თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2014, 22:40
ავტორი: Lomsa099,
ნანახია: 3244,
კომენტარები: 24
დი მარიას ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება
ბოლო საათებში უკვე ძალიან ბევრმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა ტრანსფერის დასრულების შესახებ, სავარაუდოდ ეს ასეც მოხდება.
დი მარიას ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება
გთავაზობთ რამდენიმე სტატიის გაერთიანებულ ვერსიას, რომლებიც Skysports_მა, Goal_მა, BBC_მ და სხვა გავლენიანმა გამოცემებმა მოამზადეს.

დი მარიას ტრანსფერზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 1 თვის წინ დაიწყო, როდესაც "მადრიდელებმა" ხამეს როდრიგესის ტრანსფერი დაასრულეს და უკვე ნათელი გახდა, რომ არგენტინელს ძირითადში ადგილი აღარ ექნებოდა. ეს ასეც მოხდა და მან სკამიდან დაიწყო "ატლეტიკოსთან" სუპერთასის პირველი მატჩი, ხოლო განმეორებით მატჩში საერთოდ განაცხადშიც ვერ მოხვდა, ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა.

დღეს კი ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორებიც Skysports და BBC არიან აღარ ერიდებიან თამამად დი მარიას ტრანსფერის გამოცხადებას და წერენ, რომ სავარაუდო თანხა 48 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ცალკე საკითხია, რადგან "მადრიდელებს" დი მარიას გაყიდვა 60 მილიონზე ნაკლებად არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ალბათ ესეც პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს.

გაზეთები წერენ, რომ დი მარია 7 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რაც მოსალოდნელი იყო. ვან გაალის თერთმეტეულს კი კიდევ ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი შეემატება, ზოგის აზრით მსოფლიოში საუკეთესოც.

მოკლედ ჩვენ ერთი რამ დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მოვითმინოთ კიდევ 1 დღეც და დიდი ალბათობით ზუსტად ამ დროს გასტანს კონტრაქტის დეტალების შეთანხმება, შემდეგ კი "იუნაიტედის" ოფიციალური საიტი დაადასტურებს არგენტინელის ტრანსფერს, თუმცა დაზუსტებით არავის არაფრის თქმა არ შეუძლია, შეიძლება მოვლენები სხვაგვარადაც განვითარდეს, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

წყარო: Goal.Com, Skysports, Sky Italia, Marca, BBC
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
24 კომენტარი
№21
ავტორი: AkkRed
24 აგვისტო 2014 10:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დავიჯერო იანგის იმედზე აღარ ვიქნებით ფლანგიდან? ^_^
0
№22
ავტორი: LizarD
24 აგვისტო 2014 12:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
AkkRed,
ეს მარჯვენა ფლანგს თამაშობს და ცენტრს, იანგი მარცხენას.... :/ ვერ მოიშორეს იმენა :დ

იმედია მალე ოფიციალური ვებ გვერდიც გამოაქვეყნებს, დიმას სურათებს. სკაისპორტმა რაც დაწერა ყველაფერი მოხდა და რაღაც დი მარიაზე შეცდებიან = ))
0
№23
ავტორი: Malboro463
24 აგვისტო 2014 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
LizarD,
იანგის ცოლი ჩალიჩOბს რაღაცას გალთან სექსუალურ კავშირს ამყარებს ალბათ და ის სანაცვლოდ იანგს ათამაშესბ ძირითადში
0
№24
ავტორი: Manchester_M
24 აგვისტო 2014 17:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კანეც ფილმა რა დროზე მორჩით ბაზარს და გადააცვით წითელი მაისური !!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top