თბილისი:
მანჩესტერი:
5-11-2014, 19:56
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 4467,
კომენტარები: 30
REDARMY.GE-ს განცხადება !
REDARMY.GE-მ გარკვეული ხნის წინ წერილი მიწერა "მანჩესტერ იუნიატედის" ოფიციალურ საიტს და გაოფიციალურებისთვის საჭირო რჩევები მიიღო. დეტალებისთვის გთხოვთ გაეცნოთ სრულად ჩვენს განცხადებას.
REDARMY.GE-ს განცხადება !
2014 წლის სექტემბერში "მანჩესტერ იუნიატედის" ქართულმა ფანკლუბმა, REDARMY.GE-მ, წერილი მიწერა ამავე კლუბის ოფიციალურ საიტს "ოფიციალური ფანკ-კლუბის" სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით. პასუხი დაახლოებით ორი კვირის ვადაში მოგვივიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩვენი მოთხვონის დაკმაყოფილება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის არსებობს აუცილებელი მოთხოვნები, რომელიც ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეასრულოს.

ეს წერილები გიორგი დუმბაძემ (RojoDiablo) თარგმნა და მისი წაკითხვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

REDARMY.GE-ს განცხადება !

REDARMY.GE-ს განცხადება !




წერილები






როგორც წერილშია ნათქვამი უმთავრესი მოთხოვნა სეზონური ბილეთების ყიდვაა (მინიმუმ 50), შემდეგ კი ONE UNITED -ის წევრობა. სეზონური ბილეთების ყიდვის სახსრები ჩვენს საიტსა და მომხმარებელს არ გააჩნია, მაგრამ რომ გააჩნდეს მისი ყიდვის არანაირი აზრი არ არსებობს, ვინაიდან ვერ გამოვიყენებთ. რაც შეეხება ONE UNITED-ს, ამ ორგანიზაციაში რეგისტრაცია ფასიანია და გაწევრიანების შემთხვევაში მიიღებთ ოფიციალური საიტისგან საჩუქრებს და ფასდაკლებებს ბილეთებსა და მუზეუმის ტურზე.

როგორც ქვემოთ სურათზე ხედავთ, ფასები ასაკის მიხედვით სხვადასხვაა : 16 წლამდე მოზარდებისთვის ოფიციალური წევრობა 22 ფუნდ-სტერლინგი ღირს, რაც ლარებში 60 ლარის ტოლია. 16-17 წლის მოზარდებისთვის ფასი უფრო მეტად იმატებს, იგივეა 65 წელს ზემოთ ადამიანებისთვისაც. სრულწლოვანი ადამიანებისთვის "ოფოციალური წევრობა" ყველაზე ძვირია და ის 32 ფუნდს, ანუ 90 ლარს უდრის.

REDARMY.GE-ს განცხადება !


ჩვენს მიერ ორგანიზებულ შეკრებებზე უკვე რეგულარულად დადის 50 კაცი და რაოდენობის მხრივ ვაკმაყოფილებთ ოფიციალური საიტის მოთხოვნებს, მაგრამ მოდი დავფიქრდეთ... ამ 50 ადამიანიდან, რამდენი ადამიანია მზად გადაიხადოს თითქმის ასი ლარი "ოფიციალურობაში"?

50*100= 5000 ! წარმოიდგინეთ 5000 ლარი უნდა გადავიხადოთ და შედეგად მივიღებთ მხოლოდ "ოფიციალურის" წოდებას. დიახ, მხოლოდ წოდებას, რადგან არამგონია ჩვენში ბევრი იყოს ისეთი, ვისაც დიდად გამოადგება ბილეთებზე არსებული ფასდაკლება. ამას დამატებული ის, რომ "ოფიციალურობა" მხოლოდ ერთი წლის ვადით მოქმედებს, შემდეგ ისევ ახლიდან უნდა შეიძინო.

ორი წლის განმავლობაში REDARMY.GE-მ შეძლო ის, რომ ყოველგვარი სახსრების გარეშე უამრავი მომხმარებელი შეიძინა და შექმნა საქართველოში გამორჩეული ფან-კლუბი. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება დააწკაპუნეთ ბმულზე !!

ჩვენი საიტის პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა კუდაბზიკობა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მომხმარებლები, მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ხარისხიანობა და ოპერატიულობაა, რაც ძალიან კარგად გამოგვდის. ამას მოწმობს ჩვენი ფან-კლუბის შეკრებები და ჩვენი მომხმარებლების გვერდში დგომა.

ჩვენი უმთავრესი პრინციპია ჩვენი მომხმარებლების პატივისცემა და მათთვის სიმართლის თქმა. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი საიტის წევრბის მოტყუებას პლუსების დაწერის მიზნით, ჩვენ არ გვჭირდება "ოფიციალურობით" შექმნილი იმიჯი, ვინაიდან ჩვენს იმიჯს საფრთხე არასდროს დამუქრებია და იმედი გვაქვს, არასდროს დაემუქრება. ჩვენს სახეზე, ჩვენი საქმე მეტყველებს.

