გთავაზობთ რამდენიმე სტატიის გაერთიანებულ ვერსიას, რომლებიც Skysports_მა, Goal_მა, BBC_მ და სხვა გავლენიანმა გამოცემებმა მოამზადეს.
დი მარიას ტრანსფერზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 1 თვის წინ დაიწყო, როდესაც "მადრიდელებმა" ხამეს როდრიგესის ტრანსფერი დაასრულეს და უკვე ნათელი გახდა, რომ არგენტინელს ძირითადში ადგილი აღარ ექნებოდა. ეს ასეც მოხდა და მან სკამიდან დაიწყო "ატლეტიკოსთან" სუპერთასის პირველი მატჩი, ხოლო განმეორებით მატჩში საერთოდ განაცხადშიც ვერ მოხვდა, ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა.
დღეს კი ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორებიც Skysports და BBC არიან აღარ ერიდებიან თამამად დი მარიას ტრანსფერის გამოცხადებას და წერენ, რომ სავარაუდო თანხა 48 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ცალკე საკითხია, რადგან "მადრიდელებს" დი მარიას გაყიდვა 60 მილიონზე ნაკლებად არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ალბათ ესეც პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს.
გაზეთები წერენ, რომ დი მარია 7 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რაც მოსალოდნელი იყო. ვან გაალის თერთმეტეულს კი კიდევ ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი შეემატება, ზოგის აზრით მსოფლიოში საუკეთესოც.
მოკლედ ჩვენ ერთი რამ დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მოვითმინოთ კიდევ 1 დღეც და დიდი ალბათობით ზუსტად ამ დროს გასტანს კონტრაქტის დეტალების შეთანხმება, შემდეგ კი "იუნაიტედის" ოფიციალური საიტი დაადასტურებს არგენტინელის ტრანსფერს, თუმცა დაზუსტებით არავის არაფრის თქმა არ შეუძლია, შეიძლება მოვლენები სხვაგვარადაც განვითარდეს, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
წყარო: Goal.Com, Skysports, Sky Italia, Marca, BBC