თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2014, 19:56
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 4467,
კომენტარები: 30
REDARMY.GE-ს განცხადება !
REDARMY.GE-მ გარკვეული ხნის წინ წერილი მიწერა "მანჩესტერ იუნიატედის" ოფიციალურ საიტს და გაოფიციალურებისთვის საჭირო რჩევები მიიღო. დეტალებისთვის გთხოვთ გაეცნოთ სრულად ჩვენს განცხადებას.
REDARMY.GE-ს განცხადება !
2014 წლის სექტემბერში "მანჩესტერ იუნიატედის" ქართულმა ფანკლუბმა, REDARMY.GE-მ, წერილი მიწერა ამავე კლუბის ოფიციალურ საიტს "ოფიციალური ფანკ-კლუბის" სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით. პასუხი დაახლოებით ორი კვირის ვადაში მოგვივიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩვენი მოთხვონის დაკმაყოფილება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის არსებობს აუცილებელი მოთხოვნები, რომელიც ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეასრულოს.

ეს წერილები გიორგი დუმბაძემ (RojoDiablo) თარგმნა და მისი წაკითხვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

REDARMY.GE-ს განცხადება !

REDARMY.GE-ს განცხადება !




წერილები






როგორც წერილშია ნათქვამი უმთავრესი მოთხოვნა სეზონური ბილეთების ყიდვაა (მინიმუმ 50), შემდეგ კი ONE UNITED -ის წევრობა. სეზონური ბილეთების ყიდვის სახსრები ჩვენს საიტსა და მომხმარებელს არ გააჩნია, მაგრამ რომ გააჩნდეს მისი ყიდვის არანაირი აზრი არ არსებობს, ვინაიდან ვერ გამოვიყენებთ. რაც შეეხება ONE UNITED-ს, ამ ორგანიზაციაში რეგისტრაცია ფასიანია და გაწევრიანების შემთხვევაში მიიღებთ ოფიციალური საიტისგან საჩუქრებს და ფასდაკლებებს ბილეთებსა და მუზეუმის ტურზე.

როგორც ქვემოთ სურათზე ხედავთ, ფასები ასაკის მიხედვით სხვადასხვაა : 16 წლამდე მოზარდებისთვის ოფიციალური წევრობა 22 ფუნდ-სტერლინგი ღირს, რაც ლარებში 60 ლარის ტოლია. 16-17 წლის მოზარდებისთვის ფასი უფრო მეტად იმატებს, იგივეა 65 წელს ზემოთ ადამიანებისთვისაც. სრულწლოვანი ადამიანებისთვის "ოფოციალური წევრობა" ყველაზე ძვირია და ის 32 ფუნდს, ანუ 90 ლარს უდრის.

REDARMY.GE-ს განცხადება !


ჩვენს მიერ ორგანიზებულ შეკრებებზე უკვე რეგულარულად დადის 50 კაცი და რაოდენობის მხრივ ვაკმაყოფილებთ ოფიციალური საიტის მოთხოვნებს, მაგრამ მოდი დავფიქრდეთ... ამ 50 ადამიანიდან, რამდენი ადამიანია მზად გადაიხადოს თითქმის ასი ლარი "ოფიციალურობაში"?

50*100= 5000 ! წარმოიდგინეთ 5000 ლარი უნდა გადავიხადოთ და შედეგად მივიღებთ მხოლოდ "ოფიციალურის" წოდებას. დიახ, მხოლოდ წოდებას, რადგან არამგონია ჩვენში ბევრი იყოს ისეთი, ვისაც დიდად გამოადგება ბილეთებზე არსებული ფასდაკლება. ამას დამატებული ის, რომ "ოფიციალურობა" მხოლოდ ერთი წლის ვადით მოქმედებს, შემდეგ ისევ ახლიდან უნდა შეიძინო.

ორი წლის განმავლობაში REDARMY.GE-მ შეძლო ის, რომ ყოველგვარი სახსრების გარეშე უამრავი მომხმარებელი შეიძინა და შექმნა საქართველოში გამორჩეული ფან-კლუბი. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება დააწკაპუნეთ ბმულზე !!

ჩვენი საიტის პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა კუდაბზიკობა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მომხმარებლები, მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ხარისხიანობა და ოპერატიულობაა, რაც ძალიან კარგად გამოგვდის. ამას მოწმობს ჩვენი ფან-კლუბის შეკრებები და ჩვენი მომხმარებლების გვერდში დგომა.

