თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2014, 09:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2916,
კომენტარები: 30
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: Kind Power Stadium, ლესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 5 ტური
თარიღი: კვირა, 21 სექტემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 16:30, (ჩვენი დროით)

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)



"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"



ტრავმირებულები: არავინ.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: შმეიხელი, ჯეიმსი
მიუწვდომელი: პაუელი (იჯარა "იუნაიტედიდან")
განაცხადი: Schmeichel, Hamer, De Laet, Konchesky, Wasilewski, Schlupp, Moore, Morgan, King, Hammond, Albrighton, Knockaert, Mahrez, Vardy, Taylor-Fletcher, Ulloa, Nugent, Wood, Drinkwater, Cambiasso, Simpson, Lawrence.

"ლესტერის" სასტარტო შემადგებლონაში შესაძლოა გამოჩნდეს "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი, ესტებან კამბიასო, რომელმაც "სტოკ სიტისთან" დიდებული შეხვედრა ჩაატარა. მუხლის ტრავმა მოიშუშა მეკარე, კასპერ შმეიხელმა, რომელმაც წინა შეხვედრა გამოტოვა. მოედანზე ვერ გავა ნიკ პაული, რადგან პრემიერ-ლიგის წესების მიხედვით იჯარის წესით განათხოვრებულ ფეხბურთელს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ თამაში არ შეუძლია.



"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი, ლინგარდი, ფელაინი, ჯონსი, იანგი, ჯონსტონი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Valencia, Shaw, Rojo, Evans, Smalling, Blackett, Blind, Herrera, Fletcher, Anderson, Mata, Januzaj, Di Maria, Rooney, Falcao, Van Persie, W Keane.

როგორც ლუი ვან გაალმა განაცხადა, კრის სმოლინგმა ტრავმა მოიშუშა და მზადაა პარტნიორების დასახმარებლად. რის ჯეიმსი და ჯეიმს უილსონი კი ჯერ კიდევ ლაზარეთში იმყოფებიან, მარცხენა მცველს, ლუკ შოუს კი კვირას სადებიუტო შეხვედრის ჩატარება შეეძლება.


"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"


მე-12 ადგილი, 5 ქულა
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა (წინა სეზონის ჩათვლით): მ-ფ-წ-წ-ფ-მ
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პირველი ხუთეულის გუნდებთან, "ევერტონთან", "ჩელსისა" და "არსენალთან" დაპირსპირების შემდეგ გასულ ტურში პრემიერ-ლიგის ახალწვეულმა "სტოკ სიტის" დამარცხებით პირველი სამი ქულა მოიპოვა.

"ლესტერმა" ჩემპიონშიპში საშინაო შეხვედრებში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 23 საშინაო შეხვედრაში 17 მოგება და მხოლოდ ორი მარცხი.

პრემიერ-ლიგის საშინაო შეხვედრაში "ლესტერმა" უკანასკნელად 2004 წელს "პორტსმუთთან" იმარჯვა.

"მელიების" თავკაცმა, ნაიჯელ პირსონმა მწვრთნელის რანგში "იუნაიტედის" წინააღმდეგ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა. 2008 წლის იანვარში იგი "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა და მაშინ "იუნაიტედმა" "ჯორდები" 6-0 დაამარცხა.

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-9 ადგილი, 5 ქულა.
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი ექვსი შეხვედრა (წინა სეზონის შეხვედრები): ფ-წ-ფ-წ-წ-მ
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" უკანასკნელ 4 საგარეო შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს (3 ფრე, 1 მარცხი). ზედიზედ 5 გასვლით შეხვედრაში "იუნაიტედს" 2001 წლის შემდეგ არ უჩვენებია მსგავსი შედეგი.

პრემიერ-ლიგის მეხუთე ტურამდე პრემიერ-ლიგის მასშტაბით "იუნაიტედს" ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 62%. წინა წელს ამ მაჩვენებლით ისინი მე-8 ადგილზე იმყოფებოდნენ.

ლუი ვან გაალმა პირველ 4 ტურში სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი ფეხბურთელი ათამაშა - მათი რაოდენობა 26-ს უტოლდება.

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"


წამყვანი ბომბარდირები: ულოა - 3 გოლი.

"ლესტერის" ყველაზე ძვირადღირებულმა შენაძენმა პირველ 4 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის ორი საშინაო შეხვედრაში.

თუ კი მოედანზე რიჩი დე ლაეტი, მეტ ჯეიმსი, დენი სიმპსონი, ნიკ ბარმბი, დენი დრინქუოტერი და ტომ ლოურენსი გამოვლენ, ისინი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი, მატა - ორ-ორი გოლი.

ამ მომენტისთვის რუნის ანგარიშზე პრემიერ-ლიგაში გატანილი 175 გოლია და იგი ტიერი ანრისთან ერთად მე-3 ადგილს იყოფს პრემიერ-ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში. "ლესტერთან" ჩატარებულ ორივე შეხვედრაში რუნის თითო გოლი აქვს გატანილი.

"იუნაიტედის" შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში ხუან მატამ 8 გოლი გაიტანა.

