თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2020, 13:35
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2654,
კომენტარები: 44
პოლ პოგბამ აზრი შეიცვალა
პოგბას გუნდში დარჩენა უნდა.
პოლ პოგბამ აზრი შეიცვალა
ბრიტანული ტაბლოიდის "The Daily Mail- ის" თანახმად, "იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა მზადაა გუნდში დასარჩენად. რადგან ფიქრობს, რომ მას შეუძლია გახდეს კლუბის ახალი წარმატებული პერიოდის საკვანძო ფიგურა.

მთელი მიმდინარე სეზონი, რომელიც პოგმა გამოტოვა ტრავმების გამო, სულ იყო ჭორები იმის შესახებ, რომ ფრანგს გადაწყვეტილი ჰქონდა "იუნაიტედის" დატოვება, თუმცა, გამოცემის თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი გრძელვადიან პერიოდში საკუთარ თავს კლუბში ხედავს და მზად არის ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად. "იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგზა გასვლა კი პოგბას დარჩენაზე კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს.

ფრანგ ნახევარმცველს სურს დაამტკიცოს, რომ ის იქნება ღირებული აქტივი გუნდისთვის და მომავალ სეზონში შეძლებს წამყვანი როლის შესრულებას. პოგბა ასევე ძალიან კმაყოფილია ბრუნო ფერნდანდეშის შეძენით და თვლის, რომ მათ შეეძლებათ ეფექტური ტანდემის შექმნა მოედნის ცენტრალურ ზონაში.

პოგბას მიმდინარე ხელშეკრულება 2 წელში იწურება, ხოლო "იუნაიტედი" მზად იყო ამ ზაფხულს გაეყიდა მოთამაშე, მაგრამ ახალი ამბები იმის შესახებ, რომ ფრანგმა აზრი შეიცვალა, შეიძლება ახალი ხელშეკრულების საფუძველი გახდეს. ამჟამად პოგბა კვირაში 300 000 ფუნტს გამოიმუშავებს და ახალმა ხელშეკრულებამ შესაძლოა ეს თანხა 400,000 ფუნტამდე გაზარდოს.

ტაბლოიდი ასევე იუწყება, რომ პოგბა მთელი ამ კვირის განმავლობაში ვარჯიშობს და შესაძლოა განაცხადში მოხვდეს "ლასკის" მატჩისთვის. თუ ეს არ მოხდა, მაშინ იგი იმედოვნებს, რომ "ტოტენჰემთან" განაცხადში იქნება.


