თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2014, 09:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2020,
კომენტარები: 30
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: Kind Power Stadium, ლესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 5 ტური
თარიღი: კვირა, 21 სექტემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 16:30, (ჩვენი დროით)

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)



"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"



ტრავმირებულები: არავინ.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: შმეიხელი, ჯეიმსი
მიუწვდომელი: პაუელი (იჯარა "იუნაიტედიდან")
განაცხადი: Schmeichel, Hamer, De Laet, Konchesky, Wasilewski, Schlupp, Moore, Morgan, King, Hammond, Albrighton, Knockaert, Mahrez, Vardy, Taylor-Fletcher, Ulloa, Nugent, Wood, Drinkwater, Cambiasso, Simpson, Lawrence.

"ლესტერის" სასტარტო შემადგებლონაში შესაძლოა გამოჩნდეს "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი, ესტებან კამბიასო, რომელმაც "სტოკ სიტისთან" დიდებული შეხვედრა ჩაატარა. მუხლის ტრავმა მოიშუშა მეკარე, კასპერ შმეიხელმა, რომელმაც წინა შეხვედრა გამოტოვა. მოედანზე ვერ გავა ნიკ პაული, რადგან პრემიერ-ლიგის წესების მიხედვით იჯარის წესით განათხოვრებულ ფეხბურთელს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ თამაში არ შეუძლია.



"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი, ლინგარდი, ფელაინი, ჯონსი, იანგი, ჯონსტონი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Valencia, Shaw, Rojo, Evans, Smalling, Blackett, Blind, Herrera, Fletcher, Anderson, Mata, Januzaj, Di Maria, Rooney, Falcao, Van Persie, W Keane.

როგორც ლუი ვან გაალმა განაცხადა, კრის სმოლინგმა ტრავმა მოიშუშა და მზადაა პარტნიორების დასახმარებლად. რის ჯეიმსი და ჯეიმს უილსონი კი ჯერ კიდევ ლაზარეთში იმყოფებიან, მარცხენა მცველს, ლუკ შოუს კი კვირას სადებიუტო შეხვედრის ჩატარება შეეძლება.


"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"


მე-12 ადგილი, 5 ქულა
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა (წინა სეზონის ჩათვლით): მ-ფ-წ-წ-ფ-მ
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პირველი ხუთეულის გუნდებთან, "ევერტონთან", "ჩელსისა" და "არსენალთან" დაპირსპირების შემდეგ გასულ ტურში პრემიერ-ლიგის ახალწვეულმა "სტოკ სიტის" დამარცხებით პირველი სამი ქულა მოიპოვა.

"ლესტერმა" ჩემპიონშიპში საშინაო შეხვედრებში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 23 საშინაო შეხვედრაში 17 მოგება და მხოლოდ ორი მარცხი.

პრემიერ-ლიგის საშინაო შეხვედრაში "ლესტერმა" უკანასკნელად 2004 წელს "პორტსმუთთან" იმარჯვა.

"მელიების" თავკაცმა, ნაიჯელ პირსონმა მწვრთნელის რანგში "იუნაიტედის" წინააღმდეგ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა. 2008 წლის იანვარში იგი "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა და მაშინ "იუნაიტედმა" "ჯორდები" 6-0 დაამარცხა.

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-9 ადგილი, 5 ქულა.
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი ექვსი შეხვედრა (წინა სეზონის შეხვედრები): ფ-წ-ფ-წ-წ-მ
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" უკანასკნელ 4 საგარეო შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს (3 ფრე, 1 მარცხი). ზედიზედ 5 გასვლით შეხვედრაში "იუნაიტედს" 2001 წლის შემდეგ არ უჩვენებია მსგავსი შედეგი.

პრემიერ-ლიგის მეხუთე ტურამდე პრემიერ-ლიგის მასშტაბით "იუნაიტედს" ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 62%. წინა წელს ამ მაჩვენებლით ისინი მე-8 ადგილზე იმყოფებოდნენ.

ლუი ვან გაალმა პირველ 4 ტურში სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი ფეხბურთელი ათამაშა - მათი რაოდენობა 26-ს უტოლდება.

