თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2015, 20:41
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3065,
კომენტარები: 26
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი"-"ბარნლი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
ლაშა ვეკუა

აირჩიე შენი შემადგენლობა


ოთხშაბათს გასამართ მატჩში, წინა ტურისგან განასხვავებული შემადგენლობა რომ იქნება, მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით, ტრავმები და დისკვალიფიკაციები რომ დავივიწყოთ, "ვესტ ჰემთან" გამწესებულმა 11-ეულმა აშკარად ჩააგდო თამაში.

დაცვის ხაზში ვფიქრობ, ოთხიდან სამი მოთამაშე ისევ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში და ესენი არიან: როხო, ჯონსი და ვალენსია. პირველ ორთან დაკავშირებით, მგონი კითხვა არავის უჩნდება, რაც შეეხება ვალენსიას, მისი კონკურენტი რაფაელი კვლავ სარეზერვო გუნდში თამაშობს და ცდილობს ფორმის აღდგენას, ამიტომ ეკვადორელი კვლავ პირველივე წუთბიდან დაიწყებს. ამ სამეულს დაემატება კრის სმოლინგი, რომელიც როხოს ადგილს დაიკავებს, თავად არგენტინელი კი ახალგაზრდა შოუს ჩაანაცვლებს, რომელიც მატჩს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს.

ყველაზე მეტ ცვლილებას მოედნის ცენტრში ველი, სწორედ იმ ზონაში, რომელსაც მთლიანად დაეპატრონნენ "ჩაქუჩები" და ბლინდს განძრევის საშუალებაც კი არ მისცეს. ვფიქრობ, დროა უეინმა თავდამსხმელის როლი შეითავსოს და ცენტრალურ ზონაში ადგილი სხვა მოთმაშეებს დაუთმოს. ბლინდისგან მარჯვნივ, ერერა ან ფელაინი იდგება, გააჩნია როგორ შეტევას გადაწყვეტს ლუი: სწრაფს და ტექნიკურს, თუ მაღალი პასებით. ადგილს შეინარჩუნებს ანხელ დი მარია, ხოლო 10-იანის პოზიციაზე ხუან მატა მოგვევლინება.

რაც შეეხება შემტევ დუეტს, აქაც ბევრი ვარიანტია, თუმცა უეინი, რომ ხელშეუხებელია ესეც ნათელია. მისი მეწყვილე კი სავარაუდოდ ვან პერსი უნდა იყოს, რადგან ეროვნების ბევრად მეტი შანსი აქვს, თუმცა პირადად მე სიამოვნებით ვიხილავდი ახალგაზრდა უილსონსაც.


გიორგი გოგია

აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო წარუმატებელი მატჩის შემდეგ, ვფიქრობ ლუი ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" "ბარნლის" შემდეგი შემადგენლობით დაუპირისპირდება.

კარის დარაჯად ჰოლანდიელი აუცილებლად ჩვენს მხსნელ დავიდ დე ხეას გამოიყვანს. დაცვის ხაზში კი შოუს დისკვალიფიკაციის შემდეგ ცვლილებები იქნება. ახალგაზრდა ინგლისელის პოზიციას ვფიქრობ, მარკოს როხო დაიკავებს, რაც შეეხება დანარჩენებს, ალბათ ვან გაალი მაკნეირი-ჯონსი-ვალენსია იქნება. როხოს ადგილას კი ახალგაზდა პედი მაკნეირი დაიკავებს, რომელმაც სამშაბათს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. მის გვერდით საუკეთესო ვარიანტად ფილ ჯონსი მიმაჩნია. მარჯვენა მცველად კი ხვალ იანვრის საუკეთესო მოთამაშე ანტონიო ვალენსია მოგვევლინება.

რომბის სათავეს ისევ და ისევ დეილი ბლინდი დაიკავებს, რომელიც "წითელთა" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე ჩემი აზრით, პრემიერ ლიგის 25-ე ტურის თამაშში პირველივე წუთებიდანვე იქნებიან დი მარია-რუნი და მატა. ვან გაალის კომენტარების გათვალისწინებით "შრეკი" მომდევნო მატჩშიც ნახევარდაცვაში ითამაშებს. ათიანის პოზიციას კი დი მარიას ნაცვლად მატა დაიკავებს.

ცვლილებები მოხდება თავდასხმაშიც. ერთმანეთს ფალკაო-ვან პერსის ნაცვლად, კოლუმბიელის ბოლო იმედგაცრუებული თამაშის გამო, უილსონი და რობინ ვან პერსი შეუწყვილდებიან.

გურამ გოგინაშვილი

აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო მატჩებია იუნაიტედი ერთი და იგივე შემადგენლობით გამოდის და ძირითადი შემადგენლობაც მეტ ნაკლებად უკვე ცნობილია.

რაც შეეხება მეკარეს, დავიდიზე არაფერს დავწერ რადგან ყველაფერი ისედაც ცხადია. ჩემი აზრით დაცვის ცენტრში კვლავ როხოსა და ჯონსის დუეტი დადგება, რამეთუ ბოლო მატჩებში ძირითადში ეს ორი გვევლინება და ფორმითაც აღემატებიან სმოლინგსა და ევანსს. რაფაელი ჯერ კიდევ გადის მოსამზადებელ პერიოდს, ამიტომ მარჯვება ფლანგზე ვალენსია იდგება, ხოლო მარცხენა ფრთაზე იანგის მეტი ალტერნატივა არ არსებობს. ცენტრშიც უკონკურენტოა დეილი ბლინდი, რომელიც კარგად ართმევს თავს დაკისრებულ საქმეს, მას გვერდებიდან დაეხმარებიან დი მარიასა და იანუზაის დუეტი. ბელგიელი ბოლო შეხვედრებში კარგად გამოიყურება და ვან გაალიც აძლევს შანს, ხოლო დი მარია უბრალოდ ყოველთვის დიდ იმედს იძლევა, თუმცა ამ საქმეს როდი ასრულებს. იმედი მაქვს და მსურს, რომ რუნი და მატას დუეტი ვიხილო შემტევ ნახევარმცველებად. მატა ამ პოზიციისთვის არის შექმნილი, ხოლო რუნის ცენტრში თამაში არაფრის მომტანია გუნდისთვისაც და თავად რუნისთვისაც.

