თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2014, 18:13
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3413,
კომენტარები: 22
რა მოხდა სინამდვილეში?!
ანხელ დი მარიამ ყველაფერს ფარდა ახადა.
რა მოხდა სინამდვილეში?!
ანხელ დი მარია, რომელიც "იუნაიტედის" სარეკორდო ტრანსფერი გახდა ზაფხულში, შესაძლოა პარიზულ გუნდში აღმოჩენილიყო რომ არა ისეთი დიდი თანხა, რამდენსაც "რეალი" ითხოვდა.

მას შემდეგ რაც ანხელმა კონტრაკტს ხელი მოაწერა და "წითელი ეშმაკი" გახდა "პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელიაფმა განაცხადა რომ, დი მარიას მის გუნდში თამაში სურდა, თუმცა გუნდმა ვერ მოახერხა მისი შეძენა სანქციების გამო.

დღეს დილით ფრანგულ რადიოსთან ინტერვიუში ხალიფას სიტყვები გაამყარა თავად არგენტინელმა:

"ვფიქრობ პრობლემა მხოლოდ ფასი იყო. მათ არ შეეძლოთ ამხელა თანხის გადახდა და ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა რომ, მე არ წავედი პარიზში. ამ ფრანგულ კლუბში თამაში ჩემი აზრით ყველა ფეხბურთელს სურს, მაგრამ მე ახლა პრემიერ ლიგაში ვარ და აქ ვეცდები თავის გამოჩენას.

წავალ თუ არა პარიზში მომავალში? შეიძლება. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ფეხბურთში ძალიან ბევრი მოულოდნელი ტრანსფერები ხორციელდება ამიტომ არ ვიცი რა მოხდება.

ძალიან ბევრი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით. თუმცა გარკვეული ნაწილი შეთავაზების შემდეგ აღარ აქტიურობდა, "იუნაიტედი" კი ბოლომდე იბრძოდა ჩემთვის, რადგან ძალიან სურდათ ჩემი ხილვა წითელ მაისურში. ასე ავღმოჩნდი აქ და ეს არის სიმართლე."
- დაასრულა დი მარიამ.


წყარო: mirror.co.uk
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: LizarD
17 ნოემბერი 2014 14:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
სასტავმა რა შეიძულა ეგრევე, რა გაგიკვირდათ? და რა რატომ არ უნდა წასულიყო პარიზში იგივე. დღეს აღარ არის მოდაში ეს ისტორია და კლუბის დაფასება და მე რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი მეც დავფიქრდებოდი, დღევანდელი პესეჟე იუნაიტედს კი არა შეიძლება რეალსაც სახე გააძროს, როგორც პროფესიონალისთვის კარიერა იქ უფრო წარმატებული ექნებოდა და ვერ გაამტყუნებ. რაც შეეხება ამის თამაშს, ეს რომ არ იყოს, თავისი ცუდითაც ბევრზე კარგს აკეთებს, ასე რომ დააფასეთ.
0
№22
ავტორი: RojoDiablo
17 ნოემბერი 2014 14:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
LizarD,
შეძულებით არ შეგვიძულებია და არც იმის მჯერა, რომ პსჟ ვინმეს ***ვს გააძრობს. ეგ კი არავინ იცის იქ უკეთესი კარიერა ექნებოდა, თუ მანჩესტერში ექნება. გუნდები განსხვავდება სათამაშო სტილით, რომ აღარაფერი ვთქვა ჩემპიონატზე. თუ ჩემპიონთა ლიგა გაქვს მხედველობაში მაშინ ეგ მხოლოდ დროის საკითხია.

დი მარიას კი ვაფასებთ და ყველას გვიხარია, რომ ჩვენთან თამაშობს, თუმცა ამას თუ ისე მიიღებს, რომ გუნდში ის არის ვარსკვლავი მხოლოდ და მის გარეშე ჩვენი საქმე წასულია ძალიან ცდება. ის მხოლოდ ერთ-ერთი ეშმაკია და იქნება თუ არ იქნება ჩვენთან "იუნაიტედი" "იუნაიტედად" დარჩება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top