თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2014, 09:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3145,
კომენტარები: 30
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: Kind Power Stadium, ლესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 5 ტური
თარიღი: კვირა, 21 სექტემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 16:30, (ჩვენი დროით)

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)



"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"



ტრავმირებულები: არავინ.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: შმეიხელი, ჯეიმსი
მიუწვდომელი: პაუელი (იჯარა "იუნაიტედიდან")
განაცხადი: Schmeichel, Hamer, De Laet, Konchesky, Wasilewski, Schlupp, Moore, Morgan, King, Hammond, Albrighton, Knockaert, Mahrez, Vardy, Taylor-Fletcher, Ulloa, Nugent, Wood, Drinkwater, Cambiasso, Simpson, Lawrence.

"ლესტერის" სასტარტო შემადგებლონაში შესაძლოა გამოჩნდეს "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი, ესტებან კამბიასო, რომელმაც "სტოკ სიტისთან" დიდებული შეხვედრა ჩაატარა. მუხლის ტრავმა მოიშუშა მეკარე, კასპერ შმეიხელმა, რომელმაც წინა შეხვედრა გამოტოვა. მოედანზე ვერ გავა ნიკ პაული, რადგან პრემიერ-ლიგის წესების მიხედვით იჯარის წესით განათხოვრებულ ფეხბურთელს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ თამაში არ შეუძლია.



"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი, ლინგარდი, ფელაინი, ჯონსი, იანგი, ჯონსტონი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Rafael, Valencia, Shaw, Rojo, Evans, Smalling, Blackett, Blind, Herrera, Fletcher, Anderson, Mata, Januzaj, Di Maria, Rooney, Falcao, Van Persie, W Keane.

როგორც ლუი ვან გაალმა განაცხადა, კრის სმოლინგმა ტრავმა მოიშუშა და მზადაა პარტნიორების დასახმარებლად. რის ჯეიმსი და ჯეიმს უილსონი კი ჯერ კიდევ ლაზარეთში იმყოფებიან, მარცხენა მცველს, ლუკ შოუს კი კვირას სადებიუტო შეხვედრის ჩატარება შეეძლება.


"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"


მე-12 ადგილი, 5 ქულა
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა (წინა სეზონის ჩათვლით): მ-ფ-წ-წ-ფ-მ
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პირველი ხუთეულის გუნდებთან, "ევერტონთან", "ჩელსისა" და "არსენალთან" დაპირსპირების შემდეგ გასულ ტურში პრემიერ-ლიგის ახალწვეულმა "სტოკ სიტის" დამარცხებით პირველი სამი ქულა მოიპოვა.

"ლესტერმა" ჩემპიონშიპში საშინაო შეხვედრებში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 23 საშინაო შეხვედრაში 17 მოგება და მხოლოდ ორი მარცხი.

პრემიერ-ლიგის საშინაო შეხვედრაში "ლესტერმა" უკანასკნელად 2004 წელს "პორტსმუთთან" იმარჯვა.

"მელიების" თავკაცმა, ნაიჯელ პირსონმა მწვრთნელის რანგში "იუნაიტედის" წინააღმდეგ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა. 2008 წლის იანვარში იგი "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა და მაშინ "იუნაიტედმა" "ჯორდები" 6-0 დაამარცხა.

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-9 ადგილი, 5 ქულა.
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი ექვსი შეხვედრა (წინა სეზონის შეხვედრები): ფ-წ-ფ-წ-წ-მ
"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" უკანასკნელ 4 საგარეო შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს (3 ფრე, 1 მარცხი). ზედიზედ 5 გასვლით შეხვედრაში "იუნაიტედს" 2001 წლის შემდეგ არ უჩვენებია მსგავსი შედეგი.

პრემიერ-ლიგის მეხუთე ტურამდე პრემიერ-ლიგის მასშტაბით "იუნაიტედს" ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს 62%. წინა წელს ამ მაჩვენებლით ისინი მე-8 ადგილზე იმყოფებოდნენ.

ლუი ვან გაალმა პირველ 4 ტურში სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი ფეხბურთელი ათამაშა - მათი რაოდენობა 26-ს უტოლდება.

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"


წამყვანი ბომბარდირები: ულოა - 3 გოლი.

"ლესტერის" ყველაზე ძვირადღირებულმა შენაძენმა პირველ 4 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის ორი საშინაო შეხვედრაში.

თუ კი მოედანზე რიჩი დე ლაეტი, მეტ ჯეიმსი, დენი სიმპსონი, ნიკ ბარმბი, დენი დრინქუოტერი და ტომ ლოურენსი გამოვლენ, ისინი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი, მატა - ორ-ორი გოლი.

ამ მომენტისთვის რუნის ანგარიშზე პრემიერ-ლიგაში გატანილი 175 გოლია და იგი ტიერი ანრისთან ერთად მე-3 ადგილს იყოფს პრემიერ-ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში. "ლესტერთან" ჩატარებულ ორივე შეხვედრაში რუნის თითო გოლი აქვს გატანილი.

"იუნაიტედის" შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში ხუან მატამ 8 გოლი გაიტანა.

იმისათვის, რომ რობინ ვან პერსის გოლების რაოდენობა "იუნაიტედის" რიგებში 50-ს გაუტოლდეს ჰოლანდიელმა კიდევ 2 გოლი უნდა გაიტანოს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 117-ჯერ შეხვდნენ. "ლესტერის" ანგარიშზე 32 გამარჯვება, "იუნაიტედის" ანგარიშზე კი 59 გამარჯვებაა. 26 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერს" პრემიერ-ლიგის ზედიზედ 9 შეხვედრაში ამარცხებს და ზედიზედ 10 შეხვედრაში არ მარცხდება. უკანასკნელი მარცხი "იუნაიტედმა" 1998 წლის იანვარში "ოლდ ტრაფორდზე" ტონი კოტის გოლით 0-1 განიცადა,

"იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ პრემიერ-ლიგის უკანასკნელ 8 შეხვედრაში "ლესტერმა" მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.