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"


წამყვანი ბომბარდირები: ულოა - 3 გოლი.

"ლესტერის" ყველაზე ძვირადღირებულმა შენაძენმა პირველ 4 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის ორი საშინაო შეხვედრაში.

თუ კი მოედანზე რიჩი დე ლაეტი, მეტ ჯეიმსი, დენი სიმპსონი, ნიკ ბარმბი, დენი დრინქუოტერი და ტომ ლოურენსი გამოვლენ, ისინი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი, მატა - ორ-ორი გოლი.

ამ მომენტისთვის რუნის ანგარიშზე პრემიერ-ლიგაში გატანილი 175 გოლია და იგი ტიერი ანრისთან ერთად მე-3 ადგილს იყოფს პრემიერ-ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში. "ლესტერთან" ჩატარებულ ორივე შეხვედრაში რუნის თითო გოლი აქვს გატანილი.

"იუნაიტედის" შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში ხუან მატამ 8 გოლი გაიტანა.

იმისათვის, რომ რობინ ვან პერსის გოლების რაოდენობა "იუნაიტედის" რიგებში 50-ს გაუტოლდეს ჰოლანდიელმა კიდევ 2 გოლი უნდა გაიტანოს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 117-ჯერ შეხვდნენ. "ლესტერის" ანგარიშზე 32 გამარჯვება, "იუნაიტედის" ანგარიშზე კი 59 გამარჯვებაა. 26 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერს" პრემიერ-ლიგის ზედიზედ 9 შეხვედრაში ამარცხებს და ზედიზედ 10 შეხვედრაში არ მარცხდება. უკანასკნელი მარცხი "იუნაიტედმა" 1998 წლის იანვარში "ოლდ ტრაფორდზე" ტონი კოტის გოლით 0-1 განიცადა,

"იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ პრემიერ-ლიგის უკანასკნელ 8 შეხვედრაში "ლესტერმა" მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.

საშინაო არენაზე "ლესტერმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" უკანასკნელად 1985 წლის ნოემბერში დაამარცხადა, რასაც შემდგომი 9 შეხვედრიდან "იუნაიტედის" წინააღმდეგ სამი ფრე და 6 მარცხი მოჰყვა, მათ შორის 5 მატჩი ზედიზედ მოიგო "იუნაიტედმა".

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


"ლესტერის" სტადიონი


ლიგა: "ლესტერი" - 25 მოგება, "იუნაიტედი" - 18 მოგება, ფრე -13

ინგლისის პრემიერ-ლიგა: "ლესტერი" - 0 მოგება, "იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 3.

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "ლესტერი" - 31 მოგება, "იუნაიტედი" - 55 მოგება, ფრე - 26.

ინგლისის პრემიერ-ლიგა: "ლესტერი" - 1 მოგება, "იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 4.

გუნდების უკანასკნელი დაპირსპირება "ლესტერის" სტადიონზე
მატჩის წინ
30 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 14:32
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
6 ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ იანგზე არ ვწუხვარ, ველოდები კერიკის, ფელაინის და ჯონსის დაბრუნებას. კერიკი და ფელაინი კიდევ გამოგვადგენია, რატომღაც მჯერა, რომ მაიკლი უფრო აკრეფს ფორმას, ვიდრე ბელგიელი.

სტატისტიკა ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს, ეს ძირითადად ასეა, მაგრამ ციფრებს რომ საერთოდ არ აქვს მნი?შვნელობა ეს არაერთხელ დადასტურებულა...

ამ თამაშისგანაც 3 ქულას და ძალიან ლამაზ თამაშს ველოდებით. თუმცა ლესტერი ძალიან რთულად დასამარცხებელი გუნდი რომაა ფაქტია და გავიჭირდება. მითუმეტეს მათ სტადიონზე, არაა დიდი, მაგრამ მაინც მათი ჰქვია.

ის ულოა თუ არ გააჩმახებს და კამბიასო სასწაულებს არ ჩაიდენს ბაბუაჩემის ასაკში კარგად დამთავრდება ყველაფერი ჩვენთვის.