სწორედ ამ მიზეზების გამო, საიტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ უარი თქვას "ოფიციალური" სტატუსის მიღებაზე და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა საიტის გაუმჯობესებაზე და ჩვენი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სიახლეების მიწოდებაზე.

პატივისცემით,
REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია
სტატიები
30 კომენტარი
№21
ავტორი: Count Alucard
6 ნოემბერი 2014 18:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არაოფიცილაურ საიტზე აროფიციალური ფანები წერთ არაოფიციალურ სიახლეს და კიდე უამრავ არაოფიციალურ კომენტარს... თუ ვინმეს არ მოსწონს რამე თავისი ოფიციალურობა კარგად შეინახოს. ჩვენი არაოფიციალური სიმართლე მირჩევნია ვიღაცის ოფიციალურ ტყუილებს. love
1
№22
ავტორი: ელენე
6 ნოემბერი 2014 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ოფიციალური რომელია?

არაოფიციალურ კომენტარს კი ვწერ, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ ვინმე მიპასუხებს. :/
0
№23
ავტორი: chudikone
6 ნოემბერი 2014 20:40
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეგ თავად უნდა მიხვდე. საკმარისად უნდა გასხივოსნდე ან გააოფიციალურო შენი შინაგანი მე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№24
ავტორი: DimaSanaia
6 ნოემბერი 2014 21:40
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ციტატა: chudikone
ეგ თავად უნდა მიხვდე. საკმარისად უნდა გასხივოსნდე ან გააოფიციალურო შენი შინაგანი მე.


შენ მეისპეეე lol lol lol trolldad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№25
ავტორი: ელენე
6 ნოემბერი 2014 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
chudikone,
არც გავსხივოსნებულვარ და არც შინაგანი მე გამიოფიციალურებია, მაგრამ მაინც მივხვდი :დ
0
№26
ავტორი: Best 7
6 ნოემბერი 2014 23:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Imena muqtaxora gleizerebi raa raari mere mtavaria redarmy.ge rac araoficialuri unda iyos
0
№27
ავტორი: RojoDiablo
7 ნოემბერი 2014 08:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Best 7,
რაო? belay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№28
ავტორი: manutd---10
7 ნოემბერი 2014 19:56
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
მეგობრებო, ძმებო და დებო, ჩვენ არ გვჭირდება ვინმესგან საბუთი იმისა რომ ვიყოთ ოფიციალურები! ჩვენ ვართ ოფიციალურები და ამას ჩვენი საქმეებით ვამტკიცებთ! ასე რომ ვიამაყოთ რომ ვართ რედარმიის წევრები, ვეცადოთ რომ ღირსეული წევრები ვიყოთ.

მე ვფიქრობ რომ იქ ვარ სადაც ნამდვილად ყოფნა პატივია, მე მეამაყება რომ თქვენთან ერთად ვგულშემატკივრობ დიდი ისტორიის კლუბს, რომელიც ძალიან მალეე გაანახლებს თავის ისტორიაში დიდი მწერვალების დაპყრობას.

რაც შეეხება ადმინისტრაციას, თქვენ ნამდვილად დასაფასებლები ხართ მეგობრებო, და გარწმუნებთ იმაში რომ მე ნამდვილად გაფასებთ. რაც შემიძლია მზად ვარ მხარში დაგიდგეთ. ხოლო რაც შეეხება როცა გამაჩნია რაღაც საკითხზე განსხვავებული აზრები და როცა ასე ვთქვათ "გეკამათებით" ნუ იფიქრებთ რომ პატივს არ გცემთ, ეს უბრალოდ აზრების გაცვლას მიაწერეთ.

მეგობრებო, ძმებო და დებო მოდი გვერდში დავუდგეთ რედარმიას, დავდგეთ ერთ გუნდათ, დაე ყველამ დაინახოს რომ ჩვენ არ გვჭირდება საბუთები იმისთვის რომ "ოფიციალურები" გვერქვას.

მოდით მხარი დავუჭიროთ მანჩესტერ იუნაიტედს REDARMY.GE-სთან ერთად.
0
№29
ავტორი: PaLoMo
7 ნოემბერი 2014 23:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Me manchesteris fani var da ara magato ofc fanklubis....sul ar managvlebs axla vigac inglisels tu sxva qveynis warmomadgeneli ar ecodineba me ro man.us fani var
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№30
ავტორი: AkkRed
6 აპრილი 2015 14:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა ოფიციალური ფანკლულებობა აგიტყდათ, წადით სტადიონზე დადექით თქვენი ქალაქის კლუბს უგულშემატკივრეთ. პარტიზნებო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top