თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2019, 20:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4399,
კომენტარები: 81
ოლე: "პოჩეტინოს გათავისუფლება არ მაღელვებს"
ნორვეგიელი არ ფიქრობს, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა არგენტინელი სპეციალისტის უმუშევრად დარჩენის გამო.
ოლე:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლებამ მისი მდგომარეობა მცირედითაც კი არ შეარყია.

სანამ სოლსკიაერი "იუნაიტედთან" მუდმივ კონტრაქტს გააფორმებდა, არგენტინელი სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მიმდინარე კვირაში კი "ტოტენჰემმა" მაურისიო გაათავისუფლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოჩეტინოს კვლავ დაუკავშირებენ "იუნაიტედს", თუ სოლსკიაერის შედეგები გაუარესდება.

თუმცა, ოლე გუნარი ამასთან დაკავშირებით სიმშვიდეს ინარჩუნებს.

"ეს საერთოდ არ მაღელვებს. მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მაქვს.

როცა სამსახური არა გაქვს და მწვრთნელი ხარ, ყოველთვის ცდილობს პოსტზე დაბრუნებას. არ მაღელვებს, რა ხდება ჩემ ირგვლივ. მე მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედზე" უნდა ვიფიქრო და რაც შეიძლება კარგად შევასრულო სამუშაო.

ხშირად ველაპარაკები ედ ვუდვორდსა და მფლობელებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ კლუბი. ამას კი სხვა კლუბებიდან მწვრთნელების დათხოვნა ვერაფრით შეცვლის".
ინტერვიუები
81 კომენტარი
№21
ავტორი: 100%Red
24 ნოემბერი 2019 20:34
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აჭარანეთი რატო არ აჩვენებს მაგათი დედა რო მო**ან
0
№22
ავტორი: Dato kutaisi
24 ნოემბერი 2019 20:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ოლე შენ გენაცვალე ასე უნდა შეფილდთან თამაში აბა რა.მიდით ბიჭებო ასე გააგრძელეთ ფუი თქვენი
0
№23
ავტორი: giorgi_mg
24 ნოემბერი 2019 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ის ბიჭები რომლებიც ოლეს იცავთ ხოლმე, ასე მგონია თამაშებს არ უყურებთ და პროსტა აკეთებთ კომენტარებს.
0
№24
ავტორი: T0nn1111
24 ნოემბერი 2019 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 79
აი ესეთი გათახსირების მერე ზამთარში რო სერიოზული ტრანსფერები არ დადოთ ათეულშიც ვერ შევალთ ალბათ
0
№25
ავტორი: Dato kutaisi
24 ნოემბერი 2019 21:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: T0nn1111
აი ესეთი გათახსირების მერე ზამთარში რო სერიოზული ტრანსფერები არ დადოთ ათეულშიც ვერ შევალთ ალბათ

ამ უამბიციო და იმბეცილ ტრენერთან რომელი თავმოყვარე ფეხბურთელი გადმოვა გაფიცებ ძამიკო ყველაფერს.
როცა ტრენერი უამბიციო გყავს ისეთივე ფეხბურთს თანაშობ და ისეთივე ტრანსფერებს აკეთებ

ფორმები რო გაცვალონ ასე უფრო გაამართლებენ სახელებს
0
№26
ავტორი: JuanMata
24 ნოემბერი 2019 21:01
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისე თამაშობენ თითქოს საერთოდ არ დაუმუშავებიათ ეს ტაქტიკა.
არავინ არ იცის სად წავიდეს და რა ქნას.
0
№27
ავტორი: giorgi_mg
24 ნოემბერი 2019 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძაან სუსტია ტაქტიკირად, ტიპს ისედაც პრობმემა აქვს ცენტრში და 2 ნახევარმცველს აყენებს, მაგას ჯობდა ჯონსი ჩამსლელად დაემატებინა.
0
№28
ავტორი: JuanMata
24 ნოემბერი 2019 21:03
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დააბრუნოს ისევ 4-5-1, საერთოდ ვერ ვიჭერთ ბურთს.
0
№29
ავტორი: Dato kutaisi
24 ნოემბერი 2019 21:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: JuanMata
დააბრუნოს ისევ 4-5-1, საერთოდ ვერ ვიჭერთ ბურთს.

როცა 4-5-1 იყო ხო სულ ჩვენ გვქონდა ბურთი:))
0
№30
ავტორი: shotkin
24 ნოემბერი 2019 21:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი პოჩეტინო დანიშონ მაინც სასწრაფოდ ხო შეიძლება :) ესეთი დონის და გამოცდილების მქონე კაცი თავისუფალია და არ ჩალიჩობენ ცენზურა მანჩესტერის ხელმძღვანელობავ :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top