თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2014, 19:56
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 4466,
კომენტარები: 30
REDARMY.GE-ს განცხადება !
REDARMY.GE-მ გარკვეული ხნის წინ წერილი მიწერა "მანჩესტერ იუნიატედის" ოფიციალურ საიტს და გაოფიციალურებისთვის საჭირო რჩევები მიიღო. დეტალებისთვის გთხოვთ გაეცნოთ სრულად ჩვენს განცხადებას.
REDARMY.GE-ს განცხადება !
2014 წლის სექტემბერში "მანჩესტერ იუნიატედის" ქართულმა ფანკლუბმა, REDARMY.GE-მ, წერილი მიწერა ამავე კლუბის ოფიციალურ საიტს "ოფიციალური ფანკ-კლუბის" სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით. პასუხი დაახლოებით ორი კვირის ვადაში მოგვივიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩვენი მოთხვონის დაკმაყოფილება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის არსებობს აუცილებელი მოთხოვნები, რომელიც ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეასრულოს.

ეს წერილები გიორგი დუმბაძემ (RojoDiablo) თარგმნა და მისი წაკითხვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

REDARMY.GE-ს განცხადება !

REDARMY.GE-ს განცხადება !




წერილები






როგორც წერილშია ნათქვამი უმთავრესი მოთხოვნა სეზონური ბილეთების ყიდვაა (მინიმუმ 50), შემდეგ კი ONE UNITED -ის წევრობა. სეზონური ბილეთების ყიდვის სახსრები ჩვენს საიტსა და მომხმარებელს არ გააჩნია, მაგრამ რომ გააჩნდეს მისი ყიდვის არანაირი აზრი არ არსებობს, ვინაიდან ვერ გამოვიყენებთ. რაც შეეხება ONE UNITED-ს, ამ ორგანიზაციაში რეგისტრაცია ფასიანია და გაწევრიანების შემთხვევაში მიიღებთ ოფიციალური საიტისგან საჩუქრებს და ფასდაკლებებს ბილეთებსა და მუზეუმის ტურზე.

როგორც ქვემოთ სურათზე ხედავთ, ფასები ასაკის მიხედვით სხვადასხვაა : 16 წლამდე მოზარდებისთვის ოფიციალური წევრობა 22 ფუნდ-სტერლინგი ღირს, რაც ლარებში 60 ლარის ტოლია. 16-17 წლის მოზარდებისთვის ფასი უფრო მეტად იმატებს, იგივეა 65 წელს ზემოთ ადამიანებისთვისაც. სრულწლოვანი ადამიანებისთვის "ოფოციალური წევრობა" ყველაზე ძვირია და ის 32 ფუნდს, ანუ 90 ლარს უდრის.

REDARMY.GE-ს განცხადება !


ჩვენს მიერ ორგანიზებულ შეკრებებზე უკვე რეგულარულად დადის 50 კაცი და რაოდენობის მხრივ ვაკმაყოფილებთ ოფიციალური საიტის მოთხოვნებს, მაგრამ მოდი დავფიქრდეთ... ამ 50 ადამიანიდან, რამდენი ადამიანია მზად გადაიხადოს თითქმის ასი ლარი "ოფიციალურობაში"?

50*100= 5000 ! წარმოიდგინეთ 5000 ლარი უნდა გადავიხადოთ და შედეგად მივიღებთ მხოლოდ "ოფიციალურის" წოდებას. დიახ, მხოლოდ წოდებას, რადგან არამგონია ჩვენში ბევრი იყოს ისეთი, ვისაც დიდად გამოადგება ბილეთებზე არსებული ფასდაკლება. ამას დამატებული ის, რომ "ოფიციალურობა" მხოლოდ ერთი წლის ვადით მოქმედებს, შემდეგ ისევ ახლიდან უნდა შეიძინო.

ორი წლის განმავლობაში REDARMY.GE-მ შეძლო ის, რომ ყოველგვარი სახსრების გარეშე უამრავი მომხმარებელი შეიძინა და შექმნა საქართველოში გამორჩეული ფან-კლუბი. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება დააწკაპუნეთ ბმულზე !!

ჩვენი საიტის პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა კუდაბზიკობა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მომხმარებლები, მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ხარისხიანობა და ოპერატიულობაა, რაც ძალიან კარგად გამოგვდის. ამას მოწმობს ჩვენი ფან-კლუბის შეკრებები და ჩვენი მომხმარებლების გვერდში დგომა.

ჩვენი უმთავრესი პრინციპია ჩვენი მომხმარებლების პატივისცემა და მათთვის სიმართლის თქმა. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი საიტის წევრბის მოტყუებას პლუსების დაწერის მიზნით, ჩვენ არ გვჭირდება "ოფიციალურობით" შექმნილი იმიჯი, ვინაიდან ჩვენს იმიჯს საფრთხე არასდროს დამუქრებია და იმედი გვაქვს, არასდროს დაემუქრება. ჩვენს სახეზე, ჩვენი საქმე მეტყველებს.

სწორედ ამ მიზეზების გამო, საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ უარი თქვას "ოფიციალური" სტატუსის მიღებაზე და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა საიტის გაუმჯობესებაზე და ჩვენი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სიახლეების მიწოდებაზე.

პატივისცემით,
REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია
სტატიები
30 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
5 ნოემბერი 2014 20:11
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
მომინდომეს ოფიციალურობა...

ოფიციალურები უკვე გვყავს საქართველოში love
0
№2
ავტორი: DimaSanaia
5 ნოემბერი 2014 20:15
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
Esi,

აბაა gun2

ჩვენი უმთავრესი პრინციპია ჩვენი მომხმარებლების პატივისცემა და მათთვის სიმართლის თქმა. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი საიტის წევრბის მოტყუებას პლუსების დაწერის მიზნით, ჩვენ არ გვჭირდება "ოფიციალურობით" შექმნილი იმიჯი, ვინაიდან ჩვენს იმიჯს საფრთხე არასდროს დამუქრებია და იმედი გვაქვს, არასდროს დაემუქრება. ჩვენს სახეზე, ჩვენი საქმე მეტყველებს.

ეს ისე დავწერე კაცო lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№3
ავტორი: AkkRed
5 ნოემბერი 2014 20:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე ჩვენი "არაოფიციალურიც" მაწყობს love
0
№4
ავტორი: Mufc7
5 ნოემბერი 2014 20:27
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეამაყება მე REDARMY.GE ♥ თქვენ ხართ მეტი,ვიდრე ოფიციალურები wink love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: RedTeen
5 ნოემბერი 2014 20:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Ai simartle xalxis motyeba ra sachiroa mainc ver vxvdebi...:/
0
№6
ავტორი: Jubo
5 ნოემბერი 2014 20:37
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
That's why i love Redarmy love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: chudikone
5 ნოემბერი 2014 20:56
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბიჭები, ოფიციალურობა მინდა და ასი ლარი სად გადავიხადო ??
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: love united
5 ნოემბერი 2014 21:18
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მოიცა ანუ თქვენ რისი თქმა გინდათ,რომ ჩემი კომენტარი არაოფიციალურია?
0
№9
ავტორი: Goginashvili777
5 ნოემბერი 2014 21:45
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
საღოლ სასტავს, ვინც 5 000 გადარიცხა ტო .. ვიამაყოთ ჩვენი ოფიციალური მეგობრებით lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№10
ავტორი: DimaSanaia
5 ნოემბერი 2014 22:39
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
love united,
სამწუხაროდ :(
გინდა გადაგამისამართო ოფიციალურებთან? :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top