თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2023, 19:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3178,
კომენტარები: 32
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
სპეციალისტის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
ერიკ ტენ ჰაგის მატჩისშემდგომი ინტერვიუ რომელიც ერთდროულად სამმა მაუწყებელმა BBC Sport, Sky Sports და MUTV-მ გადმოსცა "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ, იხილეთ ქვემოთ.

გასაგებია თუ რატომ დავმარცხდით

სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია. მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ დავუშვით სამი სახიფათო მომენტი, სამივე ჩვენი საჯარიმოს მისადგომებიდან
გაშვებული გოლი კი საჯარიმო დარტყმით დაიწყო. ჩვენ უკეთ უნდა გავაკონტროლოთ სიტუაცია, ეს დარტყმა სრულიად ზედმეტი იყო. ასევე ცუდი გადაწყვეტილებები მივიღეთ მოედნის ბოლო მესამედში. ჩვენ ხშირად ვყოფილვართ შესანიშნავ პოზიციებზე, როდესაც სამი მოთამაშე გვყავდა რომელთაც შეეძლოთ გაემწვავებინათ მოქმედება, თუმცა რატომღაც ვერ ვახერხებდით გადამწყვეტი პასის ეფექტურად შესრულებას, ან დარტყმას.

იმედგაცრუება თავდასხმით

რა თქმა უნდა, ეს ძალიან იმედგამაცრუებულია. ჩვენ სწორ პოზიციებს ვაღწევთ, მაგრამ შეტევას ვერ ვასრულებთ.
ასეთ სიტუაციებში თქვენ უნდა იმოქმედოთ მკვეთრად და ლეტალურად, ასევე შეინარჩუნოთ კონცენტრაცია. ჩვენს ფეხბურთელებს აქვთ ყველა საჭირო უნარი გოლის გასატანად, მაგრამ ეს არ გამოსდით!

მათ შეუძლიათ უკეთესად თამაში

თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია.
ხან სიმშვიდე აკლიათ, ხან მიზანდასახულობა, ხან ლეტალურობა. როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებას ეხება, რადგან ბიჭებს აქვთ ყველა საჭირო მონაცემი. დიახ, შეგვეძლო ბევრად უკეთ გვეთამაშა, გაცილებით მეტი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე დღეს ვაჩვენეთ.

კიდევ ერთი მძიმე გაკვეთილი

ყველა თამაშიდან გაკვეთილებს ვსწავლობთ.
ვიცით, რომ მატჩის დასკვნით ეტაპზე უკეთ უნდა ვითამაშოთ. პირველი გოლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაშინაც კი, თუ ის გაუშვით, მაინც გჭირდებათ მოგება. წინსვლის გზა უნდა ვიპოვოთ, ეს არ გავაკეთეთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულებაღა დაგვრჩა.

ჩემპიონატში ოთხი მარცხი

ეს ძალიან ცუდი დასაწყისია და გასაგებია, რომ უნდა დავეწიოთ მოწინააღმდეგეებს სატურნირო ცხრილში. ამ შედეგებმა ყველა ჩვენგანი და განსაკუთრებით გულშემატკივარი გააბრაზა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ვიყოთ ერთად და მივაღწიოთ პროგრესს.

შემდეგი მატჩი

გასული მატჩების შედეგებს ვერ შევცვლით, ერთადერთი, რაც შეგვიძლია შევცვალოთ, მომავალია და ასეთი შანსი სამშაბათს გვექნება.",- აცხადებს დასასრულს ნიდერლანდელი
პრესკონფერენცია
32 კომენტარი
№31
ავტორი: Mishiko82
4 ოქტომბერი 2023 09:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მანიუს მაგარი **** ფანობა ყავს ინგლისში თორემ ამ გლეიზერებს აიძულებდნენ გუნდი გაეყიდათ და მოშორებოდნენ გუნდის გულგრილად მართვას, რასაც მანიუს თამაშს უყურებ საცოდაობაა, აქ ფეხბურთელების ბრალეულობასაც ვხედავ არ არიან მონდომებულები და კონცენტრილებულები თითქოს რიგ მომენტებში გონებრივი ჩავარდნები აქვთ მოტივაცია 0 , ჰოიულანდის თამაში მომეწონა იმედია ასე გააგრძელებს, რაც შეეხება სხვებს თითქოს სულერთი იყო თამაში როგორ დამთავრდებოდა ნახევარდაცვა და დაცვა რავიცი საერთოდ არაფლის მაქნისია და ამას მიხედვა უნდა, ასეთი შემადგენლობით უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ ტენ ჰააგმაც ჩაისვარა აშკარაა ის მეთოდები რომლითაც ის მანიუში მუშაობს ვერ ამართლებს და აუცილებლად შესაცვლელია წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევს გუნდის დატოვება, გუნდი ხშირად ცდება პოზიციურად არ მიზდევენ შემტევებს დაკარგული ბურთის შემდეგ და ამ მხრივ დაცვა კატასტროფაა, ნახევარდაცვას ბურთის დაჭერა არ შეუძლია ორ სამ პასს გადამბულად ვერ აკეთებენ დაქ მწვრთნელის ბრალეულობაა. გვეშველება ვითომ რამე? იქნება გუნდის გაყიდვამ შეცვალოს რამე უკეთესობისკენ.
0
№32
ავტორი: Chiko1989
5 ოქტომბერი 2023 06:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Amaze y.. mwvrnelis dedac....
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top