თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2015, 22:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2475,
კომენტარები: 22
შირერი: "რაიან, ლუი, დაეხმარეთ ფალკაოს!"
ალან შირერი ფალკაოს შესახებ.
შირერი:
"ნიუკასლის" ლეგენდა, ალან შირერი თვლის, რომ მოწინააღმდეგე გუნდების მცველებს ძალიან უიოლდებათ ფალკაოს წინააღმდეგ თამაში და ამას თავად კოლუმბიელი "აღწევს".

"მონაკოდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ რადამელ ფალკაომ ჩატარებულ 20 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

"სანდერლენდთან" მატჩის განხილვისას ალან შირერმა ლუი ვან გაალსა და რაიან გიგზს დახმარებისთვის "მიმართა", რადგან ფალკაოს ბედი ძალიან აღელვებს.

"ჩემთვის ვფიქრობდი, "მიდი რაიან გიგზ, მიდი ლუი ვან გაალ, ცოტათი მაინც დახმარეთ ფალკაოს".

ვერ ვხედავდი, რომ მისთვის ეყვირათ, რაღაც უფრო განსხვავებულის კეთება დაევალებინათ, რათა უკან ერბინა.

ეჭვგარეშეა, თამაშებს შორის გამართულ ვარჯიშებზე არაფერს ეუბნებიან, რადგან ასეთი რამ ყოველ მატჩში ხდება. ის ვერ იღებს დახმარებას, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უნდა იღებდეს.

მცველების ზურგს უკან არ გარბის და მცველებს მასთან თამაშს უადვილებს.

ფალკაო ბურთს კარისკენ ზურგით მდგომი იღებს, ამიტომ მცველები მას მარტივად ეთამაშებიან და ართმევენ.

ის უნდა გარბოდეს და ამას მცველების ზურგს უკან გაქცევით უნდა აკეთებდეს, რაც ძალიან არ მოსწონთ მცველებს. უფრო მეტი კითხვების დასმა უნდა დაიწყოს.

საკუთარ თავს ვეუბნებოდი, "გთხოვ, გაინძერი". მთელი თამაშის განმავლობაში ასე ხდებოდა და ყოველ თამაშში ასე ხდება.
- განაცხადა შირერმა.

წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
22 კომენტარი
№11
ავტორი: ALEXFERGUSON
2 მარტი 2015 01:00
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
ვინ მეგულება მაღალი კლასის და გამოცდილი,ზუსტად ისინი ჩამოთვალე და მიზეზებიც ფაქტიურად ახსენი თუ რატო არ მოვლენ მანჩესტერში. სხვა მე მაღალი კლასის თავდამსხმელი არ მეგულება თანამედროვე ფეხბურთში. რჩება ფალკაო და კაცს იმის შესაძლებლოიბაც არ აქვს,რომ რამე დაამტკიცოს. ახლა რაც შეეხება ჰოლანდიელებს. სწორედ ჰოლანდიელებზე აქვს აქცენტი გაკეთებული ,ვეჩნად ვიღაც ჰოლანდიელის დამატება უნდა. აი პერსიზე ვერ დაგეთანხმები,სანამ ფეხი არ მოძვრა,მანამდე 90 წუთი ყველა თამაში გამოყავდა და რასაც აკეთებდა კარგად ხედავდი. რატო არ ქონდა თუნდაც პალკაოს იმდენი სათამაშო დრო რამდენიც პერსის? ფალკაო თუ 70 წყთი ვერ თამაშობს და ფელაინით ცვლის,რატო არ ცვლიდა პერსის არცერთ თამაში,თუნდაც მაშინ როცა Mტელი ტაიმ ნახევარი დადიოდა მინდროზე? ვანგაალს როგორ მოზდის იცი? პერსი ვეჩნად სასტავში უნდა რო ყავდეს და სხვა ფეხბურთელების ხარჯზე თამაშს იგებდეს. თუ ფეხბურთელი არაა ფორმაში დასვი სკამზე ან რეზერვებში გადაიყვანე. აი რატო იყო ფერგიუსონი ძლიერი მწვრთნელი. არ აინტერსებდა ბექემი იყო,რონალდო თუ რუნი. არ ხარ ფორმაში? ხოდა ვერ ითამაშებ სანამ არ შეხვალ.
0
№12
ავტორი: bziki
2 მარტი 2015 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არავინ არ ვიცით რას ავალებს ლუი ფალკაოს,მარა თუ მცველების უკან თამაშს ავალებს უვიცი ყოფილა, მაგრად არმგონია მაგას ავალებდეს, ვერ იხსნება იქ სადაც საჭიროა და უბურთოდაა მერე ვინუჯდენია ამოვიდეს რო ბურთს შეეხოს, თამაშში ჩაერთოს ,მარა ეგრევე კარგავს მაგ დაკარგვებზე კიედე ძაან რადიკალური პოზიცია მაქ
0
№13
ავტორი: Goginashvili777
2 მარტი 2015 01:07
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
დაეხმარეთ რა, ინვალიდია ?what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№14
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2015 01:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
ფეხი ვან პერსის დიდი ხანია აღარ აქვს უკვე, მაგრამ მე მაინც არ მჯერა, რომ რობინს მხოლოდ იმის გამო აყენებს, რომ ახირებაა. ამ კამათში რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ, სიმართლეს ვერავინ დაადგენს, რადგან ვერც მე ვკითხავ ლუის და ვერც შენ, თუ რატომ თამაშობს რობინი და არა რადამელი. მაგრამ წლევანდელ დერბის განხილვას თუ უყურებ, რომელსაც გარი ნევილი მომოიხილავს და ძირითად აქცენტს სწორედ რობინის თამაშზე აკეთებს, ცოტა არგუმენტი მაინც გვექნება. თუმცა პერსისაც უნდა დავუწუნოთ ის, რომ მომენტების რეალიზაციაში მოიკოჭლებს. მოიკოჭლებს კი არა ამას უარესი სიტყვა ჰქვია, მაგრამ კორექტულობა მირჩევნია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: Wardell
2 მარტი 2015 01:13
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
გინდა თქვა, რომ მართლა ვერ ხედავ ლუის ლმობიერებას და სიმპატიას პერსის მიმართ? ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვან. როდესაც ერერა, რაფაელი და თუნდაც იანგი ტრავმას იღდგენენ თამაშობენ რეზერვებში და 2-3 თამაში სჭირდებათ, რომ ლუისთვის სასურველ კონდიციაში მოვიდნენ და როცა პერსი ბრუნდება ტრავმის შემდეგ მაშინვე ძირითადშია.
0
№16
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2015 01:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
bziki,
გინდ მითხარი, რომ სისულელეა, გინდა არა, მაგრამ ასე მგონია, ფალკაო მიწაზე ვერ დგას ნორმალურად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: bziki
2 მარტი 2015 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
RojoDiablo
ფიზიკურად არაა სუსტი მარა პატარა მირტმაზე ძირს გდია . ისე გამოდის რო ფალკაო მხოლოდ საჯარიმოში უნდა იყოს და მის გარეთ არ გამოვიდეს,მხოლოდ საჯარიმოში ყოფნას იგივე შირერიც გაართმევს თავს ამ ასაკშიც