ველოდებით ფალკაოს და იმედი მაქვს პერსი აღარ იდგება ძირითადში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2014 16:20
  • სიახლეები: 1557
  • კომენტარები: 12134
ფალკაო გოლებს შეგვპირდა და ვნახოთ. იმედია სადებიუტო გოლს ვიხილავთ

ამათთან ქულის დაკარგვა არ შეიძლება, ეხლა არ გვაქვს ამის უფლება.პრემიერ ლიგასი ადვილად ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებ მაგრამ ამათთან ჰანდიკაპით მოგება გვინდა
0
№3
ავტორი: Daley Blind
20 სექტემბერი 2014 16:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
მე ამ საიტის ახალწვეული მადრიდისტა ვარ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№4
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 16:49
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
Daley Blind,
რანაირი მადრიდისტა ხარ, მანჩესტერ იუნაიტედის საიტზე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის სახელით დარეგისტრირებულხარ :D welcome ჯიგარო. მადლობა ანხელისთვის და რონალდუც დაგებრუნებუნოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Daley Blind
20 სექტემბერი 2014 16:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
ციტატა: RojoDiablo
ველოდებით ფალკაოს და იმედი მაქვს პერსი აღარ იდგება ძირითადში

პერსი რატო არ გინდა ძირითადში ?

ციტატა: RojoDiablo
რანაირი მადრიდისტა ხარ, მანჩესტერ იუნაიტედის საიტზე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის სახელით დარეგისტრირებულხარ :D welcome ჯიგარო. მადლობა ანხელისთვის და რონალდუც დაგებრუნებუნოთ

რაღაც მხრივ მართლი ხარ, მაგრმ მინდა იუნაიტედის სიახლეებიც გავიგოო და თან მევასება დელი ბლინდი ჯერ კიდევ 2013 წლიდან მინდოდა ის <3 რეალში, შემდეგ მსოფლიოს მერე უფრო მინდოდა მარა პერესმა კი არ იყიდა 2 წამყვანი ფეხბურთელი გაუშვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№6
ავტორი: tedo 11
20 სექტემბერი 2014 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ფანკლიბის აპლიკაცია შევავსე და რანაირად გავიგო მიმიღეს თუ არა ? derpneutral
0
№7
ავტორი: Daley Blind
20 სექტემბერი 2014 16:59
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
3d_8 წეღან ვნახე მეც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№8
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 16:59
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
Daley Blind,
პერესი ნამდვილი იდიოტია...

პერსი იმიტომ არ მინდა, რომ. საშინელ ფორმაშია და მისი დასვენების დროა. მომენტებს თავად ვერ ქმნის, ეს თითქმის არ ევალება, მაგრამ როცა უქმნიან იმასაც ვერ უკეთებს რეალიზებას. ახლა უკვე გვყავს ვიღაც, ვინც მას ჩაანცვლებს. ასე რომ, დროა დავასვენოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Daley Blind
20 სექტემბერი 2014 17:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
ციტატა: RojoDiablo
პერესი ნამდვილი იდიოტია...

იდიოტი რომ არის მაგას ვაამბობ... ეჰ ნეტა მისნაირი იდიოტი მილიონერი მეც ვიყო

ციტატა: RojoDiablo
პერსი იმიტომ არ მინდა, რომ. საშინელ ფორმაშია და მისი დასვენების დროა. მომენტებს თავად ვერ ქმნის, ეს თითქმის არ ევალება, მაგრამ როცა უქმნიან იმასაც ვერ უკეთებს რეალიზებას. ახლა უკვე გვყავს ვიღაც, ვინც მას ჩაანცვლებს. ასე რომ, დროა დავასვენოთ

ისე რელს რომ დაეთრია არ იქნებოდა ურიგო 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№10
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 17:11
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
Daley Blind,
ჰო აბა, რაც წაგვართვით არ გეყოთ ხომ? ჩვენი ოქროს ბიჭები ხომ წაიყვანეთ, აღარაფერს ვამბობ ოსეთ გოლეადორზე როგორიც ჩიჩარიტოა, ახლა პერსიც მოგინდათ?

რონალდუში გაგიცვლი პირადად მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top