თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2019, 14:42
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2704,
კომენტარები: 45
ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 30 წლის მანძილზე
"იუნაიტედის" მძიმე სტარტი პრემიერ ლიგაში.
ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 30 წლის მანძილზე
მიმდინარე სეზონის სტარტი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მძიმე გამოდგა - გუნდმა ბოლო 30 წლის მანძილზე, ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.

კლუბმა 7 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 9 ქულის მოპოვება შეძლო, უფრო ცუდი შედეგი ბოლოს 1989-90 წლის სეზონში დაფიქსირდა, როცა "წითლების" ანაგრიშზე 7 ქულა ირიცხებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სოლსკიაერის ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 28 მატჩში 49 ქულა აიღო - ორით ნაკლები, ვიდრე მოურინიოს ბოლო 28 მატჩში.

პრემიერ ლიგის რვა შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოახერხა ერთზე მეტი გოლის გატანა, როდესაც პირველ ტურში, "ჩელსი" 4-0 დაამარცხა.

გუნდი შვიდი ტურის შემდეგ მე-10 პოზიციაზე იმყოფება. სოლსკიაერის გუნდი პრემიერ ლიგაში მომდევნო მატჩს 6 ოქტომბერს, გასვლაზე, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს.
ახალი ამბები
45 კომენტარი
№41
ავტორი: JuanMata
3 ოქტომბერი 2019 11:37
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana

შემეცოდ ზალცბურგი, იმსახურებდა ქულას ამ თამაშში. მაინც კარგი გუნდია.

ისე რა კარგ ფეხბურთს თამაშობენ ეს გუნდები, ლაიფციგი, ზალცბურგი, სლავიაც კარგი იყო გუშინ. შეკრული გუნდები ყავთ, იციან რას აკეთებენ და როგორ. ინტერიც მიუხედავად წაგებისა, ძაან კარგი იყო, რეალურად ბარსა მესის და სუარესი ხარჯზე გავიდა ფონს.

ეს ვალვერდე ძაან ცუდი მწვრთნელია. კარგი მაგალითია იმის, როგორ შეიძლება ასეთი მაგარი შემადგენლობით, ნაგავი ფეხბურთი ითამაშო.

ეს ტიკი-ტაკა და ბურთის უაზრო ღეჭვაც მოძველდა, შეტევაში სწრაფი გადასვლა და აქტიური მაღალი პრესინგი, ძაან ეფექტურია.

დღეს მძიმე მატჩი გველის, თნ ხელოვნურ საფარზე. დიდ წარმატებას არ ველი, ფრეც არ იქნება ალბათ ცუდი შედეგი გასვლაზე.
0
№42
ავტორი: Lalana
3 ოქტომბერი 2019 13:05
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
JuanMata

ბარსელონას შემთხვევაშიც კარგად ჩანს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს.გუნდში,რომ გრინზმანი,სუარესი,მესი და დემბელე გეყოლება და ამათ პოტენციალს ვერ იყენებ საცოდაობაა და მეტი არაფერი.ასევე კოუტიონიო გადავიდა და ეგეც კი ვერ აათამაშა,ახლა კი ბაიერნში მშვენივრად თამაშობს,
წინა წელსაც ხომ შეხვდნენ ბარსელონა და ინტერი ერთმანეთს ჯგუფში,მაგრამ იმ თამაშებისგან განსხვავებით ინტერი გუშინ ბევრად დალაგებული იყო და ტაქტიკურად ბევრად განსწავლული,უბრალოდ კლასი არ ეყოთ მათ ფეხბურთელებს თორემ წასაგები თამაში ნამდვილად არ ჰქონიათ.არა და კონტე სულ რაღაც ამ ზაფხულს მივიდა და გუნდს აშკარად ეტყობა პროგრესი.
აი ზალცბურგი,ლაიფციგი და აიაქსის ნაირი გუნდები კი ჩემში აღფრთოვანებას იწვევენ.არც ლაიფციგს ყავს ჩვენზე უკეთესი შემადგენლობა და არც ზალცბურგს,მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ამ გუნდებს თავიანთი ფილოსოფია აქვთ და იციან რა უნდა აკეთონ მოედანზე,ბოლოს და ბოლოს ეს გუნდები მაინც გახვედრებენ რომ შემადგენლობის და მიუხედავად მაინც შეიძლება გუნდს შემტევითი და ლამაზი ფეხბურთი ათამაშო.შეიძლება არ გქონდეს შედეგი ფეხბურთელების უდონობის გამო,მაგრამ რაც შეეხება მწვრთნელის ფილოსოფიის დანახვა თითოეულ თამაში მარტივად შესაძლებელია.ზალცბურგმა გადაუარა გენკს და ჩვენ ასტანას ძლივს გავუტანეთ ერთი გოლი,აქაც კი იკვეთება ბევრი რამ.კიდევ ერთს დავამატებ,ახლა რომ გვყოლოდა მოურინიო,ვანგაალი,ან სხვა ვინმე მწვრთნელი და ასეთი თამაში გვეთამაშა,თან ასეთი შედეგით ვიცი რომ ყველა გადაუვლიდა მათ,მაგრამ დღეს ოლე წვრთნის გუნდს და რატომღაც მის მიმართ უფრო მლმობიერნი ვართ,ასეთი დამოკიდებულება იქნებოდა სქოულზს,გიგზს ან სხვა ჩევნიანს რომ გაეწვრთნა გუნდი,მე კი ვფიქრობ რომ ასეთი მიდგომა არაა ნამდვილად სწორი.

