თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2023, 19:13
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3339,
კომენტარები: 32
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
სპეციალისტის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
ერიკ ტენ ჰაგის მატჩისშემდგომი ინტერვიუ რომელიც ერთდროულად სამმა მაუწყებელმა BBC Sport, Sky Sports და MUTV-მ გადმოსცა "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ, იხილეთ ქვემოთ.

გასაგებია თუ რატომ დავმარცხდით

სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია. მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ დავუშვით სამი სახიფათო მომენტი, სამივე ჩვენი საჯარიმოს მისადგომებიდან
გაშვებული გოლი კი საჯარიმო დარტყმით დაიწყო. ჩვენ უკეთ უნდა გავაკონტროლოთ სიტუაცია, ეს დარტყმა სრულიად ზედმეტი იყო. ასევე ცუდი გადაწყვეტილებები მივიღეთ მოედნის ბოლო მესამედში. ჩვენ ხშირად ვყოფილვართ შესანიშნავ პოზიციებზე, როდესაც სამი მოთამაშე გვყავდა რომელთაც შეეძლოთ გაემწვავებინათ მოქმედება, თუმცა რატომღაც ვერ ვახერხებდით გადამწყვეტი პასის ეფექტურად შესრულებას, ან დარტყმას.

იმედგაცრუება თავდასხმით

რა თქმა უნდა, ეს ძალიან იმედგამაცრუებულია. ჩვენ სწორ პოზიციებს ვაღწევთ, მაგრამ შეტევას ვერ ვასრულებთ.
ასეთ სიტუაციებში თქვენ უნდა იმოქმედოთ მკვეთრად და ლეტალურად, ასევე შეინარჩუნოთ კონცენტრაცია. ჩვენს ფეხბურთელებს აქვთ ყველა საჭირო უნარი გოლის გასატანად, მაგრამ ეს არ გამოსდით!

მათ შეუძლიათ უკეთესად თამაში

თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია.
ხან სიმშვიდე აკლიათ, ხან მიზანდასახულობა, ხან ლეტალურობა. როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებას ეხება, რადგან ბიჭებს აქვთ ყველა საჭირო მონაცემი. დიახ, შეგვეძლო ბევრად უკეთ გვეთამაშა, გაცილებით მეტი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე დღეს ვაჩვენეთ.

კიდევ ერთი მძიმე გაკვეთილი

ყველა თამაშიდან გაკვეთილებს ვსწავლობთ.
ვიცით, რომ მატჩის დასკვნით ეტაპზე უკეთ უნდა ვითამაშოთ. პირველი გოლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაშინაც კი, თუ ის გაუშვით, მაინც გჭირდებათ მოგება. წინსვლის გზა უნდა ვიპოვოთ, ეს არ გავაკეთეთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულებაღა დაგვრჩა.

ჩემპიონატში ოთხი მარცხი

ეს ძალიან ცუდი დასაწყისია და გასაგებია, რომ უნდა დავეწიოთ მოწინააღმდეგეებს სატურნირო ცხრილში. ამ შედეგებმა ყველა ჩვენგანი და განსაკუთრებით გულშემატკივარი გააბრაზა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ვიყოთ ერთად და მივაღწიოთ პროგრესს.

შემდეგი მატჩი

გასული მატჩების შედეგებს ვერ შევცვლით, ერთადერთი, რაც შეგვიძლია შევცვალოთ, მომავალია და ასეთი შანსი სამშაბათს გვექნება.",- აცხადებს დასასრულს ნიდერლანდელი
პრესკონფერენცია
32 კომენტარი
№1
1 ოქტომბერი 2023 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ნეტა ვინ დაწყევლა ეს გუნდი?!
0
№2
ავტორი: ikeoni
1 ოქტომბერი 2023 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11502
ციტატა: კახა ხოსროშვილი
ნეტა ვინ დაწყევლა ეს გუნდი?!

