თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2015, 20:41
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3188,
კომენტარები: 26
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი"-"ბარნლი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
ლაშა ვეკუა

აირჩიე შენი შემადგენლობა


ოთხშაბათს გასამართ მატჩში, წინა ტურისგან განასხვავებული შემადგენლობა რომ იქნება, მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით, ტრავმები და დისკვალიფიკაციები რომ დავივიწყოთ, "ვესტ ჰემთან" გამწესებულმა 11-ეულმა აშკარად ჩააგდო თამაში.

დაცვის ხაზში ვფიქრობ, ოთხიდან სამი მოთამაშე ისევ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში და ესენი არიან: როხო, ჯონსი და ვალენსია. პირველ ორთან დაკავშირებით, მგონი კითხვა არავის უჩნდება, რაც შეეხება ვალენსიას, მისი კონკურენტი რაფაელი კვლავ სარეზერვო გუნდში თამაშობს და ცდილობს ფორმის აღდგენას, ამიტომ ეკვადორელი კვლავ პირველივე წუთბიდან დაიწყებს. ამ სამეულს დაემატება კრის სმოლინგი, რომელიც როხოს ადგილს დაიკავებს, თავად არგენტინელი კი ახალგაზრდა შოუს ჩაანაცვლებს, რომელიც მატჩს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს.

ყველაზე მეტ ცვლილებას მოედნის ცენტრში ველი, სწორედ იმ ზონაში, რომელსაც მთლიანად დაეპატრონნენ "ჩაქუჩები" და ბლინდს განძრევის საშუალებაც კი არ მისცეს. ვფიქრობ, დროა უეინმა თავდამსხმელის როლი შეითავსოს და ცენტრალურ ზონაში ადგილი სხვა მოთმაშეებს დაუთმოს. ბლინდისგან მარჯვნივ, ერერა ან ფელაინი იდგება, გააჩნია როგორ შეტევას გადაწყვეტს ლუი: სწრაფს და ტექნიკურს, თუ მაღალი პასებით. ადგილს შეინარჩუნებს ანხელ დი მარია, ხოლო 10-იანის პოზიციაზე ხუან მატა მოგვევლინება.

რაც შეეხება შემტევ დუეტს, აქაც ბევრი ვარიანტია, თუმცა უეინი, რომ ხელშეუხებელია ესეც ნათელია. მისი მეწყვილე კი სავარაუდოდ ვან პერსი უნდა იყოს, რადგან ეროვნების ბევრად მეტი შანსი აქვს, თუმცა პირადად მე სიამოვნებით ვიხილავდი ახალგაზრდა უილსონსაც.


გიორგი გოგია

აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო წარუმატებელი მატჩის შემდეგ, ვფიქრობ ლუი ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" "ბარნლის" შემდეგი შემადგენლობით დაუპირისპირდება.

კარის დარაჯად ჰოლანდიელი აუცილებლად ჩვენს მხსნელ დავიდ დე ხეას გამოიყვანს. დაცვის ხაზში კი შოუს დისკვალიფიკაციის შემდეგ ცვლილებები იქნება. ახალგაზრდა ინგლისელის პოზიციას ვფიქრობ, მარკოს როხო დაიკავებს, რაც შეეხება დანარჩენებს, ალბათ ვან გაალი მაკნეირი-ჯონსი-ვალენსია იქნება. როხოს ადგილას კი ახალგაზდა პედი მაკნეირი დაიკავებს, რომელმაც სამშაბათს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. მის გვერდით საუკეთესო ვარიანტად ფილ ჯონსი მიმაჩნია. მარჯვენა მცველად კი ხვალ იანვრის საუკეთესო მოთამაშე ანტონიო ვალენსია მოგვევლინება.

რომბის სათავეს ისევ და ისევ დეილი ბლინდი დაიკავებს, რომელიც "წითელთა" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე ჩემი აზრით, პრემიერ ლიგის 25-ე ტურის თამაშში პირველივე წუთებიდანვე იქნებიან დი მარია-რუნი და მატა. ვან გაალის კომენტარების გათვალისწინებით "შრეკი" მომდევნო მატჩშიც ნახევარდაცვაში ითამაშებს. ათიანის პოზიციას კი დი მარიას ნაცვლად მატა დაიკავებს.