კარგა ხანს ვიცაავდი თავის დროზე მოურინიოს,უხარისხო თამაშის და მიუხედავად მეგონა შედეგი მაინც იქნებოდა,იქიდან გამომდინარე რომ ასეთი შტერი შემადგენლობით მეორე ადგილზე გაგვიყვანა პრემიერ ლიგაში,თან საკმაოდ მაღალი ქულებით და უფრო მეტს ველოდი მისგან,მაგრამ უკვე არც ხარისხი და არც შედეგი რომ არ იყო მეც მივხვდი რომ მისი გათავაისუფლების დრო დადგა,მაგრამ იქ კიდევ ბევრი პრობლემა იყო.დღესაც იგივე მომენტი გვაქვს,არც ხარისხია დიდად და არც შედეგი,უნდა გვქონდეს იმის იმედი რომ ეს პროექტი როდესღაც გაამართლებს,მაგრამ თუ ვერ გაამართლა შემდეგ ყველაფერი თავიდან იქნება დასაწყები.
0
№43
ავტორი: Dato kutaisi
3 ოქტომბერი 2019 14:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
Lalana და JuanMata როგორც ყოველთვის ერთ აზრზე ვართ და აღარ დავწერ ბევრს ჩემი სათქმელიც დაწერეთ უკვე.უბრალოდ რა ტენდენციაა ვერ ვხვდები რომ ოლე არასდროს არაა დამნაშავე და სხვებია ამაში მთავარი:ფეხბურთელები და ვუდვორდი და ფელანი და ასე შემდეგ.თუ რომელიმე რგოლს რამეს აბრალებ მაინც ოლეა დამნაშავე,ფეხბურთელებში იმაში რომ ვერ მართავ სიტუაციას ვერ აჯენ სკამზე ვერ არჩევ ოპტიმალური 11ეულს, თუ ვუდვორდია ბრალში მაშინ გამოდის აქ ფიქტიურია მისი ყოფნა და არანაირ სიკეთეს არ უნდა ელოდო მომავალში რადგანაც როგორც ახლა ვერ ითხოვს ისე აწიც ვერ მოითხოვს და ფელანი კიდე მთლად პიკია,თუ მთავარი მწვრთნელი ხარ და შენი შტაბის ვიღაც გირევს და გილაგებს სიტუაციას მოედანზე,მაშინ შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ
0
№44
ავტორი: Malboro463
3 ოქტომბერი 2019 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
გუნდისთვის მწვრთვნელის ფაქტორი რამხელას მიშმავს თუ გაინტერესებთ შეხედეთ ბარსას,ინტერს და ნახეთ. ეგრევე დაეტყო მილანელებს კონტეს ხელი იმათაც საშუალო დონის ფეხბურთელები ყავს მარა კი თამაშობენ ფეხბურთს გუშინ ცოტა შეცვლებში მიქარა თორე კარგად მიდიოდა ყველაფერი სანჩესის გასვლით მარტინესიც დაიკარგა.
ბარსას კიდე ზე შემადგენლობა ყავს მარა #ლე მწვრთვნელი
0
№45
ავტორი: Dato kutaisi
3 ოქტომბერი 2019 15:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Malboro463
გუნდისთვის მწვრთვნელის ფაქტორი რამხელას მიშმავს თუ გაინტერესებთ შეხედეთ ბარსას,ინტერს და ნახეთ. ეგრევე დაეტყო მილანელებს კონტეს ხელი იმათაც საშუალო დონის ფეხბურთელები ყავს მარა კი თამაშობენ ფეხბურთს გუშინ ცოტა შეცვლებში მიქარა თორე კარგად მიდიოდა ყველაფერი სანჩესის გასვლით მარტინესიც დაიკარგა.
ბარსას კიდე ზე შემადგენლობა ყავს მარა #ლე მწვრთვნელი

100%
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top