იმისათვის, რომ რობინ ვან პერსის გოლების რაოდენობა "იუნაიტედის" რიგებში 50-ს გაუტოლდეს ჰოლანდიელმა კიდევ 2 გოლი უნდა გაიტანოს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 117-ჯერ შეხვდნენ. "ლესტერის" ანგარიშზე 32 გამარჯვება, "იუნაიტედის" ანგარიშზე კი 59 გამარჯვებაა. 26 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერს" პრემიერ-ლიგის ზედიზედ 9 შეხვედრაში ამარცხებს და ზედიზედ 10 შეხვედრაში არ მარცხდება. უკანასკნელი მარცხი "იუნაიტედმა" 1998 წლის იანვარში "ოლდ ტრაფორდზე" ტონი კოტის გოლით 0-1 განიცადა,

"იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ პრემიერ-ლიგის უკანასკნელ 8 შეხვედრაში "ლესტერმა" მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.

საშინაო არენაზე "ლესტერმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" უკანასკნელად 1985 წლის ნოემბერში დაამარცხადა, რასაც შემდგომი 9 შეხვედრიდან "იუნაიტედის" წინააღმდეგ სამი ფრე და 6 მარცხი მოჰყვა, მათ შორის 5 მატჩი ზედიზედ მოიგო "იუნაიტედმა".

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


"ლესტერის" სტადიონი


ლიგა: "ლესტერი" - 25 მოგება, "იუნაიტედი" - 18 მოგება, ფრე -13

ინგლისის პრემიერ-ლიგა: "ლესტერი" - 0 მოგება, "იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 3.

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "ლესტერი" - 31 მოგება, "იუნაიტედი" - 55 მოგება, ფრე - 26.

ინგლისის პრემიერ-ლიგა: "ლესტერი" - 1 მოგება, "იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 4.

გუნდების უკანასკნელი დაპირსპირება "ლესტერის" სტადიონზე
მატჩის წინ
30 კომენტარი
№11
ავტორი: Daley Blind
20 სექტემბერი 2014 17:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
ციტატა: RojoDiablo
რონალდუში გაგიცვლი პირადად მე

რამოსიც ხო არ გინდათ ან ბეილი ? :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№12
ავტორი: love united
20 სექტემბერი 2014 17:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რთული თამაში იქნება მაგრამ 3 ქულა გვაქ ასაღები უეჭველი
0
№13
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 17:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბეილისთანა გვყავს ანხელოზივით ბიჭი? რამოსი კი, თუ გინდა ვარანე იყოს.

რას ფიქრობ ამ თამაშზე? უბრალოდ ბლინდი გევასება თუ უყურებ იუნაიტედსაც?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Daley Blind
20 სექტემბერი 2014 17:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
ციტატა: RojoDiablo
რას ფიქრობ ამ თამაშზე? უბრალოდ ბლინდი გევასება თუ უყურებ იუნაიტედსაც?

რთული მატჩი იქნება თუ გავითვლისწინებთ პიტერ შმეიხელის ვაჟის თამაშებს უბრალოდ დაფრინავდა ეს ბიჭი, აგრეთვე კამბიასოც, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მოუგებს იუნაიტედი და კიდევ ერთი იმედია ბლინდს ათამაშებს <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№15
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2014 17:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
tedo 11,
პასუხი მოგივა ელ–ფოსტზე

Daley Blind,
რონალდუც დააბრუნე და ჩვენიანი ხარ ფაქტიურად
0
№16
ავტორი: Daley Blind
20 სექტემბერი 2014 17:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
გიორგი,
ისე როგორი საიტია ეს :დ არ შეიძლება რეგისტრაცია პირდპირ მოხდეს და არა ელ-ფოსტაზე გდსვლით ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№17
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 17:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Daley Blind,
იმედია კი არა ბლინდი აუცილებლად იდგება თუ უცებ ავად არ გახდა. წინა თამაშში სასწაული იყო. მაგ კასპერს გავუთანთ, მთავარია მომენტები შეიქმნას და გუნდმა ითამაშოს. ახლა უფრო მეტი კრეატივია გუნდში ამ მხრივ აღარ უნდა შეგვექმნას პრობლემები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№18
ავტორი: Daley Blind
20 სექტემბერი 2014 17:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
ციტატა: RojoDiablo
კასპერს გავუთანთ,

ოოოო მთავარია თანაგუნდელებმა აუბან მხარი დალშე მერე გაგიჭირდებათ მეტოქის კარის აღება, თუ დიმკას თამაში წააუვიდა მაშინ ადვილადაც გაუტანთ ^.^
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
№19
ავტორი: RojoDiablo
20 სექტემბერი 2014 17:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Daley Blind,
მარტო დი მარია ვერაფერს იზამს. ეს კაცია პირველ რიგში, ადამიანია და არა სასწაულმოქმედი.

ლესტერიც გუნდურად არის ძლიერი და საერთოდ გუნდი თუ გუნდურად თამაშობს მაშინ მიიღწევა შედეგი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№20
ავტორი: Daley Blind
20 სექტემბერი 2014 17:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
ციტატა: RojoDiablo
ლესტერიც გუნდურად არის ძლიერი და საერთოდ გუნდი თუ გუნდურად თამაშობს მაშინ მიიღწევა შედეგი.

კი ბრატ კრისტალს ბაზრობ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top