON
1 მარტი 2015 23:13
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
Wardell,
გეთანხმები ყველაფერში. ფალკაო არ არის რუნი,რო ცენტრიდან წაიღოს ბურთი და საჯარიმოს გარედან შექმნას საოცარი მომენტები. ფალკაო არის საჯარიმოში ძალიან სახიფათო და ცენტრთან ახლოს რო ავალებს მწვრთნელი ბურთის მიღებას და იქ რო ართმევენ,ეგ არაფერს ნიშნავს. ფალკაო რო ზე კლასის თავდამსხმელია,მაგაზე ალბად არავინ შემედავება. უბრალოდ ხან 1 ტაიმს ათამაშებს,ხან მეორეს,ხან საერთოდ შუა თამაშIდან გაყავს და რას თხოვთ? ვაბშე რაშუაში იყო ფელაინის შემოყვანა? რუნი გაიყვანე,მატა შემოიყვანე და დატოვე შე დალოცვილო რა ბოლომდე მოედანზე. მარა მერე პერსის რო კონკურენტი ეყოლება და ვეღარ ითამაშებს სულ სასატვში, რა ქნას ძია ლუიმ? სწორედ ამიტომ გაუშვებენ ფალკაოს გუნდიდან. სწორედ ამიტო მოუწევს მანჩესტერის ფანებს შენელებული პერსის და 3 წლის ვისლონის იმედზე ყოფნა. თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს,რომ მანჩესტერში ამ ზაფხულს ვინმე უმაღლესი კლასის თავდამსხმელი გადმოვა,ძალიან ძალიან ძალიან ცდება
0
№8
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2015 23:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
მარა მერე პერსის რო კონკურენტი ეყოლება და ვეღარ ითამაშებს სულ სასატვში, რა ქნას ძია ლუიმ? სწორედ ამიტომ გაუშვებენ ფალკაოს გუნდიდან. სწორედ ამიტო მოუწევს მანჩესტერის ფანებს შენელებული პერსის და 3 წლის ვისლონის იმედზე ყოფნა. თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს,რომ მანჩესტერში ამ ზაფხულს ვინმე უმაღლესი კლასის თავდამსხმელი გადმოვა,ძალიან ძალიან ძალიან ცდება


არაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუნის მსგავსი ფორვარდი არაა და ა.შ. მაგრამ რატომ გგონია, რომ ლუი ფეხბურთელებში გამორჩეულ კანდიდატებს ათამაშებს არ მესმის. რას ნიშნავს, მერე პერსის კონკურენტი გამოუჩნდება და ა.შ. რა, ლუის არ უნდა, რომ მოიგოს მისმა გუნდმა და სამუშაო შეინარჩუნოს, თუ ფეხებზე ჰკიდია იუნაიტედი და მის გასანადგურებლად მოვიდა? რასაც ეს კაცი ხედავს მოედანზე, იმას აკეთებს და იმას თვლის საჭირო ქმედებად. ნუ დავაბრალებთ, რომ რადგან პერსის სულ ათამაშებს, ამას მისი ჰოლანდიელობის გამო აკეთებდეს.

ან რატომ არ მოვა ვითომ მაღალი დონის ფორვარდი? არც დი მარია ეგონა ვინმეს და არც თავად ფალკაო, მაგრამ რა, არ მოვიდნენ? ჯერ ის განვსაჯოთ საერთოდ ვინაა დღესდღეობით მაღალი დონის ცენტრალური ფორვარდი. კავანი? დიდი ვერაფერი. სუარესი? არ წამოვა და არც გვინდა. აგუერო? ეგ მითუმეტეს. მეტი ვინ გეგულება შენ არ ვიცი, მაგრამ თუ არის ვინმე, ვისაც აქვს შესაბამისი ასაკი (თორემ, ისე მრავლად არიან), რომ ითამაშოს მაღალ დონეზე დიდხანს და გამოადგეს გუნდს, ვერაფრით ვხვდები, რატომ არ შეიძლება მოვიდეს იუნაიტედში? თუ ნეტავ იმიტომ, რომ აქ "ფეხბურთელებს აფუჭებენ"?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: vincent
2 მარტი 2015 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
wink რა განხილვა მოგიწყვიათ,საღოლ good2 ვეთანხმები შირერს,მაგრამ რა ვერ გავიგე იცით?რაც ფალკაოს თამაშები მაქვს ნანახი,ზუსტად ისე თამაშბდა როგორც შირერი ამბობს ამ სტატიაში,ყოველთვის ზურგს უკან იყო მცველებთან,სულ დასწრებაზე თამაშბდა,რაც აქ გადმოვიდა თითქოს რაღაც დაემართა,რამდენადაა ეს ადაპტაციის ბრალი არვიცი,მაგრამ რაღაც არამგონია რომ რადამელმა არ იცოდეს თავის კოზირი სად გამოიყენოს,მე მაინც მგონია რომ ტაკტიკაა ასეთი და იმიტომაც იწევს ზევით,ამ ზევით აწევის დროსაც კარგავს ზუსტად ბურთს. ფაქთია რომ ერთი შანსი მიეცა და ბრწყინვალე მოძრაობით გამოიმუშავა პენალტი. აი ეგაა ზუსტად მაგის პოზიცია და მანდაა ძალიან ძლიერი.
ეგრევე ნამდვილად არ უნდა გაეყვანა,ერთი 10 წუთი მაინც უნდა დაეტოვებინა,ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდი მომენტია ეს,პენალტი გამოიმუშავე და უცებ გაგიყვანეს.
0
№10
ავტორი: bziki
2 მარტი 2015 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სანამ ფალკაო პენალს აიკიდებდა მანამდე 2-3 წუთი ელოდებოდა ფელაინი ბურთის გადავარდნას რო შესულიყო.ეგ ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო პენლამდე

ტრანსფერი კი არა ზამენა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top