საშინაო არენაზე "ლესტერმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" უკანასკნელად 1985 წლის ნოემბერში დაამარცხადა, რასაც შემდგომი 9 შეხვედრიდან "იუნაიტედის" წინააღმდეგ სამი ფრე და 6 მარცხი მოჰყვა, მათ შორის 5 მატჩი ზედიზედ მოიგო "იუნაიტედმა".

"ლესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


"ლესტერის" სტადიონი


ლიგა: "ლესტერი" - 25 მოგება, "იუნაიტედი" - 18 მოგება, ფრე -13

ინგლისის პრემიერ-ლიგა: "ლესტერი" - 0 მოგება, "იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 3.

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "ლესტერი" - 31 მოგება, "იუნაიტედი" - 55 მოგება, ფრე - 26.

ინგლისის პრემიერ-ლიგა: "ლესტერი" - 1 მოგება, "იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 4.

გუნდების უკანასკნელი დაპირსპირება "ლესტერის" სტადიონზე
მატჩის წინ
30 კომენტარი
№21
ავტორი: Man-United
20 სექტემბერი 2014 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ამ თამაშს ჩემი აზრით 1-3 მოვიგებთ
0
№22
ავტორი: Manchester_M
20 სექტემბერი 2014 19:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არაა ლესტერთან დასაკარგი ქულები ადვილ თამაშს პირველი წუთებიდან არ ველი პირველი გოლი იქნება გარდამტეხი და იმედია ამ პირველ გოლს ჩვენ გავიტანთ :)

Man-United,
მეც ეგრე მგონია 1-3 მოვიგებთ ან 1-4
0
№23
ავტორი: Macklemore
20 სექტემბერი 2014 19:38
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
არ შეიძლება ამ მატჩში ქულების დაკარგვა.
0
№24
ავტორი: Lev
20 სექტემბერი 2014 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ისა და ...ლივერპულმა რომ ისევ წააგო და თან 3-1 და თან ვესტ ჰემთთან lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№25
ავტორი: chudikone
21 სექტემბერი 2014 04:07
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აი პრევიუ მესმის! უნდა გადავუაროთ ლესტერს !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№26
ავტორი: RojoDiablo
21 სექტემბერი 2014 09:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Lev,
მერე მოუძებნის მაგას ვარდო ადგილს ტურის იმედგაცრუებაში... ვუყურე მაგ თამაშს და ვესთ ჰემი თუ ასეთი საშინელია არც ჩვენ დაგვაყრის კარგ დღეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№27
ავტორი: Count Alucard
21 სექტემბერი 2014 12:59
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დღეს კარს მშრალად შევინახავთ, 0-2 ან 0-3 მგონია ეს მატჩი.
0
№28
ავტორი: WazzAvtex
21 სექტემბერი 2014 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
არ იქნება ადვილი მატჩი,მაგრამ ქულები არ უნდა დავკარგოთ..
0
№29
ავტორი: kOsTiA
21 სექტემბერი 2014 15:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
Daley Blind,
ჰალამადრიდზე ვეღარ ეტევი ? ... თუ ტრადიცია არის ეს რამე ?.....თქვენ მოგწონთ როცა ვიღაც ბარსამანიიდან გამოვარდნილი მასტი თქვენს საიტზე თავის აზრს ტოვებს? მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს შენი აზრი და აქ მყოფ ეშმაკებსაც მინდა ვურჩიო რომ ნუ მოუსმენთ ასეთ მომხმარებლებს თუნდაც მათი აზრი ჩვენსას ემთხხვეოდეს...ამას თქვენი ჰალამდრიდი.ჯიდან გამომდინარე ვამბობ...თუ ხარ ფანი უნდა იყო ფანი და არ უნდა ცანცარებდე ამ საიტიდან იმ საიტზე .. მე შენ ზედმეტად ცნობის მოყვარე ბიჭად მიმაჩნიხარ ბრატ ! ;).
0
№30
ავტორი: Daley Blind
21 სექტემბერი 2014 15:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 50
ციტატა: kOsTiA
ჰალამადრიდზე ვეღარ ეტევი ? ... თუ ტრადიცია არის ეს რამე ?.....თქვენ მოგწონთ როცა ვიღაც ბარსამანიიდან გამოვარდნილი მასტი თქვენს საიტზე თავის აზრს ტოვებს? მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს შენი აზრი და აქ მყოფ ეშმაკებსაც მინდა ვურჩიო რომ ნუ მოუსმენთ ასეთ მომხმარებლებს თუნდაც მათი აზრი ჩვენსას ემთხხვეოდეს...ამას თქვენი ჰალამდრიდი.ჯიდან გამომდინარე ვამბობ...თუ ხარ ფანი უნდა იყო ფანი და არ უნდა ცანცარებდე ამ საიტიდან იმ საიტზე .. მე შენ ზედმეტად ცნობის მოყვარე ბიჭად მიმაჩნიხარ ბრატ ! ;).

და ჯიგარო ცუდი რა არის თუ მანჩესტერ იუნაიტედის სიახლეებიც გავიგო ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ეს ხომ ჯადოქარი ლუკაა :O <3 <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top