Ძირეული ცვლილებებია საჭირო რავი აგერ მოვიდა ოქტომბერი ამ გაყიდვასთან დაკავშირებული ამბები ამ თვეში უნდა გადაწყდესო და ვნახოთ აბა რა იქნება
0
№3
ავტორი: Mishiko82
1 ოქტომბერი 2023 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
გუნდი სრულ ქაოსშია.
0
№4
ავტორი: scholes181
1 ოქტომბერი 2023 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
გეფიცებით ამათ ლისაბონის სპორტინგს უქომაგო ჯობია, პორტუგალიის სამეულშია, შემცილებელი არ ყავს, არც რამე მეტს ელოდები პორტუგალიის ჩემპიონატის მოგებისთვის ბრძოლის გარდა და თუ ევროპა ლიგაზე გაიწევენ, ეგეც დიდი მიღწევაა, ეს გუნდი იყო როგორც ასტონ ვილა, ექვსჯერაა ჩემპიონი ისიც, ლიგაც ოდესღაც მოგებული აქვს, მაგრამ გრანდია? დიდი გუნდია? მოვიდა ფერგი და ასტონ ვილასგან შექმნა მანიუ, წავიდა ვსო, არის ისევ ის რაც იყო, ეს გუნდი არაა ინგლისური ფეხბურთის სათავეებთან, ესეც ხომ ცხადია... ასე რომ...
1
№5
ავტორი: PaLoMo
1 ოქტომბერი 2023 23:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ლისანდრო გამოგვაკლდება 2-3თვით.მეორე ოპერაცია უნდა გაიკეთოს
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: K1llsw1tch
2 ოქტომბერი 2023 01:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ციტატა: scholes181
გეფიცებით ამათ ლისაბონის სპორტინგს უქომაგო ჯობია, პორტუგალიის სამეულშია, შემცილებელი არ ყავს, არც რამე მეტს ელოდები პორტუგალიის ჩემპიონატის მოგებისთვის ბრძოლის გარდა და თუ ევროპა ლიგაზე გაიწევენ, ეგეც დიდი მიღწევაა, ეს გუნდი იყო როგორც ასტონ ვილა, ექვსჯერაა ჩემპიონი ისიც, ლიგაც ოდესღაც მოგებული აქვს, მაგრამ გრანდია? დიდი გუნდია? მოვიდა ფერგი და ასტონ ვილასგან შექმნა მანიუ, წავიდა ვსო, არის ისევ ის რაც იყო, ეს გუნდი არაა ინგლისური ფეხბურთის სათავეებთან, ესეც ხომ ცხადია... ასე რომ...


სამწუხაროდ არის ამაში მარცვალი.. მანჩესტერ იუნატედს 20 ინგლისის ჩემპიონობა სულ მხოლოდ 3 სხვადასხვა მწვრთნელის ხელში აქვს მოგებული — სერ ალექსი (13), სერ მეტ ბასბი (5) და ერნესტ მანგნალი (2, და ესენი წინა საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ). მრავლისმეტყველი ფაქტია ჩემი აზრით..
0
№7
ავტორი: Old Red Devil
2 ოქტომბერი 2023 06:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
კრისტალთან თამაშის დღეს 1 ადამიანი გავიცანი. ისიც მანჩეს ქომაგი.ბევრი ლაპარაკის მერე ვაღიარეთ რომ მხოლოს ისეთ მატჩებს ვუყურებდით სადაც მოწინააღმდეგე ფარჩაკი იყო.იმავე საღამოს ფარჩაკმა გუნდმაც მოგვიგო.
0
№8
2 ოქტომბერი 2023 08:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ციტატა: ikeoni
ციტატა: კახა ხოსროშვილი
ნეტა ვინ დაწყევლა ეს გუნდი?!

Ძირეული ცვლილებებია საჭირო რავი აგერ მოვიდა ოქტომბერი ამ გაყიდვასთან დაკავშირებული ამბები ამ თვეში უნდა გადაწყდესო და ვნახოთ აბა რა იქნება

ეგ ინფორმაცია სან-მა გამოაქვეყნა და რამდენად სანდოა, არ ვიცი. ორ კვირაში უნდა გაიყიდოს გუნდიო.
0
№9
ავტორი: Kate
2 ოქტომბერი 2023 08:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: კახა ხოსროშვილი
ციტატა: ikeoni
ციტატა: კახა ხოსროშვილი
ნეტა ვინ დაწყევლა ეს გუნდი?!