პერსი მართლა გამორჩეულად ევასება ლუის და მიზეზებიც აქვს რატომაც მხოლოდ ჰოლანდიელობაზე არაა, აქედან რთულია კორექტულად შეაფასო ვარჯიშებშებზე ხედავს ვის რა შეუძლია თან გაალის ფილოსოფიას პერსი ძაან მაგრად იცნობს, გუნდის ინტერესებზე წინ ლუი პერსის არ დააყენებს შედარებითია ყველაფერი პერსი უნდა შეადაროს სხვა ფორვარდებს თან სქემასაც ექცევა ყურადღებბა პერსიმ უკვე იცოდა ვანგაალის სქემები რას ითხოვდა თავდამსხმელისგან, და პერსი თუ არ იყო მოწოდების სიმაღლეზე დიდი ალბათობით სხვები უფრო უარესები იყვნენ თორე კიde ვიტყვი გუნდის იტერესებს არ გადააყოლებS ჰოლანდიელობანას

0
№18
ავტორი: temo-scholes
2 მარტი 2015 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ALEXFERGUSON,
sagol dzmao getanxmebi sruliad....!

falkaos am dros unda zustad exla zedized mainc 3 matchis srrullad chatareba ro forma agidginos...!
0
№19
ავტორი: RojoDiablo
2 მარტი 2015 10:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
და შენ გინდა მითხრა, რომ ლუის გამორჩეული ჰყავს ერთი ფეხბურთელი და იმას სწირავს მთელ თავის ფილოსოფიას და შესაძლოა სკამსაც? მერე რაა რომ იანგმა რეზერვებში ითამაშა? პერსის და მაგათი ტრავმები შეადარე და დაინახავ, რომ რობინს გაცილებით ნაკლები ხანი გაუცდა და გაცილებით მსუბუქი ტრავმა ჰქონდა. მსოფლიო ჩემპიონატის დასრტულების შემდეგ რობინს რა, არ მისცა გამოჯანმრთელებისთვის დრო? თუ ნეტავ პირდაპირ მოიყვანა და დასვა გუნდში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№20
ავტორი: vincent
2 მარტი 2015 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
პერსის რომ მარტო იმიტომ აყენებდეს სასტავში რომ ჰოლანდიელია,რაღაც არამგონია ეს სწორი იყო.პერსის უდიდესი გამოცდილება აქვს ინგლისში,და ვერავინ ვერ იტყვის რომ უმაღლესი კლასის დავდასხმელი არაა,მაგრამ ამ სეზონში ძალიან უჭირს. ნდობა ისედაც მეტი იქება,გომიცდილ ფეხბურთელს მეტი ნდობა აქვს ყოველთვის. არც ფალკაო და არც პერსი არ ხსნიან ეხლა ვარსკვლავებს,მაგრამ მე მაინც მირჩევნია ფალკაო ზუსტად ისე გამოიყენოს ლუიმ,სადაც ყველაზე ძლიერი მხარე აქვს. მაგრამ მე მე ვარ და ლუის საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი აზრები wink (არც უნდა აინტერესებდეს )
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top