თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2019, 20:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4668,
კომენტარები: 81
ოლე: "პოჩეტინოს გათავისუფლება არ მაღელვებს"
ნორვეგიელი არ ფიქრობს, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა არგენტინელი სპეციალისტის უმუშევრად დარჩენის გამო.
ოლე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებამ მისი მდგომარეობა მცირედითაც კი არ შეარყია.

სანამ სოლსკიაერი "იუნაიტედთან" მუდმივ კონტრაქტს გააფორმებდა, არგენტინელი სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მიმდინარე კვირაში კი "ტოტენჰემმა" მაურისიო გაათავისუფლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოჩეტინოს კვლავ დაუკავშირებენ "იუნაიტედს", თუ სოლსკიაერის შედეგები გაუარესდება.

თუმცა, ოლე გუნარი ამასთან დაკავშირებით სიმშვიდეს ინარჩუნებს.

"ეს საერთოდ არ მაღელვებს. მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მაქვს.

როცა სამსახური არა გაქვს და მწვრთნელი ხარ, ყოველთვის ცდილობს პოსტზე დაბრუნებას. არ მაღელვებს, რა ხდება ჩემ ირგვლივ. მე მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედზე" უნდა ვიფიქრო და რაც შეიძლება კარგად შევასრულო სამუშაო.

ხშირად ველაპარაკები ედ ვუდვორდსა და მფლობელებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ კლუბი. ამას კი სხვა კლუბებიდან მწვრთნელების დათხოვნა ვერაფრით შეცვლის".
ინტერვიუები
81 კომენტარი
№81
ავტორი: Sancho66
25 ნოემბერი 2019 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
ყველა იგროკს აქვს პლიუს მინუსები და უნდა გამოიყენო ლუკაკუ არგიკვირთ ევერტონში ბომბარდირი რატო იყო და ჩვენთან რატო არა ან ინტერში რატო ყომარობს ესე კარგად ?? დეპაი აიღეთ.... არგავაგრძელებ ეხლა .... საქმე იმაში არაა რო საშინელი სასტავი გვყავს თან როგორაა საშინელი სასტავი 7 კაცი ძირითაფის იგროკია .... ვინცარუნდა იყიდოს ოლემ დეხეას შეცვლის ?? მაგუაიერს ? ბისაკას ? ჯეიმს ? პოგბას ? მაკტომინეის ? ეს ხო არის 6 ძირითადის იგროკი რაშფორდიც უეჭველი სასტავის კაცია და დარჩა 4 პოზიცია დაჟე არცკი მარსიალი ვილიამსი ... მოკლედ ეხა რასვამვობ ესგუნდი 80 პროცენტი დააკომპლექტა ოლემ იმედი ნუგაქვთ რო5-6 ტრანსფერი მოხდება გუნდში რადგან თავისი მოყვანილები უნდა ცვალოს და 90 მილიონიანი მაგუაიერი და 60 მილიანი ბისაკა ცვალოს ? თუ პოგბა დეხეა რაშფორდი ? ანუ ზღაპარია ამგუნდის გაძლიერება უკვე დაქომპლექტევულია ოლეს მანჩესტერი 2-3 პოზიციის გარდა და ეგორი სამი პოზიცია ვერუშველის გუნდს.... მგონი გასაგებად დავწერე რატო არმაქვს ტრანსფერების იმედები და არც კითხვები ჩდება ბევრი ..... ეხა ტაქტიკას რაცშეეხება ოლეს ტაქტიკა უმარტივესია .... ყველა მწრთვნელი უწვავს მაგას ყველააა ვაფშე თუ გუნდი უტევს და ძლიერია აგებული აქ კონტრზე თამაში და კომფორტულად გრძნობს თავს მაგდროს მარა როცა პოზიციურ შეტევებს ეხება საქმე უკვე ვსო ..... როცა გინდა რო ძლიერი გუნდი გყავდეს უნდა შეგეძლოს სწრაფი პასები ამათ როცა უტევენ ბურთის ამოტანა არშეუძლიათ ..... უტევს დავუშვათ შეფილდი მანჩესტერს ვსო ავნეულია გუნდი რადგან ნახევარდაცვასა და დაცვას შორის სივრცეა იქ ლინდელოფმა თავზე როაჯობოს ვინმეს მაინც შეფილდისაა ბურთი რადგან ქაოსია ვერიგებენ ვინ სად იდგეს ვინ სად ირბინოს ზატო როცა ვეთამაშებით ლივერპულს ან ჩელსის მაშინ 11 ივე ფეხბურთელი ბურთს უკანაა და პატარა სივრცეა მაგდროს მოშორება გამოსდით მარა თუ ბურთი ნახევარდაცვასა და დაცვის შუაშია ვსო დედაე*****ებათ.... პერეირას და ფრედის მინუსი არის ინტელექტი მარა ინტელექტი არაქვს უამრავ იგროკს ... მაგრამ სისწრაფე აქვთ და მუშა ფეხბურთელები არიან ... უბდა დახვეწოს ოლემ ისე რო არაფიქროს ეგ ორი ანუ პოტენციალი უნდა გამოიყებოს ზატო ინტელექტი მატას აქ მარა რათგინდა არუნდა ვერც პოგბას იყენებს ოლე ... მაგუაიერიც ჩაკარგული ყავს ... რავიცი რავიცი ანუ ოლეს მომხრეებს რისი გჯერათ ვერვუგებ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top