თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2020, 13:35
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2824,
კომენტარები: 44
პოლ პოგბამ აზრი შეიცვალა
პოგბას გუნდში დარჩენა უნდა.
პოლ პოგბამ აზრი შეიცვალა
ბრიტანული ტაბლოიდის "The Daily Mail- ის" თანახმად, "იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა მზადაა გუნდში დასარჩენად. რადგან ფიქრობს, რომ მას შეუძლია გახდეს კლუბის ახალი წარმატებული პერიოდის საკვანძო ფიგურა.

მთელი მიმდინარე სეზონი, რომელიც პოგმა გამოტოვა ტრავმების გამო, სულ იყო ჭორები იმის შესახებ, რომ ფრანგს გადაწყვეტილი ჰქონდა "იუნაიტედის" დატოვება, თუმცა, გამოცემის თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი გრძელვადიან პერიოდში საკუთარ თავს კლუბში ხედავს და მზად არის ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად. "იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგზა გასვლა კი პოგბას დარჩენაზე კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს.

ფრანგ ნახევარმცველს სურს დაამტკიცოს, რომ ის იქნება ღირებული აქტივი გუნდისთვის და მომავალ სეზონში შეძლებს წამყვანი როლის შესრულებას. პოგბა ასევე ძალიან კმაყოფილია ბრუნო ფერნდანდეშის შეძენით და თვლის, რომ მათ შეეძლებათ ეფექტური ტანდემის შექმნა მოედნის ცენტრალურ ზონაში.

პოგბას მიმდინარე ხელშეკრულება 2 წელში იწურება, ხოლო "იუნაიტედი" მზად იყო ამ ზაფხულს გაეყიდა მოთამაშე, მაგრამ ახალი ამბები იმის შესახებ, რომ ფრანგმა აზრი შეიცვალა, შეიძლება ახალი ხელშეკრულების საფუძველი გახდეს. ამჟამად პოგბა კვირაში 300 000 ფუნტს გამოიმუშავებს და ახალმა ხელშეკრულებამ შესაძლოა ეს თანხა 400,000 ფუნტამდე გაზარდოს.

ტაბლოიდი ასევე იუწყება, რომ პოგბა მთელი ამ კვირის განმავლობაში ვარჯიშობს და შესაძლოა განაცხადში მოხვდეს "ლასკის" მატჩისთვის. თუ ეს არ მოხდა, მაშინ იგი იმედოვნებს, რომ "ტოტენჰემთან" განაცხადში იქნება.


http://www.manutd.ru/
ჭორები
44 კომენტარი
№41
ავტორი: Lukalaba
12 მარტი 2020 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: davvita
ინტერის იუვეს რეალის ფეგბურთელები იზოლაციაში არიან, სევილია - რომა გადაიდო. ჩვენთან ხო არაა სიახლე რამე? ხო არ გადაიდო თამაში?

არ გადადებით არაფერი მაგრამ ცარიელ ტრიბუნებზე მოუწევთ თამაში
0
№42
ავტორი: kantona-7
12 მარტი 2020 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ვერასოდეს ვუბალეშიკებ ლივეს რაცარუნდა ოყოს. მეც ინგლისის გულშემატკივარივარ ბავშვობიდან თუმცა ლივეს ვუგულშემატკივრო არშემიძლია და რავქნა!!! სიტის ვბალეშიკობ ლიგაზე რადგან ვერვხედავ იმხელა მტერს როგორც იმბო....ს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№43
ავტორი: David_Beckham7
12 მარტი 2020 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ყველას თავისი აზრი აქვს და პატივს ვცემ, ყველა ჩვენს თავში და აზროვნებაში ვიპოვნით მიზეზს რითაც ჩვენ შეხედულებას გავამართლებდით, მაგრამ რო ვიაზრებ ფეხბურთი მოდის ინგლისიდან და ბავშობიდან ვტიროდი როცა ინგლისი აგებდა ხნა პორტუგალიასთან ხან გერმანიასთან (ლამპარდის გოლი :((( ) ამ ინგლისის ღირსეული წარმომადგენელია ლივერპულიც და რო არა ესეთი ძლიერი მეტოქეები როგორიც ისტორიულად ლივერპულია და მერე სხვანი დავემსგავსებოდით მაშინ ბაიერნს ან დღევანდე პსჟ-იუვეს 10 წელი რო გადაბმულად ზამთარშივე გარკვეულია ვინ გახდება ჩემპიონიმ რქტომაა პრემიერ ლიგა ყველაზე მეეტად მოთხოვნადი და ფულიანი? იმიტომ რომ აქ რო კონკურენციაა და მუხტია ისეთი არსად.... ამიტომ ამ სვარკა გუნდების გასვლას მითუმეტეს მირჩევნია რაჭმაუნდა ლივერპულმა მოიგოს. ნუ ამ შემთხვევქში ვამბობ თორე მანჩესტერის წარმატებაზე აღარც ვამბობ როგორ გაგვიხარდება ყველას და შეიძლება ვინმესთვის წარმოუდგენლად ჩანდეს მაგრამ რეალმა კიდ ეიმიტო არ მინდა სასწაულად მოიგოს რო მჯერა მოვა დრო მანჩესტერი მიყოლებით მოიგებს ლიგებს და მინდა ყვეკაზე მეტჯერ ჩვენ გვქონდეს მ9გებული ეგ დროც დადგეს.
0
№44
ავტორი: giorgi_mg
13 მარტი 2020 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სურვილსა და გულშემატკივრობას შორის დიდი განსხვავებაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top