თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2015, 20:41
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3064,
კომენტარები: 26
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი"-"ბარნლი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
ლაშა ვეკუა

აირჩიე შენი შემადგენლობა


ოთხშაბათს გასამართ მატჩში, წინა ტურისგან განასხვავებული შემადგენლობა რომ იქნება, მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით, ტრავმები და დისკვალიფიკაციები რომ დავივიწყოთ, "ვესტ ჰემთან" გამწესებულმა 11-ეულმა აშკარად ჩააგდო თამაში.

დაცვის ხაზში ვფიქრობ, ოთხიდან სამი მოთამაშე ისევ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში და ესენი არიან: როხო, ჯონსი და ვალენსია. პირველ ორთან დაკავშირებით, მგონი კითხვა არავის უჩნდება, რაც შეეხება ვალენსიას, მისი კონკურენტი რაფაელი კვლავ სარეზერვო გუნდში თამაშობს და ცდილობს ფორმის აღდგენას, ამიტომ ეკვადორელი კვლავ პირველივე წუთბიდან დაიწყებს. ამ სამეულს დაემატება კრის სმოლინგი, რომელიც როხოს ადგილს დაიკავებს, თავად არგენტინელი კი ახალგაზრდა შოუს ჩაანაცვლებს, რომელიც მატჩს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს.

ყველაზე მეტ ცვლილებას მოედნის ცენტრში ველი, სწორედ იმ ზონაში, რომელსაც მთლიანად დაეპატრონნენ "ჩაქუჩები" და ბლინდს განძრევის საშუალებაც კი არ მისცეს. ვფიქრობ, დროა უეინმა თავდამსხმელის როლი შეითავსოს და ცენტრალურ ზონაში ადგილი სხვა მოთმაშეებს დაუთმოს. ბლინდისგან მარჯვნივ, ერერა ან ფელაინი იდგება, გააჩნია როგორ შეტევას გადაწყვეტს ლუი: სწრაფს და ტექნიკურს, თუ მაღალი პასებით. ადგილს შეინარჩუნებს ანხელ დი მარია, ხოლო 10-იანის პოზიციაზე ხუან მატა მოგვევლინება.

რაც შეეხება შემტევ დუეტს, აქაც ბევრი ვარიანტია, თუმცა უეინი, რომ ხელშეუხებელია ესეც ნათელია. მისი მეწყვილე კი სავარაუდოდ ვან პერსი უნდა იყოს, რადგან ეროვნების ბევრად მეტი შანსი აქვს, თუმცა პირადად მე სიამოვნებით ვიხილავდი ახალგაზრდა უილსონსაც.


გიორგი გოგია

აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო წარუმატებელი მატჩის შემდეგ, ვფიქრობ ლუი ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" "ბარნლის" შემდეგი შემადგენლობით დაუპირისპირდება.

კარის დარაჯად ჰოლანდიელი აუცილებლად ჩვენს მხსნელ დავიდ დე ხეას გამოიყვანს. დაცვის ხაზში კი შოუს დისკვალიფიკაციის შემდეგ ცვლილებები იქნება. ახალგაზრდა ინგლისელის პოზიციას ვფიქრობ, მარკოს როხო დაიკავებს, რაც შეეხება დანარჩენებს, ალბათ ვან გაალი მაკნეირი-ჯონსი-ვალენსია იქნება. როხოს ადგილას კი ახალგაზდა პედი მაკნეირი დაიკავებს, რომელმაც სამშაბათს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. მის გვერდით საუკეთესო ვარიანტად ფილ ჯონსი მიმაჩნია. მარჯვენა მცველად კი ხვალ იანვრის საუკეთესო მოთამაშე ანტონიო ვალენსია მოგვევლინება.

რომბის სათავეს ისევ და ისევ დეილი ბლინდი დაიკავებს, რომელიც "წითელთა" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე ჩემი აზრით, პრემიერ ლიგის 25-ე ტურის თამაშში პირველივე წუთებიდანვე იქნებიან დი მარია-რუნი და მატა. ვან გაალის კომენტარების გათვალისწინებით "შრეკი" მომდევნო მატჩშიც ნახევარდაცვაში ითამაშებს. ათიანის პოზიციას კი დი მარიას ნაცვლად მატა დაიკავებს.

ცვლილებები მოხდება თავდასხმაშიც. ერთმანეთს ფალკაო-ვან პერსის ნაცვლად, კოლუმბიელის ბოლო იმედგაცრუებული თამაშის გამო, უილსონი და რობინ ვან პერსი შეუწყვილდებიან.

გურამ გოგინაშვილი

აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო მატჩებია იუნაიტედი ერთი და იგივე შემადგენლობით გამოდის და ძირითადი შემადგენლობაც მეტ ნაკლებად უკვე ცნობილია.

