თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2015, 10:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2484,
კომენტარები: 26
"იუნაიტედი" "კემბრიჯის" ფეხბურთელებს მაისურებს აჩუქებს
"წითელი ეშმაკები" მომავალ მეტოქეს მაისურებს აჩუქებენ.
"კემბრიჯ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა "მანჩესტერ იუნაიტედისგან" "ები სტედიუმზე" მაინც მიიღეს მაისურები, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ლიგის გუნდი მაისურების გაცვლის თაობაზე მთავარმა მწვრთნელმა გააფრთხილა.

"ოლდ ტრაფორდზე" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩის გამართვის შემდეგ კი "კემბრიჯის" ფეხბურთელები დამატებით წითელ მაისურებს მიიღებენ, რადგან პირველ მატჩში "იუნაიტედი" თეთრ ფორმას ატარებდა.

ინგლისის თასის პირველი მატჩის დაწყებამდე "კემბრიჯის" მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ მანიმ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ თუ ანხელ დი მარიასა და მის თანაგუნდელებს მაისურს გაუცვლიდნენ, სათანადო თანხის გადახდა მოუხდებოდათ.

სათანადო თანხა კი 39.99 ფუნტს შეადგენს. მაგრამ "იუნაიტედმა" ნაცვლად მაისურის გაცვლისა და მოწინააღმდეგის ჯიბის დაზარალებისა, მაისურების ჩუქება ისურვა.

"ჩვენ საკმარისად მდიდრები არ ვართ იმისთვის, რომ მაისურები გავცვალოთ. თუ ჩემი ფეხბურთელები ამას გააკეთებენ, მათ საფასურის გადახდა მოუწევთ." - განაცხადა კემბრიჯის მწვრთნელმა.

მანის გუნდი პირველი მატჩის დასრულების შემდეგ ძალიან დაკავებული იყო ფრის აღნიშვნით და მაისურების გაცვლისთვის არ ეცალა.

მაგრამ კამერებს მიღმა "კემბრიჯის" ფეხბურთელების რვა-ცხრა კაციანი რიგი იდგა, რომლებიც "იუნაიტედის" გასახდელი ოთახისკენ მიიწევდნენ, რათა მაისურები მიეღოთ.

"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ლუკ ჩედვიკი კი ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ლიგის ფეხბურთელებმა დე ხეას, დი მარიას, ვან პერსის, ფალკაოსა და კერიკის მაისურები მიიღეს, მაინც უკმაყოფილინო დარჩნენ, რადგან მათ რიგებში არ იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის, უეინ რუნის 10 ნომრიანი მაისური.

თუმცა "იუნაიტედი" "კემბრიჯს" "დანაკარგს" დღესვე აუნაზღაურებს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
26 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 თებერვალი 2015 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საღოლ დუმბო კაი სტატიაა რამდენი ვიცინე wink wink

მერე წაიღებენ ამ ჩვენ მაისურებს, უეჭველი დაალომბარდებენ და ერთი 3 წლის განმავბლობაში გუნდს ფინანსური საკითხი მოგვარებული ექნება wink
0
№2
ავტორი: RojoDiablo
3 თებერვალი 2015 10:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
გადათამაშებით უკვე მიიღეს ასოციაციისგან 1.7 მლნ. ფუნტი და კემბრიჯის პრეზიდენტმა თქვა, რომ სტადიონზე ტუალეტებს ააშენებს. აქამდე რას შვრებოდნენ ძალიან მაინტერესებს

თან იმათი მწვრთნელის გვარია - Money
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 თებერვალი 2015 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
აქამდე ძირითადად ბუჩქის მოვლით იყვნენ დაკავებულნი....... wink
0
№4
ავტორი: AkkRed
3 თებერვალი 2015 10:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

რაღატო დაალომბარდებენ, გააქირავებენ ბიჭო. ლომბარდზე ფულის დაბრუნება მოუწევთ, გაქირავებაზე კი ყოველთვიური შემოსავალია გასავლის გარეშე lol
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 თებერვალი 2015 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
მაპატიე მაგდენი ვეღარ გავთვალე. მაგას მარტო სომეხი თუ გამოითვლიდა wink
0
№6
ავტორი: RojoDiablo
3 თებერვალი 2015 10:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
თუ დახმარებაა, ბარემ დახმარება იყოს და მოვაგებინოთ, მერე ტუალეტში ხელის დასაბანსაც გააკეთებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 თებერვალი 2015 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
მთლად ჩვენზეც ეხლა ნუ აიწყობენ ცხოვრებას wink
0
№8
ავტორი: RojoDiablo
3 თებერვალი 2015 10:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
მოუწევთ კიდევ ჩასვლა კემბრიჯში "იუნაიტედის" ფეხბურთელებს და ხელდაუბანელებს ხომ არ ჩამოართმევენ ხელს აბა? ცოტა ესეც უნდა გათვალონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 თებერვალი 2015 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
მოიცა ესეიგი აქამდე ხელდაუბანელებმა ჩამოართვეს??? sad wink
0
№10
ავტორი: RojoDiablo
3 თებერვალი 2015 10:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ჰო, და მატჩის მერე ვალენსიას გარდა ყველამ დაიბანა ხელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top