თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2019, 14:42
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2897,
კომენტარები: 45
ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 30 წლის მანძილზე
"იუნაიტედის" მძიმე სტარტი პრემიერ ლიგაში.
ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 30 წლის მანძილზე
მიმდინარე სეზონის სტარტი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მძიმე გამოდგა - გუნდმა ბოლო 30 წლის მანძილზე, ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.

კლუბმა 7 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 9 ქულის მოპოვება შეძლო, უფრო ცუდი შედეგი ბოლოს 1989-90 წლის სეზონში დაფიქსირდა, როცა "წითლების" ანაგრიშზე 7 ქულა ირიცხებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სოლსკიაერის ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 28 მატჩში 49 ქულა აიღო - ორით ნაკლები, ვიდრე მოურინიოს ბოლო 28 მატჩში.

პრემიერ ლიგის რვა შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოახერხა ერთზე მეტი გოლის გატანა, როდესაც პირველ ტურში, "ჩელსი" 4-0 დაამარცხა.

გუნდი შვიდი ტურის შემდეგ მე-10 პოზიციაზე იმყოფება. სოლსკიაერის გუნდი პრემიერ ლიგაში მომდევნო მატჩს 6 ოქტომბერს, გასვლაზე, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს.
ახალი ამბები
45 კომენტარი
№11
ავტორი: 100%Red
1 ოქტომბერი 2019 21:39
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
https://www.givemesport.com/1509513-ian-wrights-analysis-of-marcus-rashford-v-ar

senal-is-concerning-for-manchester-united-fans
ცოტა ცუდი ხარისხია(ვიდეო თორე მარკუსი კატასტროფაა)
0
№12
ავტორი: ILoveUtd
1 ოქტომბერი 2019 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
მაგუაიერს რო ერჩით თვალები არ გაქვთ? რა სლე პასი გაუკეთა ტიპმა იმას ვაფშე ვერ ხედავთ ხო? )))))))) მაგარი აზრები გაქვთ იმენა wink wink wink

მე კარგად მახსოვს ფერგის ჩაგდებული სეზონებიც და სანამ ფერგი წავიდოდა უკვე დაწყებული იყო მწვავე კრიზისი ამ გუნდში და რატომღაც ამის აღიარება არავის არ უნდა
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
1 ოქტომბერი 2019 22:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ციტატა: ILoveUtd
მაგუაიერს რო ერჩით თვალები არ გაქვთ? რა სლე პასი გაუკეთა ტიპმა იმას ვაფშე ვერ ხედავთ ხო? )))))))) მაგარი აზრები გაქვთ იმენა wink wink wink

მე კარგად მახსოვს ფერგის ჩაგდებული სეზონებიც და სანამ ფერგი წავიდოდა უკვე დაწყებული იყო მწვავე კრიზისი ამ გუნდში და რატომღაც ამის აღიარება არავის არ უნდა

ფერგის ჩაგდებული სეზონები არ ახსენო თორე მწვალებლად შეგრაცხავენ:))) მაგუაერი მე ვახსენე ძმა და მხოლოდ იმ კონტექსტში რომ რათქმაუნდა ჯერ ტუანზებეს პასი იყო მიზეზი მაგრამ ზოგადად ჰარის რა პოზიცია ეჭირა.ზოგადად მომენტი ძალიან სახასიათოა და აგერ დავისაჯეთ კიდევაც, ვგულისხმობ დაცვის ხაზში მუდმივ უაზრო პასების გორაობას,რადგანაც ცენტრიდან ამომტანი არავინაა
0
№14
ავტორი: f.c.mu
1 ოქტომბერი 2019 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 376
მე მაინც მჯერა რო ოლეს ხელში ამ გუნს რაღაც ეშველება
ლინგარდის მაგივრად ბრუნო რო მოეყვანათ და წინ კიდე დიბალა დაგვემატებინა იმენა გაასწორებდა რაააააა

არაა მთლად დაღუპული და უიმედო გუნდი
0
№15
ავტორი: 100%Red
1 ოქტომბერი 2019 23:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: f.c.mu
მე მაინც მჯერა რო ოლეს ხელში ამ გუნს რაღაც ეშველება
ლინგარდის მაგივრად ბრუნო რო მოეყვანათ და წინ კიდე დიბალა დაგვემატებინა იმენა გაასწორებდა რაააააა

არაა მთლად დაღუპული და უიმედო გუნდი

აბა ერთი ნახევარმცველი როგორ არ იყიდე რა
არა უბრალოდ ძაან მაინტერესებს ბრუნოს ყიდვა მაგესნს გარისკვა ეგონათ? ლინგარდის 10იანობა არაა რისკი? 10იანობა კიარა საერთოდ გუნდში როირიცხიბე ეგეც *ლეობაა
კაროჩე მე პირადად როგორი განწყობით შევხვდი სეზონს ისე ვარ ახლაც recourse
0
№16
ავტორი: Svanchester
1 ოქტომბერი 2019 23:41
  • სიახლეები: 2895
  • კომენტარები: 3931
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მთლიანად მოჰფენს ნათელს ყველაფერს. რეალურად გუნდი უნდა გძლიერდეს, შეტევაში დიდი ალბათობით მანჯუკიჩს მოვიყვანთ, ნახევარდაცვაში მინიმუმ ერიკსენი. იანვრის მერე გამოჩნდება რა მომავალი აქვს ოლეს იუნაიტედში.
0
№17
ავტორი: ILoveUtd
1 ოქტომბერი 2019 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ციტატა: Svani
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მთლიანად მოჰფენს ნათელს ყველაფერს. რეალურად გუნდი უნდა გძლიერდეს, შეტევაში დიდი ალბათობით მანჯუკიჩს მოვიყვანთ, ნახევარდაცვაში მინიმუმ ერიკსენი. იანვრის მერე გამოჩნდება რა მომავალი აქვს ოლეს იუნაიტედში.


ეს ყველაფერი ძაან კარგად იცის ოლემ და ხედავს რა თქმა უნდა, ყველანაირად ეცდება რო ეს სლეთა ჯოგი მოიშოროს, უცებ ყველას ვერ გაყრიდა და ამიტომ მჯერა რო მომავალ წელს სულ სხვა გუნდს დააყენებს და ვაცადოთ ცოტაც კიდევ..
0
№18
ავტორი: Karanadze
1 ოქტომბერი 2019 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 474
Ai lingards gavcvili brunoshi da fuls daumatebdit. Matichs rojos da matasac igive xerxit chavanacvlebdi siamovnebit
0
№19
ავტორი: ILoveUtd
2 ოქტომბერი 2019 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
ციტატა: Karanadze
Ai lingards gavcvili brunoshi da fuls daumatebdit. Matichs rojos da matasac igive xerxit chavanacvlebdi siamovnebit


მაგ ოთხივეს გავცვლიდი ერიქსენში
0
№20
ავტორი: Dato kutaisi
2 ოქტომბერი 2019 00:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3236
ნეტა რეში გნაბრის თამაშს თუ უყურებს?პოჩეტინოს დააჯვეს თავზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top