სტადიონი: კეროუ როუდ,ნორვიჩი მონაცემი: პრემიერ ლიგა, 12 ტური. მსაჯი: ენტონ ტეილორი თარიღი: შაბათი, 17 ნოემბერი, 2012 წელი. მატჩის დასაწყისი: 21:30, (ჩვენი დროით)
"ნორვიჩი"
ტრავმირებულები: მარტინი,კეინი დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: არავინ შემადგენლობა: Ruddy, Whittaker, Turner, Bassong, Garrido, Tettey, Johnson, Hoolahan, Pilkington, Snodgrass, Holt, Bunn, E Bennett, Howson, Jackson, Tierney, R Bennett, Morison. მთავარი მწვრთნელი:კრის ჰოუტონი
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ფილ ჯონსი,ნემანია ვიდიჩი,შინჯი კაგავა,ლუიშ ნანი. დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: უეინ რუნი,ჯონი ევანსი შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Rafael, Ferdinand, Evans, Smalling, Evra, Buttner, Valencia, Carrick, Fletcher, Cleverley, Powell, Scholes, Anderson, Giggs, Young, Welbeck, Van Persie, Rooney, Hernandez. მთავარი მწვრთნელი:სერ ალექს ფერგიუსონი
გუნდების ფორმა
მე-15 ადგილი - 11 ქულა
კრის ჰოუტონის გუნდი ნამდვილად ვერ გამოიყურება კარგ ფორმაში,მაგრამ ბოლო ხუთი მატჩიდან მათ 8 ქულის მოპოვება შეძლენ.პრემიერ ლიგის მე-8 ტურში ისინი ლონდონის "არსენლას დაუპირისპირდნენ" და ძალიან დამაჯერებლად ანგარიშით 1:0 დაამარცენ "მეთოფეები".მომდევნო გამარჯვება "სტოკ სიტის" წინააღმდეგ შეძლო კრისის შეგირდებმა მე-10 ტურში,სადაც ასევე მინიმალური ანგარიშით ძლიეს მეტოქეს.უკანასკნელ 6 საშინაო შეხვედრაში "ნორვიჩმა" 3 გამარჯვება მოიპოვა,2 ფრედ ითამაშა ხოლო 1 წააგო.მიმდინარე სეზონში "ნორვიჩს" ძალიან ცოტა ბურთი აქვს გატანილი მეტოქის კარებში.მათ მხოლოდ 8 ბურთი აქვთ გატანილი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "სანდერლენდს" უსწრებენ,რომელსაც 7 ბურთი აქვს გატანილი.ისინი ნამდვილად არ არიან სახარბიელო მდგომარეობაში,ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ,რათა 3 ქულის აღება მოახერხონ.
პირველი ადგილი - 27 ქულა
სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები უკვე მესამე ტურია სატურნირო ცხრილის თავში იმყოფებიან."წითელმა ეშმაკებმა" უკანასკნელი 16 შეხვედრიდან 14-ის მოგება მოახერხეს.მათ შორის ბოლო 10 შეხვედრიდან პრემიერ ლიგაში 9 მოიგეს.მიმდინარე პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (29).გუნდმა შვიდ მატჩში გაუშვა გოლი პირველ წუთებში და ამ მატჩებიდან 5-ის მოგება მოახერხა.სერ ალექსის შეგირდებს 2012 წლის თებერვლის შემდეგ საგარეო მატჩებში არ დაუფიქსირებია ფრე.სწორედ 2012 წლის თებერვალში ისინი დაუპირისპირდნენ ლონდონის "ჩელსს" და ფრედ 3:3 ითამაშეს."წითელი ეშმაკები" ბოლო მატჩში ბრიმინგების "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა.მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ხავიერ ერნანდესის კარგი თამაშის წყალობით 2:3 იმარჯვეს."მანჩესტერ იუნაიტედი" თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტის" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება,აქედან გამომდინარე სერ ალექსი არანაირად არ დაუშვებს ქულის დაკარგვას.
ურთიერთშეხვედრები
ეს ორი გუნდი ერთმანეთს სულ 60-ჯერ დაუპირისპირდა."ნორვიჩმა" 15 მატჩის მოგება მოახერხა,"წითელმა ეშმაკებმა" 32 მატჩი მოიგო ხოლო 13 მატჩი ფრედ დასრულდა.უკანასკნელ 8 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ "ნორვიჩმა" მხოლოდ 1 მატჩის მოგება მოახერხა.ხოლო რაც შეეხება პრემიერ ლიგას,"ნორვიჩმა" უკანასკნელი 14-ის შეხვედრიდან მხოლოდ 1-ის მოგება მოახერხა.ამ ორ გუნდს შორის ბოლო მატჩი 2012 წლის თებერვალში ჩატარდა.მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა.მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში რაიან გიგზმა მოახერხა გოლის გატანა თავის მე-900 მატჩში და "წითელმა ეშმაკებმა" ანგარიშით 1:2 იმარჯვეს.
ბოლო დაპირისპირება
ამ ორ გუნდს შორის ბოლო შეხვედრა 2012 წლის თებარვალში შედგა.იმ დროისათვის პრემიერ ლიგა ძალიან დაძაბული იყო,რადგან ჩემპიონობისათვის ორი მანჩესტერული კლუბი ეცილებოდა ერთმანეთს.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყეს და 7' წუთზე ლეგენდალურმა პოლ სქოულზმა ანგარიში გახსნა.ამის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და უკვე ბურთზე კონტროლი "ნორვიჩის" ფეხბურთელებმა დაამყარეს.ყოველივე ამას მოჰყვა გრანტ ჰოლტის გოლი 83' წუთზე.მატჩის კულმინაცია იყო ლეგენდარული რაიან გიგიზის გოლი მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში.რაიანისათვის ეს მატჩი მე-900 იყო.