თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2014, 18:13
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3413,
კომენტარები: 22
რა მოხდა სინამდვილეში?!
ანხელ დი მარიამ ყველაფერს ფარდა ახადა.
რა მოხდა სინამდვილეში?!
ანხელ დი მარია, რომელიც "იუნაიტედის" სარეკორდო ტრანსფერი გახდა ზაფხულში, შესაძლოა პარიზულ გუნდში აღმოჩენილიყო რომ არა ისეთი დიდი თანხა, რამდენსაც "რეალი" ითხოვდა.

მას შემდეგ რაც ანხელმა კონტრაკტს ხელი მოაწერა და "წითელი ეშმაკი" გახდა "პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელიაფმა განაცხადა რომ, დი მარიას მის გუნდში თამაში სურდა, თუმცა გუნდმა ვერ მოახერხა მისი შეძენა სანქციების გამო.

დღეს დილით ფრანგულ რადიოსთან ინტერვიუში ხალიფას სიტყვები გაამყარა თავად არგენტინელმა:

"ვფიქრობ პრობლემა მხოლოდ ფასი იყო. მათ არ შეეძლოთ ამხელა თანხის გადახდა და ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა რომ, მე არ წავედი პარიზში. ამ ფრანგულ კლუბში თამაში ჩემი აზრით ყველა ფეხბურთელს სურს, მაგრამ მე ახლა პრემიერ ლიგაში ვარ და აქ ვეცდები თავის გამოჩენას.

წავალ თუ არა პარიზში მომავალში? შეიძლება. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ფეხბურთში ძალიან ბევრი მოულოდნელი ტრანსფერები ხორციელდება ამიტომ არ ვიცი რა მოხდება.

ძალიან ბევრი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით. თუმცა გარკვეული ნაწილი შეთავაზების შემდეგ აღარ აქტიურობდა, "იუნაიტედი" კი ბოლომდე იბრძოდა ჩემთვის, რადგან ძალიან სურდათ ჩემი ხილვა წითელ მაისურში. ასე ავღმოჩნდი აქ და ეს არის სიმართლე."
- დაასრულა დი მარიამ.


წყარო: mirror.co.uk
ინტერვიუები
22 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
16 ნოემბერი 2014 21:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენთან რომ მოვიდა არ უნდა დაეწყო ამბების მოყოლა რო მაგის ოცნება აქ თამაში იყო. ყველა მიხვდებოდა მამენტ რო ეგ ეგრე არ იყო მარა ეგეთების მერე ესე საუბარი არ გამოდის და ძაან უაზრობაა
0
№12
ავტორი: RedTeen
16 ნოემბერი 2014 22:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
"მარწყვის ქურდმა იანვარში დაიკვეხნაო" ))) როცა უკვე გადმოვიდა რატომ დაიწყო ზღაპრების შეთხზვა "იუნაიტედში" თამაშზე ვოცნებობდიო, ასეო და ისეო.... რა ლაპარაკია ახლა ეს?? მთავარია გუნდს დაეხმაროს და ნუ ჩაგვიგდებს თამაშებს, რა გუნდიც უნდა ის უყვარდეს... იმედი არც მაქვს რომ ეს დიდხანს გაჩერდება ჩვენთან..
0
№13
ავტორი: A.HERRERA
16 ნოემბერი 2014 22:52
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ და არსად წამსვლელი არაა ეს
0
№14
ავტორი: Wardell
16 ნოემბერი 2014 23:30
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
Martla shen xar? Ar mjera :O
0
№15
ავტორი: Mufc7
17 ნოემბერი 2014 01:29
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RedTeen,
ფეხურთელების 99% ეგრე ამბობს და მაგაში გასაკვირი არც არაფერია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№16
ავტორი: red devil
17 ნოემბერი 2014 08:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
70 მილიონი დადოს პესეჯემ და წადი მოცილდი მანდედან
0
№17
ავტორი: temo-scholes
17 ნოემბერი 2014 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
auu gaajvi ra she yurckvita matyura bliin....!
0
№18
ავტორი: dachi_mu
17 ნოემბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
es traks atamashebs ukve
0
№19
ავტორი: DiMaria
17 ნოემბერი 2014 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჰმ. ჯერ არ შემყვარებია და უკვე თავი უნდა შემაძულოს
0
№20
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 ნოემბერი 2014 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თამაშს მოუმატოს და გუნდს გამოადგეს, თორე სულ მკიდია როგორ მოვიდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top