Ძირეული ცვლილებებია საჭირო რავი აგერ მოვიდა ოქტომბერი ამ გაყიდვასთან დაკავშირებული ამბები ამ თვეში უნდა გადაწყდესო და ვნახოთ აბა რა იქნება

ეგ ინფორმაცია სან-მა გამოაქვეყნა და რამდენად სანდოა, არ ვიცი. ორ კვირაში უნდა გაიყიდოს გუნდიო.

,მე აღარ მჯერა მაგის სანამ ოფიციალური განცხადება არ გაკეთდება
1
№10
ავტორი: scholes181
2 ოქტომბერი 2023 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ციტატა: K1llsw1tch
ციტატა: scholes181
გეფიცებით ამათ ლისაბონის სპორტინგს უქომაგო ჯობია, პორტუგალიის სამეულშია, შემცილებელი არ ყავს, არც რამე მეტს ელოდები პორტუგალიის ჩემპიონატის მოგებისთვის ბრძოლის გარდა და თუ ევროპა ლიგაზე გაიწევენ, ეგეც დიდი მიღწევაა, ეს გუნდი იყო როგორც ასტონ ვილა, ექვსჯერაა ჩემპიონი ისიც, ლიგაც ოდესღაც მოგებული აქვს, მაგრამ გრანდია? დიდი გუნდია? მოვიდა ფერგი და ასტონ ვილასგან შექმნა მანიუ, წავიდა ვსო, არის ისევ ის რაც იყო, ეს გუნდი არაა ინგლისური ფეხბურთის სათავეებთან, ესეც ხომ ცხადია... ასე რომ...


სამწუხაროდ არის ამაში მარცვალი.. მანჩესტერ იუნატედს 20 ინგლისის ჩემპიონობა სულ მხოლოდ 3 სხვადასხვა მწვრთნელის ხელში აქვს მოგებული — სერ ალექსი (13), სერ მეტ ბასბი (5) და ერნესტ მანგნალი (2, და ესენი წინა საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ). მრავლისმეტყველი ფაქტია ჩემი აზრით..


ზუსტად მაგას ვამბობ, მაგალითად ლივერპული უფრო ძველი დროიდანაა გრანდი, ევერტონი რეკორდსმენია ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თამაშებით და ასე შემდეგ, ეს გუნდი იყო ზუსტად ის რაც დღესაა ასტონ ვილა, ზუსტად ისეთი, პრემიერ ლიგის დაარსებიდან გაიქაჩა, 92 დან 2013 მდე, ესაა მისი მონაპოვარი, ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ რომ ესაა ყველაზე ბრიტანული კლუბი, ჩვენ ევრო ტიტულებით ვერავის გავაკვირვებთ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მთავარი მიღწევა, ინგლისის პირველობა და არ გავფლანგოთ, ამ გუნდს ვინმე ბრიტანელი მოტივატორი სჭირდება ისევ და არა ტაქტიკის, მენეჯერი, პრესინგი, ბრძოლა და ბრიტანელი, მორბენალი ფეხბურთელები, ესაა და ეს, ჩვენი მთავარი მიღწევა და ადგილი მსოფლიო ფეხბურთში არის ინგლისის ჩემპიონობა, და ეს უნდა გავზარდოთ და შევინარჩუნოთ, მანიუ არის ძალიან ტრადიციული, ინგლისური გუნდი, რეალს 15 ლიგა აქვს, რაზეა საუბარი, პრემიერ ლიგა უპირველეს ყოვლისა! ამას კი ვინმე ახალი ფერგი უნდა, ენერგიული მენეჯერი.

და არა მარტო პრემიერ ლიგა, ყველა ინგლისურ ტურნირზე უნდა ვეცადოთ რომ ყველაზე მეტჯერ მოვიგოთ, ინგლისის ლიგის თასი, ფა თასი, პრემიერ ლიგა თავისთავად, და ვიყოთ როგორც იუვენტუსია, საკუთარი ქვეყნის ჰეგემონები, მაგრამ შედარებით მოკრძალებულები ევროტურნირებზე, ამიტომ ამ ინგლისურ პატარა თასებს ნუ შევხედავთ ზემოდან, პირიქით, დავფიქრდეთ ამაზე...
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top