ფორვარდად დიდი ალბათობით ვან პერსი იდგება. მართლაია საშინელ ფორმაშია, მაგრამ მისი კონკურენტი, ფალკაოც ვერაფერს აკეთებს მოედანზე და ამის ფონზე ვან გაალს მოუწევს ფალკაოსა და ვან პერის შორის არჩევანის გაკეთება,რომელსაც ვან პერსიზე შეაჩრებს.


რომელ ავტორს ეთანხმებით?

ლაშა ვეკუას
გიორგი გოგიას
გურამ გოგინაშვილს
არცერთს

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
26 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
10 თებერვალი 2015 22:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Lee Sharpe,
კომენტარის ველში გასაღების მაგვარი რაღაც რომაა, იმის გვერდით მწვანე ოთხკუთხედი ფორმის ნიშანს დააჭირე და მანდ ჩადე სურათის ლინკი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: RioManIa
10 თებერვალი 2015 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ვეკუას ვეთანხმები. ზუსტად ის შემადგენლობა დააყენა რასაც მის ადგილას მეც დავაყენებდი. ნუ შეიძლება მაკნეირი ჩავსვათ ვალენსიას ადგილას. სმოლინგის დაცვის ცენტრში დაბრუნება მისასალმებელია. კრისი ამ მანჩესტერის დაცვის ლიდერია და ამას მომდევნო მატჩებშიც დაამტკიცებს. მატა ძირითადში უნდა იდგეს აუცილებლად.


დარწმუნებული ვარ ვან გაალი 3-5-2-ს დააყენებს. აი ნახეთ...
0
№13
ავტორი: Lee Sharpe
10 თებერვალი 2015 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
0
№14
ავტორი: Count Alucard
11 თებერვალი 2015 01:05
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ვან პერსის და ფალკაოს სასტარტოში ერთად ყოფნის მიზეზს ვერ ვხედავ, გარდა იმისა რომ ვერცერთს ვერ ჩაგრავს ვან გაალი, არადა ერთი გამოკვეთილი ფორვარდით და მის უკან რუნითი ბევრად უფრო ეფექტური შეტევა გვექნებოდა, როგორც ფერგის დროს იყო, წინ პერსი და მის ოდნავ უკან რუნი, მაგრამ ეს ფალკაო ხო უნდა შეტენოს. საერთოდ ფორვარდად ვილსონი და მის ოდნავ უკან რუნი, რუნის უკან მატა ფლანგებზე დიმარია და ყანუზაი უკან ფელაინი და ოთხი მცველი. რუნი და მარა 10იანის ირგვლივ იმოძრავებენ მუდამ პოზიციების ცვლით და მოკლე-მოკლე პასებით ვილსონი წინ და ფელაინი/ბლინდი/ერერა/კერიკი ამ ოთხეულიდან რომელიღაც მათ უკან იმოქმედებს და ბურთის დაჭერაში დაეხამრებათ. შემდეგი მატჩისთვის ადგილი შემინახეთ ამ სტატიაში რა lol lol lol
0
№15
ავტორი: Jubo
11 თებერვალი 2015 03:46
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
გოგინას შემადგენლობაში იანგმა ჩააიმასქნა დანარჩენი მომწონს, ნუ ვილსონი პერსის ნაცვლად კარგი იქნებოდა.
და ისე გოგიას შემადგენლობაა ყველაზე ახლოს იმ ძირითადთან ლუი რასაც დააყენებს ხვალ

ამ სიახლეში სულ სხვა პრინციპია და იქნებ შემდეგ ჯერზე რამენაირად დავწეროთ სადმე რა, აქ საქმე იმაში არაა რომელი შემადგენლობა მოგვწონს და რომელი არა. უნდა ავირჩიოთ ის შემადგენლობა, რომელსაც ვან გაალი დააყენებს. შეიძლება სულ არ მომწონდეს დავუშვათ გოგიას შემადგენლობა მაგრამ ვან გაალის "ფილოსოფიიდან" გამომდინარე ყველაზე რეალური იყოს და ის ავირჩიო..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№16
ავტორი: Macklemore
11 თებერვალი 2015 04:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
გურამას წყობაში იანგი იმენა ყვირის, თან ცუდად :D გოგიას წყობას არაუშავს და ლაშას წყობაც კაია, მაგრამ მეეჭვება რუნი ფორვარდად ათამაშოს.
0
№17
ავტორი: skid_row
11 თებერვალი 2015 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
№9ავტორი: UTD-Rule am kacma yvelaze magari tqva mec mase vpiqrob

№9ავტორი: UTD-Rule am kacma yvelaze magari tqva mec mase vpiqrob
0
№18
ავტორი: Di Maria (7)
11 თებერვალი 2015 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
4-4-2 diamond (de gea Valencia McNair rojo young blind Fellaini januzaj di maria rooney RVP 3-0 feel

My Webpage
0
№19
ავტორი: uri13
11 თებერვალი 2015 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
vekua kalatburtelu xom ar xar???
0
№20
ავტორი: Wardell
11 თებერვალი 2015 13:14
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
uri13,
ურია შენ ხარ? :D კი მე ვარ მე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top