"ნიუკასლის" ლეგენდა, ალან შირერი თვლის, რომ მოწინააღმდეგე გუნდების მცველებს ძალიან უიოლდებათ ფალკაოს წინააღმდეგ თამაში და ამას თავად კოლუმბიელი "აღწევს".
"მონაკოდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ რადამელ ფალკაომ ჩატარებულ 20 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.
"სანდერლენდთან" მატჩის განხილვისას ალან შირერმა ლუი ვან გაალსა და რაიან გიგზს დახმარებისთვის "მიმართა", რადგან ფალკაოს ბედი ძალიან აღელვებს.
"ჩემთვის ვფიქრობდი, "მიდი რაიან გიგზ, მიდი ლუი ვან გაალ, ცოტათი მაინც დახმარეთ ფალკაოს".
ვერ ვხედავდი, რომ მისთვის ეყვირათ, რაღაც უფრო განსხვავებულის კეთება დაევალებინათ, რათა უკან ერბინა.
ეჭვგარეშეა, თამაშებს შორის გამართულ ვარჯიშებზე არაფერს ეუბნებიან, რადგან ასეთი რამ ყოველ მატჩში ხდება. ის ვერ იღებს დახმარებას, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უნდა იღებდეს.
მცველების ზურგს უკან არ გარბის და მცველებს მასთან თამაშს უადვილებს.
ფალკაო ბურთს კარისკენ ზურგით მდგომი იღებს, ამიტომ მცველები მას მარტივად ეთამაშებიან და ართმევენ.
ის უნდა გარბოდეს და ამას მცველების ზურგს უკან გაქცევით უნდა აკეთებდეს, რაც ძალიან არ მოსწონთ მცველებს. უფრო მეტი კითხვების დასმა უნდა დაიწყოს.
საკუთარ თავს ვეუბნებოდი, "გთხოვ, გაინძერი". მთელი თამაშის განმავლობაში ასე ხდებოდა და ყოველ თამაშში ასე ხდება. - განაცხადა შირერმა.