ჩვენი უმთავრესი პრინციპია ჩვენი მომხმარებლების პატივისცემა და მათთვის სიმართლის თქმა. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი საიტის წევრბის მოტყუებას პლუსების დაწერის მიზნით, ჩვენ არ გვჭირდება "ოფიციალურობით" შექმნილი იმიჯი, ვინაიდან ჩვენს იმიჯს საფრთხე არასდროს დამუქრებია და იმედი გვაქვს, არასდროს დაემუქრება. ჩვენს სახეზე, ჩვენი საქმე მეტყველებს.

სწორედ ამ მიზეზების გამო, საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ უარი თქვას "ოფიციალური" სტატუსის მიღებაზე და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა საიტის გაუმჯობესებაზე და ჩვენი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სიახლეების მიწოდებაზე.

პატივისცემით,
REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია
სტატიები
30 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
5 ნოემბერი 2014 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
მაგარი ხალხი ხართ ძაან wink winked ადვილი მისახვედრია რომელი საიტისკენაც ახორციელებთ წერტილოვან დარტყმებს lol გავიგუდე სიცილით თქვენს კომენტარებზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: Esi
5 ნოემბერი 2014 23:43
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ამდენი ხანი ხალხი არაოფიციალურობაში აცხოვრეთ? derpwhy
0
№13
ავტორი: Blind
5 ნოემბერი 2014 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
imatma sad ishoves amdeni fuli :D ???? :D
0
№14
ავტორი: DimaSanaia
5 ნოემბერი 2014 23:58
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
xato,
ბიძო მფარველობს მაგათ derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№15
ავტორი: RojoDiablo
6 ნოემბერი 2014 07:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასეა თუ ისე, ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არ არის პროვოკაცია. ამ სიტყვებით და ამ ტექსტით ჩვენ მხოლოდ თვალის ახელა გვინდა საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც მარტივად სჯერა ქართული შესაძლებლობების.

ფაქტები ზუსტია და მასში არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველიც კი არ არსებობს.

ესეც ჩემი ოფიციალური კომენტარი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: Berba 9
6 ნოემბერი 2014 09:14
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რედარმი !!! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№17
ავტორი: VaRdo
6 ნოემბერი 2014 13:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
სანაიას 1 სიახლე მირჩევნია მთელ ოფიციალურ საიტს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№18
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 ნოემბერი 2014 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რას ვიზავთ ყველა ოფიციალურები ვერ ვიქნებით 3d_6 wink
0
№19
ავტორი: RedGirl
6 ნოემბერი 2014 16:59
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
იტყუებიან. ოფიციალურები როგორ არ გვყავს !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№20
ავტორი: Mufc7
6 ნოემბერი 2014 17:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რამდენჯერაც საიტზე შემოვალ, ამ სიახლისკენ თვალი გამომირბის და სულ მინდა დავწერო კიდე რამე request მაგრამ მე რომ დავიწყო, ალბათ, ვილაპარაკებ 2012 წლის 10 ოქტომბრიდან უსასრულობამდე, სანამ მე ვიარსებებ,თორემ რედარმი იარსებებს სულ wink ჯგუფშიც დავწერე მსგავსი რამ და გავიმეორებ კიდე request რედარმის ისტორია ჩემს თვალწინ რომ შეიქმნა, ამით უფრო მეტად ამაყი ვარ. 2 წელი გავიდა და სულ უფროდაუფრო მივიწევთ წინ love თავიდან შეკრებებზე 10-11-ნი რომ ვგროვდებოდით, ის მაქსიმუმი გვახარებდა, ახლა კიდევ იმდენნი ვართ, დათვლა მიჭირს ხოლმე request რედარმის ადმინისტრაცია აკეთებს იმდენს,რომ შეუფასებელია მათი შრომა მადლობა,რომ ხართ და აკეთებთ იმ საქმეს, რაც გიყვართ. თითოეული სტატიის ავტორი მეამაყება, ადმინისტრაციის თითოეული წევრი, ჩვენი ფან-კლუბი- ყველაფერი ,რაც რედარმის უკავშირდება love მინდა, წლების შემდეგ ''ოლდ ტრაფორდზე'' ტრიბუნაზე ერთად ვიდგეთ და ერთად ვღეროდეთ- Glory, glory, Man United, and the reds go marching on, on, on!!! love manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top