http://www.manutd.ru/
ჭორები
44 კომენტარი
№11
ავტორი: 100%Red
11 მარტი 2020 17:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
კაი რატო ეჭიდავებიან ვერ ვხვდები
მარა თუ მართლა უნდა დარჩენა ეგ სხვა საქმეა, მარა არ ჯერმა მაინც
0
№12
ავტორი: bendzela
11 მარტი 2020 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
რაღაც არ მჯერა რო დარჩენა უნდოდეს .. თავისი ძმა იმდენს ტლიკინებს რო ჯერ მაგის განო არ უნდა დატოვონ და ნაცენზურაზე გაუშვან
0
№13
ავტორი: onlyred
11 მარტი 2020 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ოფიციალურად არაფერი უთქვამს ჯერ არავის.
ჭორი და ვარაუდია.
თუ დარჩება და თავის საქმეს გააკეთებს დარჩეს რატომაც არა მშვენიერი ბიჭია.
ეს მეც ვივარაუდე უკვე დიდი ხნის წინ რონ ფორმას თუ აკრეფს არაა გაკორიცხულუ დარჩეს კიდეც თქო.
მინოსაც აწყობს სადღაც გუნდთან სიტუაციის დალაგება.
0
№14
ავტორი: ffdp
11 მარტი 2020 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
დავტოვებდი სეზონის დასრულებამდე, თუ შეემჩნევა რომ ძაღლივით ერთგულია, მივცემდი შანსს - ისე არა (ამის ერთგულება კიდევ, არსად გაიშვას)
0
№15
ავტორი: K1llsw1tch
11 მარტი 2020 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
გაეწუწოს ზაფხულში <3
0
№16
ავტორი: stepno
11 მარტი 2020 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მინდა ახალი კონტრაქტი გააფორმოს და დარწმუნებული ვარ უმაგრესად ითამაშებს და სასწაულად გამოგვადგება
0
№17
ავტორი: levionok
11 მარტი 2020 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
სულ ცოტა ხნის წინ დავწერე პოგბა აზრს შეიცვლის და სხვა ვარსკვლავებიც მოისურვებენ აქ გადმოსვლასთქო(წინასწარმეტყველობას არ ვიბრალებ ეს ხარისხიან თამაშს მოაქვს)ადვილი გამოსაცნობია რომ ასე თუ გავაგრძელეთ ძალიან ბევრს მოუნდება ამ პროექტის ნაწილი გახდეს იგივე ვერნერის განცხადებებში იკითხება იგივეს ფიქრობს სანჩო და ა.შ. პოგბა უგულოდ როგორ არ თამაშობდა თამაშობდა მთელ რიგ თამაშებს მაგრამ თუ გავიხსენებთ იმ სეზონს როცა ევროპა ლიგა დაიდოკონკრეტული თამაშები ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა შემდეგ კი ოლეს მოსვლა და პოგბას აფეთქება ერთი იყო პოგბა ძალიან დიდი ძალაა ძმებო ძალიან დიდი ძალაა ეს თუ დაიქოქა მტერს მერე ნახევარზე საფიქრალი აღარ გვექნება მოსაყვანი იქნება ერთი ფორვარდი სანჩო და არ ვიცი სანჩო და ხარისხიანი ფორვარდის მოყვანის შემთხვევაში ხარისხიან უკანა მცველზეც თუ გაიწევენ კულიბალიზე მაგალითად არც მაგაზე დამწყდება გული თუ ბაი იქნება მწყობრში(მაგრამ არ იქნება ხო ვიცით) ძალიან საინტერესო დასასრული გველის სეზონის და შემდეგ ცხელი ზაფხული
0
№18
ავტორი: GEORGE22
11 მარტი 2020 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
აგენტს დაახვევინოს ჯერ და მერე თუ უნდა დარჩეს.
რაც შეეხება უგულო თამაშს,მე მგონი პოგბამ იცოდა საადაც მოდიოდა და იმ მანჩესტერში გადმოსვლა გმირობის ტოლფასი იყო,მითუმეტეს მსგავსი სუპერვარსკვლავისთვის,რასააც მე პირადად ვუფასებ და მადლობელი ვარ,როცა ევროპა ლიგა მოიგეს მშვენიერი სეზონი ჩაატარა,გამორჩეული მატჩებიც ქონდა,ზოგიერთ თამაშში შეიძლება უხასიათოდ იყო და დადიოდა,მაგრამ დამიჯერეთ ამის უხასიაათო სიარულიც კი ბევრს ნიშნავდა იმ მანჩესტერში გუნდისთვის,ჩათვალეთ ნახევარი გუნდი ეს იყო,პოგბათი და პოგბას გარეშე ცა და დედამიწასავით იყო სხვაობა,ტრამვებიც ხშირად ქონდა და ეგეც დაღს ასვამდა.ნუ გაპრავებას არ ვცდილობ მაგრამ იმის თქმა რო პოგბა გუნდში არაფერს არ აკეთებდა,ჩემი აზრით არ დანახვაა,გადახედეთ პოგბათი და პოგბას გარეშე თამაშებს და იმ წამსვე დაინახავთ სხვაობას.
0
№19
ავტორი: RedDevil10
11 მარტი 2020 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ჩემიაზრით პოლს უყვარს მანჩესტერი, ის აკადემიის აღზრდილია და დაბრუნებაც არ იყო მარტივი, ძალიან კაგი ივენტუსის ერთ-ერთი ლიდერი იყო თუმცა მაინც დაბრუნდა... რაც შეეხება მის თამაშს, ვინმეს გინახავთ ცხენივით წინ და უკან მორბენალი ბუსკეცი? მას უბრალოდ იდეალურად უჭირავს ცენტრი და თუ შეცდომები ქონდა და ბურთსაც კარგავდა ხშირ შემთხვევაში ეს იმიტომ რომ მაგ ფორმაციის მანჩესტერში სწორედ მას უნდა აიღო თამაში საკუთარ თავზე, სწორედ ეს სჭირდებოდა გუნდს მაშინ თუმცა, თვითონ გუნდი არც ტაქტიკურად და არც ფიზიკურად არ იყო ისეთ სიმაღლეებზე რომ პოგბას გაფუჭებული დიდად არ დატყობოდა თამაშს. პოგბა იდეალური ცენტრია, სუფთა სისხლიც ნახევარმცველი, რომელსაც თანაბრად შეუძლია შეტევების ჩაშლა, წამოწყება, გამწვავება, გრძელი და მოკლე საუცხოო პასი, მოედნის ფენომენარური ხედვა და საერთოდ მგონია რომ მისი შესაძლებლობები ძალიან უსაზღვროა, პოლი არის თანამედროობის საუკეთესო 6იანი... ჟოზეს დროინდელი მისი ქცევბით რათქმაუნდა უკმაყოფილო ვარ, რადან პირველ რიგში მსგავსი რამ არ უნდა ეკადრებია გუნდისთვის და საეთოდაც ეს განცხადებები მუდმივ გაქცევაზე დაუშვებელია, თუმცა თუ გამოსწორდება და შეცდომებს აღიარებს მის კლასს ვერფერს დავუწუნებთ
0
№20
ავტორი: David_Beckham7
11 მარტი 2020 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ჩემი პირადი აზრია რო თუ შესაძლებელია უნდა გაუხანგრძლივონ. რაც შეეხება უხასიათობასო კი ახასიათებს როცა გუნდში ოდნავადაც არ იგრძნობოდა რო რამე შესწევდა იმ დროა გუნდს, თორე მისი გოლის და საგოლე პასების აღნიშვნა ბავშვივით რო უხარია ესაც ხო ვიცით. უნდ აისეთ გუნდში თამაში სადაც ამ ადრენალინს ხშირად განიცდის და ესეთი გუნდი ვხდებით ზუსტად. ძაან საინტერესო და სასიამოვნო საყურებელ ეტაპზე გადავდივართ. ხასიათ3ბი ცოტა გამოასწოროს მის ძმებს და აგენტს მოაკეტინოს და გულშემატკივარიც მეტად შეიყვარებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top