თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2012, 19:24
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2399,
კომენტარები: 37
Norwich VS Man United - Preview
"ნორვიჩი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Norwich VS Man United - Preview
"ნორვიჩი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


Norwich VS Man United - Preview


სტადიონი: კეროუ როუდ,ნორვიჩი
მონაცემი: პრემიერ ლიგა, 12 ტური.
მსაჯი: ენტონ ტეილორი
თარიღი: შაბათი, 17 ნოემბერი, 2012 წელი.
მატჩის დასაწყისი: 21:30, (ჩვენი დროით)


Norwich VS Man United - Preview

"ნორვიჩი"


ტრავმირებულები: მარტინი,კეინი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: Ruddy, Whittaker, Turner, Bassong, Garrido, Tettey, Johnson, Hoolahan, Pilkington, Snodgrass, Holt, Bunn, E Bennett, Howson, Jackson, Tierney, R Bennett, Morison.
მთავარი მწვრთნელი: კრის ჰოუტონი


Norwich VS Man United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ფილ ჯონსი,ნემანია ვიდიჩი,შინჯი კაგავა,ლუიშ ნანი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: უეინ რუნი,ჯონი ევანსი
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Rafael, Ferdinand, Evans, Smalling, Evra, Buttner, Valencia, Carrick, Fletcher, Cleverley, Powell, Scholes, Anderson, Giggs, Young, Welbeck, Van Persie, Rooney, Hernandez.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი


გუნდების ფორმა


Norwich VS Man United - Preview

მე-15 ადგილი - 11 ქულა


კრის ჰოუტონის გუნდი ნამდვილად ვერ გამოიყურება კარგ ფორმაში,მაგრამ ბოლო ხუთი მატჩიდან მათ 8 ქულის მოპოვება შეძლენ.პრემიერ ლიგის მე-8 ტურში ისინი ლონდონის "არსენლას დაუპირისპირდნენ" და ძალიან დამაჯერებლად ანგარიშით 1:0 დაამარცენ "მეთოფეები".მომდევნო გამარჯვება "სტოკ სიტის" წინააღმდეგ შეძლო კრისის შეგირდებმა მე-10 ტურში,სადაც ასევე მინიმალური ანგარიშით ძლიეს მეტოქეს.უკანასკნელ 6 საშინაო შეხვედრაში "ნორვიჩმა" 3 გამარჯვება მოიპოვა,2 ფრედ ითამაშა ხოლო 1 წააგო.მიმდინარე სეზონში "ნორვიჩს" ძალიან ცოტა ბურთი აქვს გატანილი მეტოქის კარებში.მათ მხოლოდ 8 ბურთი აქვთ გატანილი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "სანდერლენდს" უსწრებენ,რომელსაც 7 ბურთი აქვს გატანილი.ისინი ნამდვილად არ არიან სახარბიელო მდგომარეობაში,ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ,რათა 3 ქულის აღება მოახერხონ.


Norwich VS Man United - Preview

პირველი ადგილი - 27 ქულა


სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები უკვე მესამე ტურია სატურნირო ცხრილის თავში იმყოფებიან."წითელმა ეშმაკებმა" უკანასკნელი 16 შეხვედრიდან 14-ის მოგება მოახერხეს.მათ შორის ბოლო 10 შეხვედრიდან პრემიერ ლიგაში 9 მოიგეს.მიმდინარე პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (29).გუნდმა შვიდ მატჩში გაუშვა გოლი პირველ წუთებში და ამ მატჩებიდან 5-ის მოგება მოახერხა.სერ ალექსის შეგირდებს 2012 წლის თებერვლის შემდეგ საგარეო მატჩებში არ დაუფიქსირებია ფრე.სწორედ 2012 წლის თებერვალში ისინი დაუპირისპირდნენ ლონდონის "ჩელსს" და ფრედ 3:3 ითამაშეს."წითელი ეშმაკები" ბოლო მატჩში ბრიმინგების "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა.მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ხავიერ ერნანდესის კარგი თამაშის წყალობით 2:3 იმარჯვეს."მანჩესტერ იუნაიტედი" თანაქალაქელ "მანჩესტერ სიტის" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება,აქედან გამომდინარე სერ ალექსი არანაირად არ დაუშვებს ქულის დაკარგვას.


