თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2014, 22:40
ავტორი: Lomsa099,
ნანახია: 3244,
კომენტარები: 24
დი მარიას ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება
ბოლო საათებში უკვე ძალიან ბევრმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა ტრანსფერის დასრულების შესახებ, სავარაუდოდ ეს ასეც მოხდება.
დი მარიას ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება
გთავაზობთ რამდენიმე სტატიის გაერთიანებულ ვერსიას, რომლებიც Skysports_მა, Goal_მა, BBC_მ და სხვა გავლენიანმა გამოცემებმა მოამზადეს.

დი მარიას ტრანსფერზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 1 თვის წინ დაიწყო, როდესაც "მადრიდელებმა" ხამეს როდრიგესის ტრანსფერი დაასრულეს და უკვე ნათელი გახდა, რომ არგენტინელს ძირითადში ადგილი აღარ ექნებოდა. ეს ასეც მოხდა და მან სკამიდან დაიწყო "ატლეტიკოსთან" სუპერთასის პირველი მატჩი, ხოლო განმეორებით მატჩში საერთოდ განაცხადშიც ვერ მოხვდა, ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა.

დღეს კი ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორებიც Skysports და BBC არიან აღარ ერიდებიან თამამად დი მარიას ტრანსფერის გამოცხადებას და წერენ, რომ სავარაუდო თანხა 48 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ცალკე საკითხია, რადგან "მადრიდელებს" დი მარიას გაყიდვა 60 მილიონზე ნაკლებად არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ალბათ ესეც პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს.

გაზეთები წერენ, რომ დი მარია 7 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რაც მოსალოდნელი იყო. ვან გაალის თერთმეტეულს კი კიდევ ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი შეემატება, ზოგის აზრით მსოფლიოში საუკეთესოც.

მოკლედ ჩვენ ერთი რამ დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მოვითმინოთ კიდევ 1 დღეც და დიდი ალბათობით ზუსტად ამ დროს გასტანს კონტრაქტის დეტალების შეთანხმება, შემდეგ კი "იუნაიტედის" ოფიციალური საიტი დაადასტურებს არგენტინელის ტრანსფერს, თუმცა დაზუსტებით არავის არაფრის თქმა არ შეუძლია, შეიძლება მოვლენები სხვაგვარადაც განვითარდეს, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

წყარო: Goal.Com, Skysports, Sky Italia, Marca, BBC
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
24 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
24 აგვისტო 2014 00:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Gveshvela gveshvelaaa!
0
№12
ავტორი: Malboro463
24 აგვისტო 2014 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ხვალე 2 სკენ გავიღვიძებ და იმედია ოფიციალური ინფორმაცია დამხვდება love gun2
0
№13
ავტორი: gilmour
24 აგვისტო 2014 00:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვაახ მიდი რაა ეს იქნება წლის ტრანსფერი, მთელი წინა სეზონი დიმარიას თამაშით ვტკბებოდი როცა რეალს ვუყურებდი და ისეთ ცუდ დღეში ვიყავით ოცნებაც მერიდებოდა ამის ტრანსფერზე, და ახლა ნახეთ სადაცაა გაწითლდება ბიჭი:)
0
№14
ავტორი: Berba 9
24 აგვისტო 2014 01:01
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მოდი დიმკა მოდი რაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№15
ავტორი: LVG
24 აგვისტო 2014 01:26
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
უკვე ძალიან ბევრგან იწერება ამ ტრანსფერზე, დი მარიას აგენტი მანჩესტერში ჩავიდა სასწრაფოდო
0
№16
ავტორი: TOSHIBA
24 აგვისტო 2014 01:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
მაიკით ხელში დამანახეთ manunited
0
№17
ავტორი: chudikone
24 აგვისტო 2014 03:35
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბიჭებო დი მარიაზე არაფერი ისმის ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№18
ავტორი: Manchester United 14
24 აგვისტო 2014 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მგონი სიმართლეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№19
ავტორი: temo-scholes
24 აგვისტო 2014 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
LVG,
eg uechveli ic dzma ro agenti manchestersia ukve? Damilinke ra...;)
0
№20
ავტორი: chaobi
24 აგვისტო 2014 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
dzalian magariaa ^_^ <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top