რაც შეეხება მეკარეს, დავიდიზე არაფერს დავწერ რადგან ყველაფერი ისედაც ცხადია. ჩემი აზრით დაცვის ცენტრში კვლავ როხოსა და ჯონსის დუეტი დადგება, რამეთუ ბოლო მატჩებში ძირითადში ეს ორი გვევლინება და ფორმითაც აღემატებიან სმოლინგსა და ევანსს. რაფაელი ჯერ კიდევ გადის მოსამზადებელ პერიოდს, ამიტომ მარჯვება ფლანგზე ვალენსია იდგება, ხოლო მარცხენა ფრთაზე იანგის მეტი ალტერნატივა არ არსებობს. ცენტრშიც უკონკურენტოა დეილი ბლინდი, რომელიც კარგად ართმევს თავს დაკისრებულ საქმეს, მას გვერდებიდან დაეხმარებიან დი მარიასა და იანუზაის დუეტი. ბელგიელი ბოლო შეხვედრებში კარგად გამოიყურება და ვან გაალიც აძლევს შანს, ხოლო დი მარია უბრალოდ ყოველთვის დიდ იმედს იძლევა, თუმცა ამ საქმეს როდი ასრულებს. იმედი მაქვს და მსურს, რომ რუნი და მატას დუეტი ვიხილო შემტევ ნახევარმცველებად. მატა ამ პოზიციისთვის არის შექმნილი, ხოლო რუნის ცენტრში თამაში არაფრის მომტანია გუნდისთვისაც და თავად რუნისთვისაც.

ფორვარდად დიდი ალბათობით ვან პერსი იდგება. მართლაია საშინელ ფორმაშია, მაგრამ მისი კონკურენტი, ფალკაოც ვერაფერს აკეთებს მოედანზე და ამის ფონზე ვან გაალს მოუწევს ფალკაოსა და ვან პერის შორის არჩევანის გაკეთება,რომელსაც ვან პერსიზე შეაჩრებს.


რომელ ავტორს ეთანხმებით?

ლაშა ვეკუას
გიორგი გოგიას
გურამ გოგინაშვილს
არცერთს

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
26 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
10 თებერვალი 2015 20:42
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გიორგი გოგია !!! derpthumb
0
№2
ავტორი: chudikone
10 თებერვალი 2015 20:45
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვეკუას ვეთანხმები, ოღონდ ლიანდაგი არ დამანახოთ ძირითადში, მაკნეირი ჯობია დადგეს მის ადგილას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Count Alucard
10 თებერვალი 2015 20:47
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ლაშას ვეთანხმები მე რუნის ფორვარდობა მომენატრა.
0
№4
ავტორი: Wardell
10 თებერვალი 2015 20:48
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
chudikone,
ნახშირი შეაყარე იქნებ რამე ქნას :/ :/
0
№5
ავტორი: Best 7
10 თებერვალი 2015 20:57
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ლაშა ვეკუას წყობა უფრო მომწონს! მომენატრა რუნი თავდასმაში
0
№6
ავტორი: Svanii
10 თებერვალი 2015 21:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
გურამას წყობა უფრო რეალურია. რუნის წინ არდააყენებს ვანგაალი.
0
№7
ავტორი: Goginashvili777
10 თებერვალი 2015 21:32
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
გოგიას წყობასაც არაუშავს, მაგრამ დაცვის ხაზი ჰყავს ცოტა საეჭვო. პედი თუ იქნება, ისიც ფლანგზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: RojoDiablo
10 თებერვალი 2015 21:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შემტევი ხაზი მეც მინდა ისეთი იყოს, ლაშას რომ აქვს, მაგრამ ლუი დათმობს ვითომ? გოგიას რომ უყენია იგივეს დააყენებს, ოღონდ ფალკაო იქნება უილსონის ნაცვლად მაინც.

ასეთ მატჩებში ბევრი რამის ცდა შეიძლება და იქნება ერერასაც მისცეს შანსი, მითუმეტეს წინა მატჩის წინ თქვა, რომ უკვე ფორმაშია ანდერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: UTD-Rule
10 თებერვალი 2015 21:52
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ოთხი მცველი,ცენტრში დაიმონდი და ორი თავდამსხმელი ყველაზე ცუდი ვარიანტია ამ ფორმაციის მანჩესტერისთვის.ზუსტად ამ ტაქტიკით ვითამაშეთ ვესტ ჰემთან და მოედანზე შემტევი 5 ფეხბურთელი იყო,მაგრამ მომენტები არც იქმნებოდა საკმაოდ და ვერც ვიყენებდით.ფლანგის მცველები ჩაწოდებებით საფრთხეს ვერ ქმნიან,დი მარიას ცენტრში სივრცე არ აქვს რო თავისი უპირატესობით ისარგებლოს,შესაბამისად გვიხდება მაღალ ბურთებზე თამაში,რასაც ჩვენ "სვარკას" ვუწოდებთ.ვფიქრობ დროა ჩვენი ფლანგების სიძლიერი დავანახოთ მეტოქეს.

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: Lee Sharpe
10 თებერვალი 2015 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
სასტავ ფოტო როგორ დავამაგრო?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top