ცვლილებები მოხდება თავდასხმაშიც. ერთმანეთს ფალკაო-ვან პერსის ნაცვლად, კოლუმბიელის ბოლო იმედგაცრუებული თამაშის გამო, უილსონი და რობინ ვან პერსი შეუწყვილდებიან.

გურამ გოგინაშვილი

აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო მატჩებია იუნაიტედი ერთი და იგივე შემადგენლობით გამოდის და ძირითადი შემადგენლობაც მეტ ნაკლებად უკვე ცნობილია.

რაც შეეხება მეკარეს, დავიდიზე არაფერს დავწერ რადგან ყველაფერი ისედაც ცხადია. ჩემი აზრით დაცვის ცენტრში კვლავ როხოსა და ჯონსის დუეტი დადგება, რამეთუ ბოლო მატჩებში ძირითადში ეს ორი გვევლინება და ფორმითაც აღემატებიან სმოლინგსა და ევანსს. რაფაელი ჯერ კიდევ გადის მოსამზადებელ პერიოდს, ამიტომ მარჯვება ფლანგზე ვალენსია იდგება, ხოლო მარცხენა ფრთაზე იანგის მეტი ალტერნატივა არ არსებობს. ცენტრშიც უკონკურენტოა დეილი ბლინდი, რომელიც კარგად ართმევს თავს დაკისრებულ საქმეს, მას გვერდებიდან დაეხმარებიან დი მარიასა და იანუზაის დუეტი. ბელგიელი ბოლო შეხვედრებში კარგად გამოიყურება და ვან გაალიც აძლევს შანს, ხოლო დი მარია უბრალოდ ყოველთვის დიდ იმედს იძლევა, თუმცა ამ საქმეს როდი ასრულებს. იმედი მაქვს და მსურს, რომ რუნი და მატას დუეტი ვიხილო შემტევ ნახევარმცველებად. მატა ამ პოზიციისთვის არის შექმნილი, ხოლო რუნის ცენტრში თამაში არაფრის მომტანია გუნდისთვისაც და თავად რუნისთვისაც.

ფორვარდად დიდი ალბათობით ვან პერსი იდგება. მართლაია საშინელ ფორმაშია, მაგრამ მისი კონკურენტი, ფალკაოც ვერაფერს აკეთებს მოედანზე და ამის ფონზე ვან გაალს მოუწევს ფალკაოსა და ვან პერის შორის არჩევანის გაკეთება,რომელსაც ვან პერსიზე შეაჩრებს.


რომელ ავტორს ეთანხმებით?

ლაშა ვეკუას
გიორგი გოგიას
გურამ გოგინაშვილს
არცერთს

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
26 კომენტარი
№21
ავტორი: AkkRed
11 თებერვალი 2015 14:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა მოწიეთ?
0
№22
ავტორი: batumski
11 თებერვალი 2015 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ლაშა ვეკუა derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№23
ავტორი: Mike
11 თებერვალი 2015 17:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
როხო, სმოლინგი,ჯონსი,ვალენსია, ერერა, ბლინდი,ფელაინი, დი მარია, რუნი, ვილსონი. 4-1-3-1-1
0
№24
ავტორი: iliagvino
11 თებერვალი 2015 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
0
№25
ავტორი: I L C
11 თებერვალი 2015 19:44
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Arvici ras daayenebs mara eset tamasheb
shi unda cados axali taqtika faqtia ritac tanashobs ar varga
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№26
ავტორი: LizarD
11 თებერვალი 2015 19:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
GK - De Gea
Left Back - Rojo
Center Back - Smalling
Center Back - Jones
Righ Back - Rafael
Defensive Midfielder - Blind
Central Midfielder - Herrera
Central Midfielder - Fellaini
Attacking Midfielder - Di Maria
Second Striker - Rooney
Center Forward - R. van Persie
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top