თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2014, 18:13
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3197,
კომენტარები: 22
რა მოხდა სინამდვილეში?!
ანხელ დი მარიამ ყველაფერს ფარდა ახადა.
რა მოხდა სინამდვილეში?!
ანხელ დი მარია, რომელიც "იუნაიტედის" სარეკორდო ტრანსფერი გახდა ზაფხულში, შესაძლოა პარიზულ გუნდში აღმოჩენილიყო რომ არა ისეთი დიდი თანხა, რამდენსაც "რეალი" ითხოვდა.

მას შემდეგ რაც ანხელმა კონტრაკტს ხელი მოაწერა და "წითელი ეშმაკი" გახდა "პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელიაფმა განაცხადა რომ, დი მარიას მის გუნდში თამაში სურდა, თუმცა გუნდმა ვერ მოახერხა მისი შეძენა სანქციების გამო.

დღეს დილით ფრანგულ რადიოსთან ინტერვიუში ხალიფას სიტყვები გაამყარა თავად არგენტინელმა:

"ვფიქრობ პრობლემა მხოლოდ ფასი იყო. მათ არ შეეძლოთ ამხელა თანხის გადახდა და ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა რომ, მე არ წავედი პარიზში. ამ ფრანგულ კლუბში თამაში ჩემი აზრით ყველა ფეხბურთელს სურს, მაგრამ მე ახლა პრემიერ ლიგაში ვარ და აქ ვეცდები თავის გამოჩენას.

წავალ თუ არა პარიზში მომავალში? შეიძლება. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ფეხბურთში ძალიან ბევრი მოულოდნელი ტრანსფერები ხორციელდება ამიტომ არ ვიცი რა მოხდება.

ძალიან ბევრი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით. თუმცა გარკვეული ნაწილი შეთავაზების შემდეგ აღარ აქტიურობდა, "იუნაიტედი" კი ბოლომდე იბრძოდა ჩემთვის, რადგან ძალიან სურდათ ჩემი ხილვა წითელ მაისურში. ასე ავღმოჩნდი აქ და ეს არის სიმართლე."
- დაასრულა დი მარიამ.


წყარო: mirror.co.uk
ინტერვიუები
22 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
16 ნოემბერი 2014 18:17
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Psg da iunaitedi rigor unda sheudaro
0
№2
ავტორი: Wardell
16 ნოემბერი 2014 18:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ოოოოო რაღაც არ მომწონს ამის ლაპარაკიიიიი cerealguy

თუ არ გინდოდა რას მოდიოდი :/
0
№3
ავტორი: DimaSanaia
16 ნოემბერი 2014 18:39
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
დააყენე ერთი ადგილი :) თავი არ გვაგინებინო სანამ აქ ხარ. ისედაც სამ ჩაჯმულ თამაშზე ხმას არ ვიღებთ და მოკეტე :)

გამომივიდა აქ მესი ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№4
ავტორი: Martial
16 ნოემბერი 2014 19:24
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ჩამოყალიბდეს და ერთ აზრზე რო იყოს არ შეიძლება? ხან ამბობს აქ თამაში ჩემი ოცნება იყოო, ეხლა შეიძლება წავიდე კიდეცო ისო ესო. თუ ძმა ხარ რა
0
№5
ავტორი: gilmour
16 ნოემბერი 2014 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ცუდია თუ მართლა მარტო ფულმა გადაწყვიტა ეს ტრანსფერი. ესიგი პირველივე შანსს არ გაუშვებს ხელიდან რო წავიდეს თუ გუნდმა თამაში არ გამოასწორა სეზონის ბოლომდე.
0
№6
ავტორი: chaobi
16 ნოემბერი 2014 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
Ar momwons me amis saubari ratomgac da tu rame ar mowons wavides aravin ar akavebs amis gareshec united unitedia ;)
0
№7
ავტორი: chudikone
16 ნოემბერი 2014 19:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დრააა და და კაიფობთ ჩემი ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Berba 9
16 ნოემბერი 2014 20:13
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
და აბა ეხლა, რომ ლანძღავთ რა გეგონათ დი მარიას მანჩესტერში გადმოსვლა თავიდანვე ეტყობოდა, რომ არ უნდოდა... არა კი უნდოდა, მაგრამ უფრო მეტად პსჟ-ში გადასვლა უნდოდა, იმიტომ რომ პარიზში გადადიოდა და უხაროდა, ესაა და ეს ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: RojoDiablo
16 ნოემბერი 2014 20:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე მაინც ვფიქრობ, რომ დი მარია რონალდუზე "ეჭვიანობდა". რეალში რონალდუ უფრო მეტად დაფასებული იყო როგორც ვარსკვლავი და როგორც მინიმუმ მასთან გატოლებას ცდილობდა.

ჩვენთან რომ გადმოვიდა თქვა ის, რასაც იტყობდა ნახევარი მსოფლიოს ფეხბურთელი: "ბედნიერი ვარ და ჩემი ცონება იყო აქ თამაშიო". ამ სიტყვებს წრფელად არასდროს ვიგებ. უბრალოდ აუცილებელი ფრაზაა და მეტი არაფერი.

ამ სიტყვებში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. გამორიცხული არასდროს არაფერი ყოფილა და არც დი მარიას წასვლა იქნება გამორიცხული. მან მხოლოდ შესაძლო ვარიანტი დაასახელა და არა აუციელებლი მოვლენა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: AkkRed
16 ნოემბერი 2014 21:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Gamoasworos tamashi da tu unda tavshi qva ixalos kaco :D sameulshi shevidet da mere tu unda chixurashi gadavides
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top