ურთიერთშეხვედრები

ეს ორი გუნდი ერთმანეთს სულ 60-ჯერ დაუპირისპირდა."ნორვიჩმა" 15 მატჩის მოგება მოახერხა,"წითელმა ეშმაკებმა" 32 მატჩი მოიგო ხოლო 13 მატჩი ფრედ დასრულდა.უკანასკნელ 8 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ "ნორვიჩმა" მხოლოდ 1 მატჩის მოგება მოახერხა.ხოლო რაც შეეხება პრემიერ ლიგას,"ნორვიჩმა" უკანასკნელი 14-ის შეხვედრიდან მხოლოდ 1-ის მოგება მოახერხა.ამ ორ გუნდს შორის ბოლო მატჩი 2012 წლის თებერვალში ჩატარდა.მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა.მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში რაიან გიგზმა მოახერხა გოლის გატანა თავის მე-900 მატჩში და "წითელმა ეშმაკებმა" ანგარიშით 1:2 იმარჯვეს.


ბოლო დაპირისპირება

Norwich VS Man United - Preview


ამ ორ გუნდს შორის ბოლო შეხვედრა 2012 წლის თებარვალში შედგა.იმ დროისათვის პრემიერ ლიგა ძალიან დაძაბული იყო,რადგან ჩემპიონობისათვის ორი მანჩესტერული კლუბი ეცილებოდა ერთმანეთს.სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი ძალიან კარგად დაიწყეს და 7' წუთზე ლეგენდალურმა პოლ სქოულზმა ანგარიში გახსნა.ამის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და უკვე ბურთზე კონტროლი "ნორვიჩის" ფეხბურთელებმა დაამყარეს.ყოველივე ამას მოჰყვა გრანტ ჰოლტის გოლი 83' წუთზე.მატჩის კულმინაცია იყო ლეგენდარული რაიან გიგიზის გოლი მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში.რაიანისათვის ეს მატჩი მე-900 იყო.




PROBABLE LINEUPS


Norwich VS Man United - Preview


Reader's Predictions


Norwich VS Man United - Preview


Last Five Matches


Norwich VS Man United - Preview


გუნდების ფორმა


Norwich VS Man United - Preview


რა პოზიციებიდან გადის გოლები


Norwich VS Man United - Preview
მატჩის წინ
37 კომენტარი
№11
ავტორი: Luka Gelashvili
16 ნოემბერი 2012 21:19
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ავტორ რამდენი ტრამვირებულია jackie
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№12
ავტორი: always ReD
16 ნოემბერი 2012 21:38
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
საღოლ. ძაან მინდა რო მოვიგოთ რა. გაგვიჭირდება მარა უნდა მოვიგოთ!
0
№13
ავტორი: Berba 9
16 ნოემბერი 2012 21:47
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ციტატა: ...RooNeY...FaN...
პერსი და ჩიჩა დატენიან სუონსს


სუონსს თუ მარიტიმო მარიბოს ??? lol კარგად დაფიქრდი აბა fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№14
ავტორი: UTD-Rule
16 ნოემბერი 2012 22:10
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მადლობთ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№15
ავტორი: BERDI
16 ნოემბერი 2012 22:16
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ბიჭები მეორე სატზე ვიყავი წეგან შესული და წესეებიც წავიკითხე. არ ვიცი აქედან გადაწერილია თუ ესე დაემთხვა მაგრამ იმ საიტს თუ შევეშვებით და ჩვენს საქმეს მივხედავთ (რაც შეგვიძლია) კაი იქნება.
ეს ჩემი აზრია და რავი...

UTD-Rule,
საღოლ კაი სტატიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№16
ავტორი: RoooneY AND rVp
16 ნოემბერი 2012 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 184
სჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
0
№17
ავტორი: GeorgeBest
16 ნოემბერი 2012 23:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ, საღოლ მაგარია! აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ქულების დაკარგვის დრო არაა 3d_2

BERDI MAN_FAN,
ვერ გავიგე სიმართლე გითხრა რა დაწერე, მაგრამ იმათ რას ვერჩით? ჩვენ ჩვენთვის ვართ, არც ვახსენებ იმათ, თავის საქმის თვითონ იციან, ჩვენ არაფერი მოგვიპარავს
0
№18
ავტორი: R.v.Persie
17 ნოემბერი 2012 00:51
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
GioO_o,
კითხვაც არ იცი, დაიკიდეო რასაც იზამენო მთავარია ჩვენსას მივაწვეთო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№19
ავტორი: GeorgeBest
17 ნოემბერი 2012 01:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
R.v.Persie,
ეხლა გავიგე, ვნახე რაზეც იყო საუბარი, ისე საიდან უნდა გამეგო? შემოვედი დ აამ კომენტარს ვკითულობ yuno
0
№20
ავტორი: Bunny
17 ნოემბერი 2012 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ეს უნდა მოვიგოთ რა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ derpstare „ . ოცნების - თეატრი . “ bigboss2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top